,, კლასის დამრიგებლის დებულება ''
დამრიგებელი არის საქართველოს სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის აქტიური გამტარებელი.
დამრიგებელი არის პირველი რგოლი კლასში სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზაციისა და შინაარსის პედაგოგიური მიმართულების უზრუნველყოფის საქმეში.
ყოველდღიური აღმზრდელობითი მუშაობის მიზნით, თითოეულ კლასს სკოლის დირექტორი უნიშნავს დამრიგებელს, მისი პიროვნული, პედაგოგიური თვისებების, მეცნიერული დონისა და ღირსებების გათვალისწინებით. დამრიგებელი არის აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორი თავის კლასში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული, ადამიანური, ერთმანეთის მოსიყვარულე კოლექტივის ჩამოყალიბება.
დამრიგებლის მოვალეობები
1. დამრიგებელი ფლობს მაქსიმალურ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ. საჭიროებისამებრ ატარებს კლასის კრებას, კლასის საათს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული მოსწავლის ქცევის კულტურას. დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას დირექციას გაკვეთილის გაცდენის თაობაზე.
2. დამრიგებელი ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს საქართველოს განათლების კანონის, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა მიხედვით.
3. პედაგოგი, რომელიც იბარებს სადამრიგებლო კლასს ან მოსწავლეთა ჯგუფს, ვალდებულია, განახორციელოს დიაგნოსტიკა იმ კონკრეტული მომენტისათვის.
4. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით შექმნას თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
5. აწარმოოს კლასისა და მოსწავლის პორტფოლიო (მოდერნიზებული პირადი საქმე).
6. დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლეთა შესწავლას, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენას.
7. დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლეებში თავისი კლასის, მთლიანად სკოლის ღირსების დაცვისადმი პასუხისმგებლობის აღზრდას. სკოლის შინაგანაწესის მოსწავლეთათვის გაცნობას და აძლევს განმარტებას იმ მიზნით, რომ მათ ამ დოკუმენტებში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში.
8. დამრიგებელი წარმართავს თავის საქმიანობას თვალყურისდევნებით მოსწავლეთა დასწრებაზე, თუ დასწრება 50%-ზე დაბალია სასწრაფოდ იკვლევს მიზეზს, საქმის კურსში აყენებს დირექციას და მშობელს. ამ მიმართულებით ჩატარებული მუშაობის შესახებ აკეთებს მოხსენებას კათედრის სხდომაზე.
9. დამრიგებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ
10. დამრიგებელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში არგამოცხადების შემთხვევაში გაარკვიოს არგამოცხადების მიზეზი და დროულად ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის დირექცია (თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, მაშინ მშობელი ან მეურვეც);
11. დამრიგებელი სწავლობს მოსწავლეთა სოციალურ მდგომარეობას და ითვალისწინებს შემდგომ საქმიანობაში.
12. დამრიგებელი ზრუნავს მოსწავლეთა მონაწილეობით სასწავლო ოთახებისა სათანადო ესთეტიკურ გაფორმებაზე, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგებაზე. ასევე ზრუნავს მაღალი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე, იგი წლის ბოლოს დირექციას უკლებლივ აბარებს სასწავლო წლის დასაწყისში მიღებულ ინვენტარს (დაზიანების შემთხვევაში დამრიგებელი ვალდებულია მშობელთა დახმარებით აანაზრაუროს ზარალი).
13. დამრიგებელს ევალება კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო_აღმზრდელობითი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება.
14. დამრიგებელს ევალება სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისების ან დასჯის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სკოლის დირექციას.
15. დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე. ასევე, საკლასო ჟურნალში სათანადო ცვლილებების დროულად შეტანა.
16. დამრიგებელი ვალდებულია დროულად დაიყვანოს მოსწავლეებსა და მათ მშობლებამდე ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
17. დამრიგებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლეთა დასწრება სკოლის მიერ ჩატარებულ მიზნობრივ ღონისძიებებზე.
18. დამრიგებელი ვალდებულია მუდმივად ზრუნავდეს აღსაზრდელების კულტურული დონის ამაღლებაზე (ექსკურსიები, სპექტაკლები, დიალოგები, შეხვედრები და ა.შ)
19. დამრიგებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლის ადმინისტრაციას მშობელთა პედაგოგიზაციის საქმეში.
20. დამრიგებელი ვალდებულია მოიწვიოს მშობელთა კრება სემესტრში მინიმუმ ერთხელ კლასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის პრობლემების გადასაწყვეტად.
21. დამრიგებელი ვალდებულია მოსწავლის საშემოდგომო გამოცდის, კლასში დატოვების, ყოფაქცევაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების შესახებ წერილობით აცნობებს მშობელს და დირექციას წარმოუდგენს შეტყობინების ფორმას.
22. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს და დირექციას დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას,
23. კლასის დამრიგებელი პასუხისმგებელია დირექტორთან წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის შევსებაზე, რომელიც ასახავს მისდამი დაქვემდებარებული კლასის/ან ყოფილი კლასის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას (ნიშნების ფურცლის ზუსტი შევსება, პირადი საქმის წარმოება, ან ობიექტურ დახასიათებას.
კლასის ხელმძღვანელს ეკრძალება მშობელთა კრებაზე კონკრეტული მოსწავლის მდგომარეობის განხილვა, მოსწავლეზე ფიზიკური ზემოქმედება, ძალადობა ან ისეთი ქმედება, რაც შეურაცხოფს მოსწავლის/მისი მშობლის პიროვნებას.