დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება
N2-64 30.12.2022
.
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის
ბიბლიოთეკის დებულება
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 3
მუხლი 2. ბიბლიოთეკის ამოცანები და მიზნები 3
მუხლი 3. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები 3
მუხლი 4. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა 4
მუხლი 5. ბიბლიოთეკისა და მკითხველის უფლება–მოვალეობანი 4
მუხლი 6. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები 5
მუხლი 7. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები 5
მუხლი 8. ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა ბეჭდური მასალის გაცემის წესი 6
მუხლი 9. მკითხველის პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისას 6
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი 7
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის ბიბლიოთეკა არის კულტურულ– საგანმანათლებლო, სამეცნიერო–ინფორმაციული ორგანო, რომლის ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდი და რესურსები მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
1.2. ბიბლიოთეკა დაფუძნებულია, გიმნაზიის მიერ და არის მისი სტრუქტურული ერთეული, მასში განთავსებულია ბიბლიოგრაფიული ფონდი – საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ბეჭდვითი გამოცემები, აგრეთვე ისტორიული, რელიგიური, მხატვრული, შემეცნებითი, საინფორმაციო და სხვა სახის ლიტერატურული მასალა;
1.3. ,,გიმნაზიის“ ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, ,,გიმნაზიის“ დებულებით და შინაგანაწესით და აგრეთვე ამ დებულებით;
1.4. ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგია: 9:30 – 16:00 სთ;
1.5. ასევე გიმნაზიას აქვს ხელშეკრულება ქ. ხონის ბიბლიოთეკასთან.
მუხლი 2. ბიბლიოთეკის ამოცანები და მიზნები
2.1. ,, გიმნაზიის“ ძირითადი ამოცანაა წიგნიერების, ეროვნული მემკვიდრეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა;
2.2. სასკოლო ბიბლიოთეკის საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი;
2.3. ამ მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:
ა)მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი, ელექტრონული და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები) არსებობის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეები სარგებლობენ ქ. ხონის ცენტრალური ბიბლიოთეკით.
ბ)ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;
გ) შესაბამისი პროფილების ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვა–მოვლა–პატრონობას;
დ) საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობასა და მომსახურების მაღალ დონეს როგორც ადგილზე, ისე სახელმძღვანელო და სხვა სახის ლიტერატურისა და დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემით;
მუხლი 3. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები
3.1. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია: ა) მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;
ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა; გ) ოპერატიულობა;
დ)საბიბლიოთეკო სტატისტიკის წარმოება, კავშირების დამყარება და საბიბლიოთეკო ორგანიზაციებთან და გამომცემლობებთან;
ე)საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
მუხლი 4. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა
4.1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, რომელსაც ნიშნავს ,,გიმნაზიის“ დირექტორი და თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მის წინაშე;
4.2. ბიბლიოთეკარის შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.3. ბიბლიოთეკარი:
• წარმართავს და ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის საერთო საქმიანობას;
• აანალიზებს და ითვალისწინებს ,,გიმნაზიის“ საზოგადოების მოთხოვნებს;
• აწარმოებს საბიბლიოთეკო მასალების კატალოგიზაციას და კლასიფიკაციას;
• დახმარებას უწევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ბიბლიოთეკის რესურსებთან და საინფორმაციო ტექნიკასთან მუშაობის საქმეში;
• ახორციელებს კითხვის პროპაგანდის და კულტურული ღონისძიებების პროგრამებს;
• მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
• მონაწილეობს ,,გიმნაზიაში“ დაგეგმილ პროექტების განხორციელებაში;
მუხლი 5. ბიბლიოთეკისა და მკითხველის უფლება–მოვალეობანი
3.1. მკითხველი უფლებამოსილია:
• მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა და დოკუმენტები – ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად;
• მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ;
• ისარგებლოს ბიბლიოთეკის საინფორმაციო საშუალებებით;
• მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება, თუ ეს პროცედურა ტექნიკურად არ დააზიანებს დოკუმენტს;
• მიიღოს მონაწილეობა ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაში;
3.2. მკითხველი ვალდებულია:
• გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, რომელიც წარმოადგენს ამ დებულების ორგანულ ნაწილს;
• მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით დადგენილი ნორმის შესაბამისად. მასვე ეკისრება სხვაგვარი პასუხისმგებლობაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
3.3. ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:
• საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციები განახორციელოს დამოუკიდებლად;
• ბიბლიოთეკის ფონდები განაგოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად;
• მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, ან მატერიალური ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას;
• ეწეოდეს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;
3.4. ბიბლიოთეკა ვალდებულია:
• თავისი საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესაბამისად;
• სისტემატურად დააკომპლექტოსფონდი პროფილის შესაბამისად და უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო–საძიებო საშუალებებში;
• შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
• უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე მათი ინტერესების შესწავლისა და ბიბლიოთეკის რესურსების კოოპერირების საფუძველზე;
მუხლი 6. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
6.1. ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა;
6.2. ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისას მკითხველი ვალდებულია გაეცნოს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, რასაც ადასტურებს მკითხველის ბარათზე ხელმოწერით;
6.3. მკითხველს უფლება აქვს ისარგებლოს ბიბლიოთეკის კომპიუტერული მომსახურებით;
მუხლი 7. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები
7.1. მკითხველი ვალდებულია ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს დაიცვას შემდეგი წესები:
• არ იხმაუროს და ხელი არ შეუშალოს სხვა მკითხველს;
• დაიცვას ქცევისა და ეთიკის ნორმები;
• წიგნზე მუშაობის დამთავრებისთანავე დააბრუნოს წიგნი უკან;
• ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე გამორთოს მობილური ტელეფონი;
• ჯგუფურად მუშაობისას ხელი არ შეუშალოს სხვა მკითხველს;
• გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას;
• დაიცვას ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
7.2..მკითხველი ვალდებულია:
• ფაქიზად მოეპყრას ბიბლიოთეკის თითოეულ ბეჭდურ ერთეულს და დააბრუნოს განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით;
• არ გააკეთოს წიგნზე, ბეჭდურ ეგზემპლარზე და დოკუმენტებზე ჩანაწერები, ჩანახატები და შენიშვნები;
• არ ამოხიოს, ან სხვაგვარად არ დააზიანოს წიგნი, ან სხვა ბეჭდური მასალა. წიგნად ფონდთან დაშვებისას არ გადააადგილოს წიგნები;
• არ ამოიღოს ფორმულარი წიგნიდან, არ ამოიღოს ბარათები კატალოგიდან;
• წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენისას შეატყობინოს დაუყოვნებლივ ბიბლიოთეკარს;
• სამკითხველო დარბაზში წიგნზე მუშაობის დამთავრებისას დაუყოვნებლივ დააბრუნოს იგი და არ გაიტანოს წიგნი თვითნებურად;
მუხლი 8. ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა ბეჭდური მასალის გაცემის წესი
8.1. სასწავლო ლიტერატურა (სახელმძღვანელოები)- გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ყველა კატეგორიის მკითხველზე;
8.2. ენციკლოპედიები, საცნობარო ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები – გაიცემა მხოლოდ სამკითხველო დარბაზში;
8.3. მხატვრული ლიტერატურა – გაიცემა 10 დღის ვადით;
8.4. სასწავლო წლის ბოლოს, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე მკითხველი ვალდებულია ჩააბაროს ყველა მასზე გაცემული მასალა;
8.5. ,,გიმნაზიიდან“წასვლის, დათხოვნის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს მასზე გაცემული ყველა მასალა;
მუხლი 9. მკითხველის პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისას
9.1. თუ მკითხველი დაარღვევს ამ დებულებაში აღნიშნულ ვალდებულებებს და არ დაემორჩილება ბიბლიოთეკარის მოთხოვნებს, ამ უკანასკნელს შეუძლია მის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ზომები: ჩამოართვას წიგნი, დაატოვებინოს დარბაზი, უარი უთხრას მომსახურებაზე და გადასცეს ამ მკითხველის ქცევის შესახებ ინფორმაცია
,,გიმნაზიის“ დირექციას;
9.2. მკითხველს, რომელიც ზარალს მიაყენებს ბიბლიოთეკის ფონდს, ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება;
9.3. ზარალის ოდენობასა და ღირებულებას განსაზღვრავს კომისია;
9.4. მკითხველი წიგნის დაკარგვის შემთხვევაში ვალდებულია შეცვალოს იგივე დასახელების და ავტორის წიგნით, ან შინაარსობრივად ტოლფასად მიჩნეული წიგნით;
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი
10.1. ბიბლიოთეკის დებულებას ამტკიცებს ,,გიმნაზიის დირექტორი“;
10.2. ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება
,,გიმნაზიის“ დირექტორის ბრძანებით.