დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-68 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
პედაგოგიური საბჭოს დებულება
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 3
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 3
მუხლი 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა 3
მუხლი 4. პედაგოგიური საბჭოს მოწვევა 3
მუხლი 5. პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილება 4
მუხლი 6. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე/მდივანი 4
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება 5
მუხლი 8. პედაგოგიური საბჭოს საქმისწარმოების წესი 5
მუხლი 9. ცვლილებები და დამატებები 5
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1.1 სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში გიმნაზია) პედაგოგიური საბჭოს დებულება შემუშავებულია
,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ საფუძველზე;
1.2. პედაგოგიური საბჭო არის გიმნაზიის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
1.3.გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს დებულებას უმრავლესობის გადაწყვეტილებით იღებს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი;
1.4 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს კრების მეშვეობით ,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ და გიმნაზიის შიდა აქტებზე დაყრდნობით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1 წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პედაგოგიური საბჭო - გიმნაზიის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ბ) პედაგოგიური საბჭოს წევრი - მასწავლებელი/მასწავლებლობის მაძიებელი, რომელთანაც შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გიმნაზიას, დამრიგებლები;
გ) პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - პირი, რომელიც აირჩევა პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობიდან და ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს;
დ) პედაგოგიური საბჭოს მდივანი - პედაგოგიური საბჭოს წევრი, რომელიც აირჩევა პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობიდან;
ე) პედაგოგიური საბჭოს ოქმი - ოფიციალური დოკუმენტი, სადაც შეიტანება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები.
მუხლი 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა
3.1 პედაგოგიური საბჭო არის გიმნაზიის პედაგოგთა თვითმმართველობის ორგანო;
3.2 პედაგოგიურ საბჭოში გაერთიანებულია გიმნაზიის ყველა მასწავლებელი/ მასწავლებლობის მაძიებელი და დამრიგებელი.
მუხლი 4. პედაგოგიური საბჭოს მოწვევა
4.1 პედაგოგიური საბჭოს სხდომის მოწვევა ხდება სასწავლო წლის განმავლობაში არანაკლებ 4-ჯერ, გიმნაზიის დირექციის ან/და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ;
4.2 პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომები შეიძლება მოწვეულ იქნას გიმნაზიის დირექტორის, პედაგოგთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივითა და მშობელთა სათათბიროს მოთხოვნით;
4.3 პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გიმნაზიის პედაგოგთა ნახევარზე მეტი.
მუხლი 5. პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილება
5.1 პედაგოგიური საბჭო განიხილავს და იღებს გიმნაზიის მართვა-განვითარებასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს;
5.2 ამტკიცებს კლასის დამრიგებლებს და კათედრის თავმჯდომარეებს;
5.3 პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია განიხილოს და დაამტკიცოს: ა) ,, გიმნაზიის“ სასწავლო გეგმა;
ბ) სასწავლო მასალა, მათ შორის გრიფმინიჭებული და პედაგოგების მიერ შერჩეული დამატებით გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხა;
გ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
5.4 პედაგოგიური საბჭო განიხილავს აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსახილველად წარუდგენს „გიმნაზიის“ დირექციას;
5.5 პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და აღძრას საკითხი „გიმნაზიის“ დირექტორის წინაშე, საგნის სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, დამატებითი სასწავლო რესურსებისა და ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე.
მუხლი 6. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე/მდივანი
6.1 პედაგოგიური საბჭო თავმჯდომარე არის პირი, რომლის პოზიცია არჩევითია;
6.2 პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, სამი წლის ვადით. თავმჯდომარედ ერთიდაიგივე მასწავლებლის არჩევა შესაძლებელია ორი ვადით;
6.3 პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) პედაგოგიური საბჭოს სხდომების დღის წესრიგის მომზადება, მოწვევა და წარმართვა;
ბ)პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
6.4 პედაგოგიური საბჭოს მდივანი აირჩევა პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობიდან, ღია კენჭრისყრით, 3 წლის ვადით;
6.5 პედაგოგიური საბჭოს მდივნის ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოფს პედაგოგიური საბჭოს წევრების ინფორმირებას დაგეგმილი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ;
ბ) აღრიცხავს პედაგოგიური საბჭოს წევრთა დასწრებას სხდომაზე;
გ) საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას ინიშნავს გამომსვლელთა მოსაზრებებსა და წინადადებებს;
დ) უზრუნველყოფს ღია კენჭისყრის ჩატარებას;
ე) ახორციელებს პედაგოგიური საბჭოს საქმისწარმოებას;
ვ) ასრულებს სხდომის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
7.1 პედაგოგიური საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
7.2 პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს. თუ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე არ ეთანხმება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებებს მას უფლება აქვს ვეტო დაადოს გადაწყვეტილებას და მოითხოვოს საკითხის სხვა დროს განმეორებით განხილვა. განმეორებით საკითხის განხილვისას გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში საკითხზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ღებულობს გიმნაზიის დირექტორი;
7.3 პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გიმნაზიის დირექტორს 2 დღის ვადაში.
მუხლი 8. პედაგოგიური საბჭოს საქმისწარმოების წესი
8.1 პედაგოგიური საბჭო აწარმოებს თავისი სხდომების ოქმებს, რომლებიც აღირიცხება პედაგოგიური საბჭოს ოქმების წიგნში;
8.2 პედაგოგიური საბჭოს ოქმები საბჭოს ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარედგინება გიმნაზიის დირექტორს. ყოველ ოქმში აღინიშნება თარიღი და ნომერი, დამსწრეთა სახელი და გვარი, სხდომის დღის წესრიგი,. ოქმს ხელს აწერს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
8.3 პედაგოგიური საბჭოს ოქმების წიგნი ინახება გიმნაზიის დირექციის საქმისმწარმოებელთან.
მუხლი 9. ცვლილებები და დამატებები
9.1 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები ხორციელდება პედაგოგიური საბჭოს მიერ;
9.2 ცვლილებები და დამატებები მიიღება ღია ან დახურული კენჭისყრით;
9.3 გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.