15 სექტემბერი 2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
დაწყებითი სწავლების
კათედრის დებულება
I თავი. ზოგადი დებულება
1.1. დაწყებითი სწავლების კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ლევან შავლაყაძე სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის წესდების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.
1.2. მოქმედების არეალი
ლევან შავლაყაძე სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
II თავი. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1. დაწყებითი სწავლების კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.
2.2. აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.
III თავი. კათედრის მიზნები და ამოცანები
3.1. დაწყებითი სწავლების კათედრის მისია.
კათედრა ზრუნავს მოსწავლეთა სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის გზით, რომელიც სამშობლოს აღუზრდის ისეთ მომავალ თაობას, რომლებიც გაიზიარებენ სხვადა სხვა მეცნიერების საფუძვლებს , განუვითარებენ მათემატიკური ცნებებისა და მათი გამოყენების უნარს, მეტყველების, წერის, აგრეთვე კომუნიკაციის იმ საშუალებების ფლობას, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად ,რაც მათ საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
3.2. დაწყებითი სწავლების კათედრის კონკრეტული მიზნები და ამოცანები
• სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
• მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;
• პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
• კვლევითი საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება;
• პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
• პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.
IV თავი. კათედრის წევრობა
4.1. დაწყებითი სწავლების კათედრა აერთიანებს მათემატიკის, ქართულის, მუსიკის ხატვის, ბუნებისმეტყველების, რელიგიის საგნობრივი ჯგუფის ყველა პედაგოგს, რომლებიც ასწავლიან I –IV კლასებში. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.
4.2. კათედრა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;
4.3. რიგგარეშე კათედრის სხდომა ჩატარდება:
ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათედრის წევრების 1/3- ის მოთხოვნისთანავე;
ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით;
გ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.
4.4. კათედრის წევრების უფლება-მოვალეობები
კათედრის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ:
ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;
გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;
დ) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;
ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;
კათედრის წევრი მოვალეა:
ა) დაესწროს კათერდის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);
ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;
გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;
დ) დანერგოს თანამედროვე მეთოდები და მიდგომები;
V თავი. კათედრის თავმჯდომარე
5.1. არჩევის წესი
ა) კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები, სასწავლო წლის დასაწყისში ფარული ან ღია კენჭისყრით;
ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია კათედრის წევრების გადაწყვეტილებით და შეთანხმებით.
გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს;
5.2. ფუნქცია-მოვალეობები:
კათედრის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;
ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;
გ) ამზადებს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;
ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატებიული გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;
ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებიბის (სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;
თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;
ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
VI თავი. კათედრის სხდომა
გადაწყვეტილებები:
6.1. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:
ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3.
ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით:
გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;
6.2. სხდომის ჩატარება
თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარემ შესაძლებელია აირჩიოს და დანიშნოს მდივანი.
VII თავი. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1. ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.