დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება N2-67 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების დებულება
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 3
მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცის ტიპები 3
მუხლი 3. გიმნაზიის სამედიცინო პერსონალი 3
მუხლი 4. სკოლის ექთნის კომპეტენცია 4
მუხლი 5. მოთხოვნები სამედიცინო კაბინეტის მოწყობისადმი 5
მუხლი 6. სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობა 6
მუხლი 7. სამედიცინო კაბინეტის/სამედიცინო პუნქტის მართვა 7
დანართი №1 8
სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა 8
დანართი №2 9
სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 9
დანართი №3 10
სკოლის სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში სავალდებულო მედიკამენტების ნუსხა 10
დანართი №4 11
დახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმა 11
დანართი №5 11
ვადაგასული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმა 11
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში გიმნაზია) სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების წესი (შემდგომ - წესი) შემუშავებულია მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით და წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება გიმნაზიაში სამედიცინო კაბინეტისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცის ტიპები
1. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცე შესაძლებელია იყოს ორი სახის: ა) სამედიცინო კაბინეტი - სკოლაში, შესაბამისი ავეჯით, მედიკამენტებით აღჭურვილი ოთახი, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ბ) სამედიცინო პუნქტი - სკოლის ადმინისტრაციულ ნაწილში (არასაკლასო ოთახში) მოწყობილი სივრცე, სადაც განთავსებულია სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, მედიკამენტები და სახარჯი მასალა.
2. სკოლებში, სადაც სწავლობს 50-ზე მეტი მოსწავლე, სავალდებულოა სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.
3. გიმნაზიაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცის ტიპები
1. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცე შესაძლებელია იყოს ორი სახის: ა) სამედიცინო კაბინეტი - სკოლაში, შესაბამისი ავეჯით, ტექნიკით, მედიკამენტებით აღჭურვილი ოთახი, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ბ) სამედიცინო პუნქტი - სკოლის ადმინისტრაციულ ნაწილში (არასაკლასო ოთახში) მოწყობილი სივრცე, სადაც განთავსებულია სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, მედიკამენტები და სახარჯი მასალა.
2. სკოლებში, სადაც სწავლობს 50-ზე მეტი მოსწავლე, სავალდებულოა სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.
3. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
მუხლი 3. გიმნაზიის სამედიცინო პერსონალი
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
გიმნაზიის სამედიცინო კაბინეტს ემსახურება ექთანი.
მუხლი 4. სკოლის ექთნის კომპეტენცია
1. სკოლის ექთნის კომპეტენციაა:
ა) მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან გიმნაზიის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა);
ბ) შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;
გ) სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს გიმნაზიაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში (დანართი №1);
დ) მოახდინოს გიმნაზიაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს გიმნაზიის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;
ე)მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს - ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს - ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ);
თ) გაატაროს საჭირო ღონისძიებები გიმნაზიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;
ი)განახორციელოს გიმნაზიის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა. გიმნაზიის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ;
კ) განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, გიმნაზიის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლა-გიმნაზიაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო
ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად;
მ)მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ნ)განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.)
ო)დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.დაუშვებელია გიმნაზიის ექთნის მხრიდან ნებისმიერი სახის გულგრილობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ.
3. კონკრეტული პირის ავადობისა და მიმართვიანობის ზოგადი სიხშირის, კონკრეტული მიზეზით მიმართვიანობის სტატისტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების მარტივად ადმინისტრირებისთვის გამოიყენება სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი (დანართი №2);
4. გიმნაზიის ექთნის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი და სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა წარმოადგენს გიმნაზიის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელია წარმოებულ იქნეს როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის პორტფოლიოში. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი ინახება დახურვიდან 1 წლის ვადით.
სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ განადგურდება წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით.
მუხლი 5. მოთხოვნები სამედიცინო კაბინეტის მოწყობისადმი
1. სამედიცინო კაბინეტი რეკომენდებულია მოწყობილი იყოს შენობის ყველაზე დაბალ სართულზე (დაუშვებელია სარდაფისა და ნახევარსარდაფის გამოყენება). ფიზიკურად მარტივად მისადგომ ტერიტორიაზე, გადაუდებელი შემთხვევის დროს სამედიცინო კაბინეტში პაციენტის მარტივად შეყვანა-გამოყვანის (მათ შორის საკაცით) შესაძლებლობის გათვალისწინებით.
2. სამედიცინო კაბინეტის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 კვ.მ-ს. სამედიცინო კაბინეტში უნდა არსებობდეს როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი განათების წყარო. კედლები და იატაკი უნდა ექვემდებარებოდეს სველი წესით დალაგების შესაძლებლობას.
3. სამედიცინო კაბინეტში სავალდებულოა იყოს გამართულად ფუნქციონირებადი ხელსაბანი, რომელიც მუდმივად იქნება აღჭურვილი თხევადი საპნითა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი საშუალებებით.
4. სამედიცინო კაბინეტში ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელის ალკოჰოლშემცველი სადეზინფექციო საშუალება (სანიტაიზერი).
5. სამედიცინო კაბინეტში სასურველია არსებობდეს ხელოვნური ბარიერით (გამყოფი პანელი, ტიხრული შირმა) გამოყოფილი მცირე გასასინჯი სივრცე, პაციენტთა გასინჯვისას პრივატულობის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 6. სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობა
1. სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი ავეჯი და მოწყობილობები: ა) სამუშაო მაგიდა;
ბ) კომპიუტერი; გ) სკამები;
დ) საათი;
ე) სამედიცინო ტახტი (პაციენტის გასასინჯი);
ვ) კარადა ან ტუმბო სამედიცინო დოკუმენტების შესანახად (უნდა იკეტებოდეს); ზ)სამედიცინო მასალების და მედიკამენტების შესანახი კარადა/ტუმბო (უნდა იკეტებოდეს);
თ) მაცივარი.
2. სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი სამედიცინო აღჭურვილობა: ა) სამედიცინო სასწორი;
ბ) სიმაღლის საზომი; გ) თერმომეტრი;
დ) ტონომეტრი (წნევის საზომი აპარატი); ე) ფონენდოსკოპი;
ვ) პულსოქსიმეტრი;
ზ) ხელის დინამომეტრი; თ) ინჰალატორი;
ი) სპეციალური ცხრილი მხედველობის შესამოწმებლად; კ) გამადიდებელი ლუპა;
ლ) ხელის სანათი; მ) რეზინის ლახტი;
ნ) რეზინის სათბური;
ო) ბუშტი ყინულისათვის; პ) კისრის ფიქსატორი;
ჟ) სამედიცინო მაკრატელი; რ) პინცეტი;
ს) ბასრი სამედიცინო ნარჩენების კონტეინერი.
ტ) გადაუდებელი დახმარების ჩანთა;
უ) საკაცე;
3. სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი სახარჯი/შესახვევი მასალები და ჭრილობის დასამუშავებელი საშუალებები:
ა) ერთჯერადი საინექციო შპრიცები;
ბ) ერთჯერადი შპადელები;
გ) რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები;
დ) სამედიცინო ნიღბები;
ე) სტერილური ბინტი; ვ) სტერილური ბამბა;
ზ) ბაქტერიოციდული პლასტირები;
თ) სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები; ი) სამედიცინო სპირტი (96%-იანი);
კ) წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი ხსნარი);
ლ) ბრილიანტის მწვანე (1%- ან 2%-იანი სპირტხსნარი); მ) იოდი (5%-იანი სპირტხსნარი);
ნ) ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად.
4. სამედიცინო კაბინეტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა იმ სამედიცინო ჩვენების სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართში №3.მედიკამენტების ნუსხაში წარმოდგენილია სამედიცინო სივრცეშისაჭირო ფარმაცევტული საშუალებების რამდენიმე დასახელება, რომლთაგან ამორჩევა, ან იგივე მოქმედების სხვა დასახელების საშუალებით ჩანაცვლება შესაძლებელია შესყიდვის პროცესში.
მუხლი 7. სამედიცინო კაბინეტის/სამედიცინო პუნქტის მართვა
გიმნაზიის სამედიცინო პერსონალს ევალება ზედამხედველობა გაუწიოს სამედიცინო კაბინეტში განთავსებულ აღჭურვილობას და მედიკამენტებს, დახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმაში (№4 დანართი) აწარმოოს მოხმარებული მედიკამენტების და სამედიცინო მასალების აღრიცხვა, აკონტროლოს მედიკამენტების და სახარჯი მასალების ვარგისიანობის ვადები, ამოიღოს მოხმარებიდან ვადაგასული მედიკამენტები და მოახდინოს მათი აღრიცხვა ვადაგასული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმაში (№5 დანართი), გაატაროს მედიკამენტებით და სამედიცინო მასალებით მომარაგებისთვის საჭირო პროცედურები.
დანართი №1
სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა (სააღრიცხვო ფორმაში წარმოებული ინფორმაცია კონფიდენციალურია)
1. დაწესებულების დასახელება------------------------------
2. ექთანი სახელი, გვარი --------- -----------
3. პაციენტის სახელი, გვარი--------------
4. დაბადების წელი, თვე, რიცხვი--------
5. კლასი
6. პაციენტის სტატუსი: მოსწავლე პერსონალი სხვა----------
7. მომართვის თარიღი ---- რიცხვი ----- თვე---- წელი. დრო ---- სთ წთ
8. მომართვის საფუძველი
9. გამოხატული სიმპტომები
10. ჩატარებული მკურნალობა/გაწეული სამედიცინო დახმარება----------------------------
11. შემდგომი რეკომენდაცია
მოხდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება: დიახ არა
გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის მიმართვის დრო: ----- სთ წთ
მიემართა პაციენტის ოჯახის წევრს/კანონიერ წარმომადგენელს:
დიახ არა
სამედიცინო პერსონალის პაციენტის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა --------------- ხელმოწერა ------------------------
დანართი №2
სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი (ჟურნალში წარმოებული მონაცემები კონფიდენციალურია)
N პაციენტის
სახელი, გვარი ასაკი კლასი მომართვის მიზეზი მომართვის
თარიღი კომენტარი
დანართი №3
სკოლის სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში სავალდებულო მედიკამენტების ნუსხა მედიკამენტები:
ა) არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);
ბ) ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);
გ) ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ., ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);
დ) ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი);
ე) ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);
ვ) ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები - ალბუტეროლი და სხვ.);
ზ) სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);
თ) რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;
ი) პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი); კ) დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი); ლ) ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი);
მ) კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში); ნ) მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები(მაგ.
ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);
ო)ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
პ) ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);
ჟ) თვალის წვეთები (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი); რ) ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი;
ს) ყურის წვეთები (მაგ., ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა).
იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი ( ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი. შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა შეიძლება შეივსოს დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
დანართი №4 დახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმა
მედიკამენტის/ სამედიცინო მასალის დასახელება მედიკამენტის/ სამედიცინო მასალის
რაოდენობა
გამოყენების თარიღი
კომენტარი შემსრულებლის სახელი, გვარი, პოზიცია
დანართი №5 ვადაგასული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმა
ვადაგასული მედიკამენტის/ სამედიცინო მასალის
დასახელება ვადაგასული მედიკამენტის/ სამედიცინო მასალის
რაოდენობა გამოყენების ვადები ინსტრუქციის მიხედვით
მოხმარებიდან ამოღების თარიღი
შემსრულებლის სახელი/გვარი პოზიცია