დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-73 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
მშობელთა სათათბიროს დებულება
სარჩევი
1. ზოგადი ნაწილი 3
2. მშობელთა სათათბიროს მიზნები და ამოცანები 3
3. მშობელთა სათათბიროს უფლება-მოვალეობები 3
4. მშობელთა სათათბიროს შემადგენლობა და არჩევნები 4
1. ზოგადი ნაწილი
1.1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში - გიმნაზია) მშობელთა სათათბირო წარმოადგენს მშობელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას;
1.2. გიმნაზიის მშობელთა სათათბირო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ“, სათათბიროს წევრების, პედაგოგიური საბჭოს, გიმნაზიის დირექტორისა და კლასის დამრიგებლის რეკომენდაციებით.
2. მშობელთა სათათბიროს მიზნები და ამოცანები
2.1. მშობელთა სათათბიროს მიზანია საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა როგორ სასკოლო გარემოში, ასევე სკოლის გარეთ;
2.2. მშობელთა სათათბიროს ამოცანებია:
2.2.1. განამტკიცოს გიმნაზიასა და ოჯახს შორის უწყვეტი კავშირი. ხელი შეუწყოს სასკოლო კულტურის გამდიდრებას და მის განვითარებას;
2.2.2. ითანამშრომლოს გიმნაზიასთან მოსწავლეების ეროვნული ღირებულებების მქონე, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დამცველ, მოაზროვნე და თავისუფალ პიროვნებებად ჩამოსაყალიბებლად;
2.2.3. დაეხმაროს გიმნაზიას არაფორმალური განათლების, მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზების, სპორტული ღონისძიებებისა და წრეობრივი მუშაობისათვის საჭირო პირობების შექმნაში;
2.2.4. დაეხმაროს გიმნაზიას მიზნობრივი, დამატებითი ფინანსების მოძიებაში;
2.2.5. ხელი შეუწყოს მშობელთა ჩართულობას ბავშვის განათლების პროცესში, როგორც სრულუფლებიან პარტნიორებს;
2.2.6. მონაწილეობა მიიღოს გიმნაზიაში სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნაში და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამდიდრებაში;
2.2.7. იზრუნოს გიმნაზიის იმიჯისა და რეიტინგის გაზრდაზე საზოგადოებაში.
3. მშობელთა სათათბიროს უფლება-მოვალეობები
3.1 მშობელთა სათათბირო იკრიბება სხდომაზე სემესტრში სულ მცირე, ერთჯერ. რიგგარეშე შეკრება შესაძლებელია არანაკლებ ხუთი მშობლის მოთხოვნით;
3.2 მშობელთა სათათბიროს უფლებამოსილია შეიმუშავოს რეკომენდაციები სასწავლო- აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებით და განსახილველად წარუდგინოს გიმნაზიის დირექტორს;
3.3 მშობელთა სათათბირო უფლებამოსილია შეიმუშავოს ინიციატივები გიმნაზიის განვითარებასთან დაკავშირებით და განსახილველად წარუდგინოს გიმნაზიის დირექტორს;
3.4 გიმნაზიის დირექტორი გიმნაზიის პოლიტიკისა და საჭიროების გათვალისწინებით განიხილავს ამ რეკომენდაციებს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.
4. მშობელთა სათათბიროს შემადგენლობა და არჩევნები
2.3. მშობელთა სათათბიროს შემადგენლობა განისაზღვრება თითო კლასიდან ორი მშობლით;
2.4. მშობელთა სათათბირო აირჩევა ერთი წლის ვადით;
2.5. მშობელთა სათათბიროს არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში;
2.6. მშობელთა სათათბირო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.