დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დირექტორის ბრძანება N 2-63 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
შინაგანაწესი
თავი1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. შინაგანაწესით დადგენილი ნორმების მიზნები
1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში წოდებული „გიმნაზია“) შინაგანაწესი განსაზღვრავს „გიმნაზიაში“ შრომისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეთა ქცევის განაწესს და მიზნად ისახავს:
ა) შრომისა და სწავლის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას;
ბ) „გიმნაზიასა“ და მოსწავლეებს (კანონიერი წარმომადგენელი) მეურვეს/მზრუნველს შორის სწავლის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების მოწესრიგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) „გიმნაზიასა“ და მასში დასაქმებულ პედაგოგებსა და სხვა პერსონალს შორის სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
დ) „გიმნაზიის“ პედაგოგების/სხვა პერსონალისა და მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ხელშეწყობას;
ე) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ვ) მოსწავლეებისა და „გიმნაზიის“ პედაგოგებისათვის/პერსონალისათვის სამუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას;
ზ) „გიმნაზიის“ პედაგოგების/პერსონალისა და მესამე პირების ურთიერთობისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას;
თ) ,,გიმნაზიაში“ ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფას;
ი) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეთა სხვა უფლებების დაცვას, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, მათ საფუძველზე გამოცემული აქტებისა და „გიმნაზიის“ დებულებით.
მუხლი 2. შინაგანაწესის ნორმების წყაროები
რეგულაციები, რომლებიც გათვალისწინებულია შინაგანაწესის შემუშავების პროცესში:
1. საქართველოს შრომის კოდექსი;
2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
3. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება;
4. „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება;
5. „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანება;
6. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილება
№241;
7. „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის
№167/ნ ბრძანება;
8. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანება.
9. ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 ქლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანება.
10. ,,მოსწავლის ეთიკის კოდექსი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №79/ნ ბრძანება.
11. ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
12. „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 3. შინაგანაწესით დადგენილი ნორმების შესრულება და მისი მოქმედების სფერო
1. „გიმნაზიის“ პედაგოგი/სხვა პერსონალი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, გარკვეული სამუშაოს შესრულების, შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტი) პირობების დაცვის ვალდებულების გარდა, ასევე, ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე, დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი;
2. შინაგანაწესის დაცვის ვალდებულება ასევე სპეციალური მითითების გარეშე, სავალდებულოა „გიმნაზიის“ მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენელი) /მეურვისათვის / მზრუნველისათვის.
თავი II. სამუშაო ადგილი, სამუშაო/სწავლის დრო და დასვენების დრო
მუხლი 4. სამუშაოს/სწავლის დრო, მისი დასაწყისი და დასასრული
1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც „გიმნაზიის“ პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებანი და მოვალეობანი;
2. „გიმნაზიაში“ დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
3. ადმინისტრაციის ყოველდღიური სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს. სამუშაო დრო განისაზღვრება 09:00სთ.-დან 18:00სთ.-მდე, ხოლო შესვენების დრო, – 13:00 სთ.- დან 14:00 სთ.-მდე;
„გიმნაზიის“ პედაგოგებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო დაკავშირებულია საგაკვეთილო და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან. პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15წთ.- ით ადრე;
„გიმნაზიის“ პერსონალისათვის შესვენების დრო განისაზღვრება 13:00სთ.-
დან 14:00სთ.-მდე; ამასთან, შესასრულებელი სამუშაოს თავისებურების გათვალისწინებით,
„გიმნაზიასა“ და პერსონალს შორის სამუშაო დროისა და შესვენების ხანგრძლივობა შესაძლებელია განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით (კონტრაქტი) შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
4. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა, არა უმეტეს 40 სთ-სა კვირაში;
5. სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს
12 სთ-ზე ნაკლები;
6. სწავლის დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც მოსწავლე ვალდებულია განახორციელოს თავის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული უფლებანი და მოვალეობანი;
7. სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად, რომელსაც სემესტრებად ყოფს საშობაო არდადეგები;
ა) სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
სასწავლო წლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტზე ნაკლები;
8. ყოველდღიურად სწავლის დაწყების დრო განისაზღვრება 09.00 სთ-დან, გაკვეთილების ხანგრძლივობა II -XII კლასებში 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილი მიმდინარეობს 35 წუთი.
9. გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება
10 წთ.-ით, დანარჩენი შესვენებებისა კი, – სასკოლო სასწავლო გეგმით;
გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაოს ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის განსაზღვრავს „გიმნაზიის“ დირექცია და ამტკიცებს „გიმნაზიის“ დირექტორი;
10. დაუშვებელია გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა.
11. სასწავლო პროცესის ხარისხიანი განხორციელების მიზნით, ,,გიმნაზია“ უფლება აქვს დაგვიანებული მოსწავლე ან/და მასწავლებელი არ დაუშვას სასწავლო პროცესზე, გარდა საპატიო გარემოებისა, რომლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი „გიმნაზიის“ ადმინისტრაციისათვის.
მუხლი 5. სამუშაო ადგილი
დასაქმებულის სამუშაო ადგილია ქ. ხონი, ახალგაზრდობის ქ.N1
მუხლი 6. სამუშაო დროის აღრიცხვა
1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველთვიური აღრიცხვა წარმოებს ჟურნალის მეშვეობით;
2. დასაქმებული ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება პირადად დააფიქსიროს ჟურნალში ხელმოწერის მეშვეობით
მუხლი 7. დასვენების დღეები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები და არდადეგები.
მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის (არყოფნის) შეტყობინებისა და დროებით შრომის უუნარობის გამო დახმარების გაცემის წესები და პირობები
1. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით, (ჯანმრთელობის გაუარესება, მძიმე ოჯახური გარემოებები ან სხვ.) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, „გიმნაზიის“ პედაგოგი/ სხვა პერსონალი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ,,გიმნაზიის“ დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში, აცნობოს „გიმნაზიის“ დირექციას არაუგვიანეს ერთი საათისა, სამუშაოს დაწყებამდე;
2. შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში, „გიმნაზიის“ დირექცია უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა;
3. პედაგოგის ,,გიმნაზიაში“ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამისი კათედრა ვალდებულია უზრუნველყოს ამ პედაგოგის გაკვეთილის ჩატარება. შემცვლელ პედაგოგს უნაზღაურდება შესრულებული სამუშაოს საფასური. პედაგოგის მიერ არასაპატიოდ გაცდენილი გაკვეთილი არ ანაზღაურება;
4. ,,გიმნაზიის“ პედაგოგს/სხვა პერსონალს, დროებითი შრომისუუნარობის გამო, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 60 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 90 კალენდარულ დღეს, მიეცემა დახმარება.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა და გაცემა წარმოებს დადგენილი წესით გაცემული შრომისუუნარობის დამადასტურებელი სპეციალური საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) საფუძველზე. საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
თავი III. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ ბრძანებათა თანამშრომლებამდე დაყვანის წესი
მუხლი 9. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება
1. „გიმნაზიის“ პედაგოგების/სხვა პერსონალის მიმართ სამსახურებრივ საკითხებზე, ხოლო მოსწავლეთა მიმართ სწავლის პროცესში წარმოშობილ საკითხებზე ბრძანებას გამოცემს
„გიმნაზიის” დირექტორი.
მუხლი 10. ინდივიდუალური ხასიათის ბრძანების გაცნობის წესი
1. ბრძანება, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, დაინტერესებულ პირს გადაეცემა პერსონალურად, ან ფოსტის მეშვეობით.
მუხლი 11. ზოგადი ხასიათის ბრძანების გაცნობის წესი
1. ზოგადი ხასიათის ბრძანებას შეიძლება ჰქონდეს წერილობითი ფორმა. იგი ექვემდებარება „გიმნაზიის“ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას;
2. ზეპირი ხასიათის ბრძანება შეიძლება გამოცხადდეს თათბირზე.
მუხლი 12. ბრძანების იურიდიული ძალა
1. ბრძანების შესრულება სავალდებულოა „გიმნაზიის“ ყველა პედაგოგის/სხვა პერსონალისა და მოსწავლისათვის.
თავი IV. შრომის უსაფრთხოების, ტექნიკის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულება
მუხლი 13. შრომისა და სწავლის უსაფრთხო პირობები
1. „გიმნაზია“ ვალდებულია შეუქმნას მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შრომისა და სწავლის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები;
2. „გიმნაზიის“ ყველა პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია გაეცნოს შრომის უსაფრთხოების, ტექნიკის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესებსა და ინსტრუქციებს.
„გიმნაზიის“ ყველა პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით;
3. „გიმნაზიის“ ყველა პედაგოგს/სხვა პერსონალს უნდა შეეძლოს სწრაფად და სწორად მოიყვანოს მოქმედებაში ხელის ცეცხლმქრობი და დაიცვას მისი გამოყენების სიფრთხილე, ასევე იცოდეს მისი მოვალეობა ხანძრის შემთხვევაში და ევაკუაციის გეგმა;
4. „გიმნაზიის“ ყველა პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია სამსახურის დამთავრების შემდეგ გათიშოს ელექტროქსელიდან ყველა ელექტრომოწყობილობა;
5. აკრძალულია თამბაქოს მოწევა „გიმნაზიის“ შენობის სამუშაო ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებსა და ჰიგიენურ წერტილებში.
თავი V. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წერიგის დაცვის მექანიზმები
მუხლი 14. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები
,,გიმნაზიაში“ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვის/საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი;
თავი VI. შრომის ანაზღაურება
მუხლი 15. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
1. ,,გიმნაზიის“ ყველა თანამშრომელზე ხელფასი დაირიცხება თვეში ერთჯერ, მომსახურე ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, საშტატო განრიგითა და სატარიფიკაციო სიით განსაზღვრული ხელფასის სარგოს ოდენობით;
2. საშტატო განრიგითა და სატარიფიკაციო სიით განსაზღვრული ხელფასის სარგოდან ნებისმიერი გადახრა უნდა აისახოს ბრძანებით ან კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტით.
მუხლი 16. ზეგანაკვეთური სამუშაო
1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს;
2. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
2.1 სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;
2.2 საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით;
3. ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე აკრძალულია;
4. დასაქმებულს ზედმეტად ნამუშევარი თითოეული საათისთვის მიეცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის 20% პროცენტით გაზრდილი ოდენობით;
5. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაცემა ხდება სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. თანხის გაცემისას ხდება ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს საათობრივი დაანგარიშება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების განსაზღვრა;
6. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
7. დამსაქმებელი ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება ამ ფორმით შეუძლებელია;
8. არასამუშაო დროს საკუთარი ინიციატივით (უფლებამოსილი პირის დავალების გარეშე) სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულს კომპენსაცია არ მიეცემა.
თავი VII.შვებულების ხანგრძლივობის და მიცემის წესი
მუხლი 17. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. დასაქმებულს (მასწავლებლის გარდა) უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით;
2. მასწავლებლის შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება გიმნაზიასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით;
3. დასაქმებულის შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. დასაქმებულს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება აღნიშნული ვადის გასვლამდეც, დირექტორთან შეთანხმებით;
4. დასაქმებულმა, ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის თხოვნით უნდა მიმართოს დირექტორს შვებულებაში გასვლამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შვებულების ამ ვადის დაცვის გარეშე მოთხოვნას.
5. დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს არდადეგების დროს. მხარეთა შეთანხმებით, ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია სასწავლო პროცესის პერიოდში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულების გარდა დაქორწინების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დასაქმებულ პირს ერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 5(ხუთი) სამუშაო დღის ოდენობით;
7. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება;
8. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და პირობები. ეს ვადები და პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
მუხლი 18. საშვებულებო ანაზღაურება
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელის შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
მუხლი 19. ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულმცირე 15 კალენდარული დღით.
ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შვებულების ამ ვადის დაცვის გარეშე მოთხოვნას.
მუხლი 20. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
3. დასაქმებულს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში– 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.
5. ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
თავი VIII. ქცევის ზოგადი წესები და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 21. მოსწავლის ქცევის წესები და სწავლის პირობები
1. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე,
„გიმნაზიის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსი;
2. მოსწავლე უფლებამოსილია:
ა) ითხოვოს გათავისუფლება გაკვეთილებიდან, თუ გააჩნია დასაბუთებული მიზეზი (ექიმის ცნობა, მშობლის წერილი, განცხადება) ან არის შეუძლოდ, რასაც ადასტურებს ,,გიმნაზიის“ ექიმი/ექთანი;
ბ) სწავლის პროცესის შესახებ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები დამრიგებელთან, „გიმნაზიის“ დირექციასთან.
მუხლი 22. დისციპლინური გადაცდომა
1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) „გიმნაზიის“ შინაგანაწესის დარღვევა;
ბ) მოსწავლის მიერ მოსწავლის ქცევის კოდექსთან აშკარად შეუთავსებელი ქმედება;
გ)ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, „გიმნაზიაშია“ ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების ბრალეული დარღვევა.
მუხლი 23. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. „გიმნაზიის“ დირექტორმა, დისციპლინური გადაცდომისათვის მისი ჩამდენი პირის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) გაფრთხილება;
ბ) მკაცრი გაფრთხილება;
გ) საყვედური
დ) სასტიკი საყვედური
ე) გაკვეთილიდან გაძევება
ვ) დროებით დათხოვნა გიმნაზიიდან, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1-დან 10 სასწავლო დღემდე;
ზ) გიმნაზიიდან გარიცხვა(საშუალო საფეხურზე);
თუკი მოსწავლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ზომა, ხოლო მოსწავლე კვლავ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, „გიმნაზიის“ მხრიდან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსწავლის მშობელთან (კანონიერი წარმომადგენელი)/მეურვესთან/ მზრუნველთან მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება (მიუხედავად იმისა მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მომენტისათვის მოხსნილი ექნება თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ შინაგანაწესის მე-17 მუხლის შესაბამისად).
თ)ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გიმნაზიის“ დირექტორი დისციპლინური კომიტეტის წარდგინებით.
2. დისციპლინურმა სახდელმა არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან;
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
მუხლი 24 დისციპლინური საქმის წარმოება
1. დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ
,,გიმნაზიის“ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დაგენილი წესით;
2. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს;
3. ,,გიმნაზიიდან“ 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ,,გიმნაზიის“ დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან ,,გიმნაზიიდან“ გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება ,,გიმნაზიის“ დისციპლინურ კომიტეტის წარდგენით ,, გიმნაზიის“ დირექტორს;
4. ,,გიმნაზიის“ დირექტორისა და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს ,,გიმნაზიის“ დირექტორთან.
მუხლი 25. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა
1. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და აღინიშნება მოსწავლის პირად საქმეში;
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ პირს უფლება აქვს მოსწავლეს ვადამდე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსწავლემ;
3. თუ მოსწავლეს სამი თვის განმავლობაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ;
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა ფორმდება გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და შეიტანება პირად საქმეში.
თავი IX. პედაგოგების/სხვა პერსონალის მიერ ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება
მუხლი 26. პედაგოგების/სხვა პერსონალის ვალდებულებები ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის სფეროში
1. „გიმნაზიის“ ყველა პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და ღირსებებს;
2. „გიმნაზიის“ პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან „გიმნაზიის“ პედაგოგის/სხვა პერსონალისა და თავად „გიმნაზიის“ დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი;
3. დაუშვებელია სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში გამოცხადება;
4. „გიმნაზიის“ პედაგოგს/სხვა პერსონალს ეკრძალება გარეშე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან საჩუქრის მიღება, რომელთანაც აქვს სამსახურეობრივი ურთიერთობა.
ასევე, „გიმნაზიის“ პედაგოგმა/სხვა პერსონალმა არ უნდა დაუშვას, რომ მან ან მისი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მოითხოვონ ან მიიღონ მესამე პირისაგან საჩუქარი, ფულადი ან სხვა ნებისმიერი სახის დახმარება, ან/და პრივილეგია, რაც დაკავშირებული იქნება „გიმნაზიაში“ მის პერსონალის პროფესიულ საქმიანობასთან და დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს აღნიშნულის შესახებ;
5. „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, „გიმნაზიის“ შენობაში მოწევა აკრძალულია. ამ შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობისა და „გიმნაზიაში“ დადგენილი წესის შესაბამისად;
6. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას „გიმნაზიის“ პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი;
7. „გიმნაზიის“ ყველა პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია დაიცვას შრომის შინაგანაწესით დადგენილი დებულებები, როგორც ,,გიმნაზიაში“ წესრიგის საფუძველი. დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, დაიცვას სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად, ზუსტად და ხარისხიანად შეასრულოს „გიმნაზიის“ დირექციის განკარგულებანი;
8. „გიმნაზიის“ პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის ზემდგომ, ან ქვემდგომ თანამდებობის პირს, თანამშრომელს,მის ხელთარსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება სამსახურებრივ საკითხებზე, თუ ამ თანამშრომელს:
ა) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი, ან
ფაქტობრივი მიზეზების გამო;
ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს თანამშრომელი, რომელსაც მან მიმართა;
გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, იმყოფება თანამშრომელთან, რომელსაც მან მიმართა;
დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები არსებითად აღემატება იმ თანამშრომლის მიერ დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს, რომელსაც მან მიმართა;
„გიმნაზიის“ პედაგოგი/სხვა პერსონალი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობებისას, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს, ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება, აგრეთვე, სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
9. „გიმნაზიის“ პედაგოგს/სხვა პერსონალს, აგრეთვე, მოეთხოვება დაიცვას სხვა შეზღუდვები, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გათვალისწინებულია სხვა სამართლებრივი აქტებით;
10. „გიმნაზიის“ არაპედაგოგიური პერსონალის ძირითად მოვალეობათა სფერო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტი) პირობებით, სამუშაოს აღწერილობითა და „გიმნაზიის“ დებულებებით.
თავი X. პედაგოგების/სხვა პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 27. დისციპლინური გადაცდომა
1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) „გიმნაზიის“ შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) „გიმნაზიისათვის“ ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან „გიმნაზიის“ პედაგოგის/სხვა პერსონალისა და თავად „გიმნაზიის“ დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად ი