დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება N2-46 01.09. 2023
სპს ხონის ტექნიკური გიმნაზიის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა
ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის დებულება
სარჩევი
თავი I. ზოგადი დებულებები 3
მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო 3
მუხლი 2. დებულების მიზანი 3
მუხლი 3. ხარისხის ჯგუფის სამოქმედო პრინციპები 3
თავი II. ხარისხის ჯგუფი 3
მუხლი 4. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობა 3
მუხლი 5. ხარისხის ჯგუფის მიზნები 4
ხარისხის ჯგუფის მიზნებია 4
მუხლი 6. ხარისხის ჯგუფის წევრთა მოვალეობები ხარისხის ჯგუფის წევრები ახორციელებენ შემდეგ ვალდებულებებს 4
მუხლი 7. ხარისხის ჯგუფის საქმიანობა 4
მუხლი 8. ხარისხის ჯგუფის ხელმძღვანელის ფუნქციები 5
მუხლი 9. ხარისხის ჯგუფის მდივნის ფუნქციები 5
მუხლი 10. ხარისხის ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 5
თავი III. მასწავლებლის შეფასება 5
მუხლი 11. გაკვეთილზე დაკვირვება/შეფასება 5
მუხლი 12. მასწავლებლის საქმიანობის შეფასება 6
თავი IV. მასწავლებლის პროფესიული განვითარება 6
მუხლი 13. პროფესიული განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვა 6
თავი V. დებულების დამტკიცება, ცვლილებების შეტანა 7
მუხლი 14. ხარისხის ჯგუფის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა 7
დანართი 1 8
სამოქმედო გეგმა 8
დანართი 2 8
განმავითარებელი უკუკავშირი პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესრულებაზე 8
დანართი 3 9
გაკვეთილის შეფასების სქემა 9
დანართი 4 13
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის საორიენტაციო შეკითხვები 13
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო
წინამდებარე დებულება ვრცელდება სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მასწავლებლებზე და აწესრიგებს მასწავლებლის შეფასების მიზნით დირექტორის ბრძანებით შექმნილი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის (შემდგომში „ხარისხის ჯგუფი’’) და პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა საქმიანობას.
მუხლი 2. დებულების მიზანი დებულების მიზანია:
ა) სკოლის მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და პროფესიული განვითარება.
ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში ხარისხის ჯგუფის ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელების პროცედურების განსაზღვრა;
გ) მასწავლებელთა შიდა შეფასება. კერძოდ, მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;
დ) მასწავლებლის საქმიანობაზე (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესზე) დაკვირვება, შეფასება და განმავითარებელი უკუკავშირის მიცემა.
მუხლი 3. ხარისხის ჯგუფის სამოქმედო პრინციპები
მასწავლებელთა შეფასებისას ხარისხის ჯგუფი ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის, სანდოობის, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
თავი II. ხარისხის ჯგუფი მუხლი 4. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობა
1. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი;
2. ხარისხის ჯგუფს ხელმძღვანელობს გიმნაზიის დირექტორი;
3. ხარისხის ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ხარისხის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა;
4. ხარისხის ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს გიმნაზიის ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებელი(უპირატესობა მიენიჭება წამყვან ან მენტორ მასწავლებელს ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ხარისხის ჯგუფის წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით;
6. ხარისხის ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა ხარისხის ჯგუფი ახორციელებს მის ან მისი ახლო ნათესავის შეფასებას;
7. ხარისხის ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება მასწავლებელთა ხარისხის ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს ხარისხის ჯგუფის თავმჯდომარე და მდივანი;
8. განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხის ჯგუფის წევრი უფლებამოსილია სხდომის ოქმს დანართის სახით დაურთოს განსხვავებული აზრი.;
9. ხარისხის ჯგუფი წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც იკრიბება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) სასწავლო წლის დასაწყისში - წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
ბ) ყოველი სემესტრის ბოლოს - განხორციელებული საქმიანობის (გაკვეთილებზე დაკვირვებების და სხვა აქტივობების შეფასების და მასწავლებელთა საბოლოო შეფასების მიზნით;
გ) საჭიროებისამებრ ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
მუხლი 5. ხარისხის ჯგუფის მიზნები ხარისხის ჯგუფის მიზნებია:
ა) გიმნაზიაში სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
ბ)მასწავლებლის შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარება და ხელშეწყობა;
გ)გიმნაზიაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება;
დ) გიმნაზიის მასწავლებლებისათვის პროფესიულ განვითარებაში დახმარება.
მუხლი 6. ხარისხის ჯგუფის წევრთა მოვალეობები ხარისხის ჯგუფის წევრები ახორციელებენ შემდეგ ვალდებულებებს:
ა) მონაწილეობას იღებენ ხარისხის ჯგუფის მიერ განხორციელებულ აქტივობებში;
ბ)მონაწილეობას იღებენ ხარისხის ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
გ) მონაწილეობას იღებენ თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში;
დ) მონაწილეობენ თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განმავითარებელ შეფასებაში;
ე) მოთხოვნის შემთხვევაში, პირადად აცნობებენ მასწავლებელს ხარისხის ჯგუფის რეკომენდაციებს და აძლევენ მას ყველა საჭირო განმარტებას.
მუხლი 7. ხარისხის ჯგუფის საქმიანობა
,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხარისხის ჯგუფი:
ა) ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში კონსულტაციას უწევს მასწავლებელს პროფესიული განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში (დანართი 1)
ბ) ახორციელებს მასწავლებელთა შიდა შეფასებას. კერძოდ, მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;
გ) ახორციელებს მასწავლებლის საქმიანობაზე (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესზე) დაკვირვებას და შეფასებას;
დ) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ადგენს გაკვეთილებზე დასწრების განრიგს;
ვ) მასწავლებლებთან ერთად განიხილავს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს/სტრატეგიებს და აძლევს მათ განმავითარებელ უკუკავშირს;
ზ)პროფესიული განვითარების მიზნით, რეკომენდაციას აძლევს მასწავლებელს შესაბამისი აქტივობებისა და ტრენინგების დაგეგმვაში.
მუხლი 8. ხარისხის ჯგუფის ხელმძღვანელის ფუნქციები
1. ხელმძღვანელობს ხარისხის ჯგუფის საქმიანობას;
2. თავმჯდომარეობს ხარისხის ჯგუფის შეხვედრებს;
3. ხარისხის ჯგუფის წევრებს აცნობს განათლების სისტემაშიმიმდინარე, მათი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებს.
მუხლი 9. ხარისხის ჯგუფის მდივნის ფუნქციები
1. ადგენს ხარისხის ჯგუფის შეხვედრების დღის წესრიგს;
2. ადგენს შეხვედრების ოქმებს და ინახავს მას.
მუხლი 10. ხარისხის ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
ხარისხის ჯგუფის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;
ბ) ხარისხის ჯგუფის წევრის საქმიანობისთვის სისტემატიურად თავის არიდება; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
დ) ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით შრომითი ურთიერთობის შეჩერება;
ე) მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
თავი III. მასწავლებლის შეფასება მუხლი 11. გაკვეთილზე დაკვირვება/შეფასება
1. მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასება ხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული შეფასების რუბრიკების მიხედვით. შესაძლებელია გამოყენებული იყოს აღწერითი ან ფოკუსირებული დაკვირვების სქემა (დანართი 3);გაკვეთილის შეფასების მიზნით, ხარისხის ჯგუფი მასწავლებლებს ესწრება შემდეგი ინტენსივობით: უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 3 გაკვეთილზე, წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – 2 გაკვეთილზე, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – 1 გაკვეთილზე;
2. ხარისხის ჯგუფი მასწავლებელს აკვირდება მის მიერ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად. გაკვეთილზე დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირი ფორმით - დასწრებით განრიგით მათ შორის განისაზღვრება რომელ მასწავლებელს ჯგუფის რომელი წევრი/წევრები დაესწრება.
3. მასწავლებელს გაკვეთილზე ესწრება ხარისხის ჯგუფის მინიმუმ 2 წევრი, მათ შორის დირექტორი;
4. ხარისხის ჯგუფი მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას წერილობითი ფორმით.
5. გაკვეთილზე დაკვირვებასთან და განმავითარებელი შეფასების მიცემასთან დაკავშირებით ხარისხის ჯგუფი შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე ინახავს დოკუმენტაციას (შეფასების რუბრიკებს).
მუხლი 12. მასწავლებლის საქმიანობის შეფასება
ხარისხის ჯგუფი გარდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა, ახორციელებს:
ა) მასწავლებლის მიერ შედგენილი საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შეფასებას;
ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებას და მასწავლებლის რეფლექსიის (თვითშეფასების) შეფასებას;
გ) მასწავლებლის მიერ პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შეფასებას და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს; (დანართი 2)
დ) შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემის მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების შეფასებას.
თავი IV. მასწავლებლის პროფესიული განვითარება მუხლი 13. პროფესიული განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვა
1. მასწავლებელთა საქმიანობაზე დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე ხარისხის ჯგუფის სხდომაზე განიხილება მასწავლებელთა საჭიროებები და განსახორციელებელი ღონისძიებები.
2. მასწავლებელთა საჭიროებების შესაბამისად შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის:
2.1. თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარება;
2.2. სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;
2.3. მასწავლებელთა გადამზადება და ა.შ.
თავი V. დებულების დამტკიცება, ცვლილებების შეტანა
მუხლი 14. ხარისხის ჯგუფის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
1. ხარისხის ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს დირექტორი.
2. ხარისხის ჯგუფის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.