დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება
N 2-86 17.11.2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო
ჯგუფის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფი(შემდგომში ,,საკონსულტაციო ჯგუფი“) არის გიმნაზიის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, სწავლაში არსებული სირთულეების იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს;
2. საკონსულტაციო ჯგუფი თავის ფუნქციებსა და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და გიმნაზიის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად;
3. საკონსულტაციო ჯგუფი მუშაობს გიმნაზიასა და მშობლებთან შეთანხმებით, რათა ხელი შუწყოს თითოეული მოსწავლისთვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას და ხარისხიანი განათლების მიცემას.
მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციები
1. მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციებია:
1.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
1.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
1.3. სწავლის პროცესში არსებული სირთულეებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების აღმოჩენა;
1.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა;
1.5. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა;
1.6. მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა;
2. საკონსულტაციო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს გიმნაზიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით.
მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის წევრები
1. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ბრძანებით ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი;
2. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან:
ა) დამრიგებელი;
ბ) საგნის მასწავლებელი;
გ) ხარისხის მართვის მენეჯერი.
3. მოსწავლის მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფს ხელმძღვანელობს კლასის დამრიგებელი.
მუხლი 4. მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის სამოქმედო სტრატეგია
1. საკონსულტაციო ჯგუფი ხელმძღვანელობს ქვემოთ მოცემული სტრატეგიის შესაბამისად:
პრობლემის იდენტიფიცირება პრობლემის ანალიზი საჭიროებების დადგენა სამოქმედო გეგმის
შედგენა
მონიტორინგი
ფსიქოლოგი
საგნის მასწავლებელი
დამრიგებელი
ხარისხის მართვის მენეჯერი
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამოქმედო სტრატეგია არის ზოგადი და ყოველი კონკრეტული საკითხის/სირთულის წამოჭრის შემთხვევაში, საკონსულტაციო ჯგუფს უფლება აქვს შეიმუშავოს ინდივიდუალური სტრატეგია.
მუხლი 5. მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრები
1. საკონსულტაციო ჯგუფი ატარებს შეხვედრებს, რომელსაც ესწრებიან ჯგუფის წევრები. შეხვედრებზე შეიძლება განხილულ იყოს მოსწავლესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი-მოსწავლის აკადემიური პრობლემის გამომწვევი მიზეზები, საჭიროებები, განხორციელებული აქტივობების შედეგები და ასევე ჯგუფის მომავალი ღონისძიებები/აქტივობები;
2. ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია დაესწროს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის შეხვედრებში/სხდომებში.
მუხლი 6. მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა
1. საკონსულტაციო ჯგუფის დებულებას ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი;
2. საკონსულტაციო ჯგუფის დებულებაში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვთ ჯგუფის წევრებს;