დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-60 30.12.2022.
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დებულება
2022 წელი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ,,გიმნაზიის“ სტატუსი
1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია (შემდგომში წოდებული „გიმნაზია“), არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამიოსად ახორციელებს შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით (I-VIკლ) და საბაზო (VII- IXkl) და საშუალო (X-XIIკლ) საფეხურზე;
2. „გიმნაზია“, როგორც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კანონითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ;
3. „გიმნაზიას“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკებში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები;
4. „გიმნაზიის“ იურიდიული მისამართია: ახალგაზრდობის ქუჩა N1, ქ.ხონი, საქართველო.
მუხლი 2. ,,გიმნაზიის“ დებულების მოქმედება
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს „გიმნაზიის“ ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციის სფეროებს, „გიმნაზიის“ სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესსა და უფლება- მოვალეობებს;
2. „გიმნაზიის“ დებულება შესასრულებლად სავალდებულოა ,,გიმნაზიის” ყველა სტრუქტურული ერთეულის, პედაგოგის, სხვა პერსონალის, მოსწავლისა და მისი მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენელი) /მეურვისათვის/ მზრუნველისათვის.
მუხლი 3. ,,გიმნაზიის“ მისია, ხედვა და ღირებულებები
1. მისია
გიმნაზია ქმნის პოზიტიურ, კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
2. ხედვა
სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით გიმნაზია აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
3. ღირებულებები
გიმნაზიის საქმიანობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
მიუკერძოებლობა;
თანაგანცდა და თანადგომა;
ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
პროფესიული ზრდა და განვითარება;
გუნდური მუშაობა.
თავი II. სასწავლო პროცესი
მუხლი 4. სწავლების მეთოდები და ამოცანები
1. „გიმნაზია“ სასწავლო პროცესს ახორციელებს დაწყებით (I-VIკლ) და საბაზო (VII-IXკლ) და საშუალო (X-XIIკლ საფეხურებზე);
2. „ გიმნაზია“ სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ადგენს სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს. სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენისას
,, გიმნაზია” ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით;
3. ,,გიმნაზიაში“ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი წარიმართება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
4. სადამრიგებლო პროგრამას უძღვება კლასის დამრიგებელი;
5. სწავლება და სააღმზრდელო მუშაობა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
მუხლი 5. სწავლა-სწავლების პროცესი
1. სწავლის პროცესი ეფუძნება პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს;
2. სწავლის პროცესი მიმდინარეობს მოსწავლის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
სწავლის პროცესი აგებულია პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე. სწავლის პროცესში პრიორიტეტი ენიჭება ორივე მხარის ინტერესებისა და მათი უფლება-მოვალეობების განუხრელ დაცვას;
4. სწავლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული თემატიკაზე, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში;
5. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს (კანონიერი წარმომადგენელი)
/მეურვეს/მზრუნველს სწავლის პროცესის მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე, მათი დროში განაწილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.
მუხლი 6. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ზედამხედველობა
1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ზედამხედველობს „გიმნაზიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი.
მუხლი 7. სწავლების ხანგრძლივობა, დასვენების დღეები
2.„გიმნაზიაში“დაწესებულია ხუთდღიანი სასწავლო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
3. „გიმნაზიაში“სასწავლო წელი იწყება და სრულდება კანონით დადგენილი წესით;
4. სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად;
თავი III. ,,გიმნაზიაში“ მოსწავლეთა მიღების წესი
მუხლი 8. ,,გიმნაზიაში“ სწავლის საფეხური. მოსწავლეთა რაოდენობა.
1. „გიმნაზიაში“ სწავლება ხორციელდება დაწყებით (I-VIკლ) და საბაზო (VII-IXკლ) და საშუალო (X-XIIკლ) საფეხურზე; I-VI კლასებში თითოეულ კლასში არ შეიძლება იყოს 20 მოსწავლეზე მეტი, ხოლო საბაზო (VII-IXkl) და საშუალო (X-XIIკლ) საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 25 მოსწავლით;
2. „გიმნაზიაში“ სწავლა ფასიანია, რომლის ოდენობა განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით ,,გიმნაზიის” მხრიდან შეიძლება დაწესდეს შეღავათები სწავლის საფასურის გადახდასთან ან/და მის ოდენობასთან დაკავშირებით. შეღავათები ძირითადად ვრცელდება მრავალშვილიანი ოჯახის შვილებზე, ოჯახებზე, რომელთა ორი ან მეტი შვილი სწავლობს ,,გიმნაზიაში”, ასევე, გიმნაზიის” თანამშრომლების შვილებზე.
მუხლი 9. ,,გიმნაზიაში“ მოსწავლის მიღების პირობები
1. „გიმნაზიის“ პირველ კლასში მოსწავლის მიღება ხდება გასაუბრების შედეგად;
2. გასაუბრების შედეგად მოწმდება სასკოლო მზაობა, რომელიც გულისხმობს ბავშვის მზაობას სკოლის სპეციფიკური მოთხოვნებისადმი.
სასკოლო მზაობის ძირითადი მახასიათებლებია:
ა) ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
ბ) სოციალურ-ემოციურიგანვითარება;
გ) სწავლისადმი მიდგომა;
დ) მეტყველებისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
ე) შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;
3. „გიმნაზიაში“ მოსწავლის ჩარიცხვამდე მისი მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) / მეურვე, მზრუნველი ინფორმირებული უნდა იქნეს მასზედ, რომ მათთვის შესასრულებლად სავალდებულოა ,,გიმნაზიის” შინაგანაწესი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მომწესრიგებელი სხვა სამართლებრივი აქტები. ასევე, მათთვის ცნობილი უნდა იქნეს, რომ დასახელებული სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ,,გიმნაზიის” ოფიციალურ ვებ–გვერდზე: teq-gimnaziaedu.ge; სოციალურ ქსელში და ,,გიმნაზიის” საინფორმაციო სტენდზე.
4. „გიმნაზიასა“ და მოსწავლის მშობელს(კანონიერი წარმომადგენელი)
/მეურვეს, მზრუნველს/ შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები;
თავი IV. ქცევის ზოგადი წესები და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 10. მოსწავლის ქცევის წესები და სწავლის პირობები
1. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე,„გიმნაზიის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსი;
2. მოსწავლე უფლებამოსილია:
ა) ითხოვოს გათავისუფლება გაკვეთილებიდან, თუ გააჩნია დასაბუთებული მიზეზი (ექიმის ცნობა, მშობლის წერილი, განცხადება) ან არის შეუძლოდ, რასაც ადასტურებს ,,გიმნაზიის“ ექიმი/ექთანი.;
ბ) სწავლის პროცესის შესახებ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები დამრიგებელთან, „გიმნაზიის“ დირექციასთან (ადმინისტრაცია).
მუხლი 11. დისციპლინური გადაცდომა
1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) „გიმნაზიის“ შინაგანაწესის დარღვევა;
ბ) მოსწავლის მიერ მოსწავლის ქცევის კოდექსთან აშკარად შეუთავსებელი ქმედება;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, „გიმნაზიაშია“ ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების ბრალეული დარღვევა.
მუხლი 12. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები
1. გიმნაზიის“ დირექტორმა, დისციპლინური გადაცდომისათვის მისი ჩამდენი პირის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) გაფრთხილება;
ბ) მკაცრი გაფრთხილება
გ) საყვედური;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) გაკვეთილიდან გაძევება;
ვ) დროებით დათხოვნა გიმნაზიიდან, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1-დან 10 სასწავლო დღემდე;
ზ) გიმნაზიიდან გარიცხვა(საშუალო საფეხურზე);
თ) თუკი მოსწავლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ზომა, ხოლო მოსწავლე კვლავ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, „გიმნაზიის“ მხრიდან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსწავლის მშობელთან (კანონიერი წარმომადგენელი) /მეურვესთან/ მზრუნველთან მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება (მიუხედავად იმისა მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მომენტისათვის მოხსნილი ექნება თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად). ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გიმნაზიის“ დირექტორი დისციპლინური კომიტეტის წარდგინებით.
2. დისციპლინურმა სახდელმა არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან;
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა
.
მუხლი 13. დისციპლინური საქმის წარმოება
1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ,, გიმნაზიის“ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დაგენილი წესით;
2. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს;
3. ,, გიმნაზიიდან“ 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ,,გიმნაზიის“ დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან
,,გიმნაზიიდან“ გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება ,,გიმნმაზიის“ დისციპლინურ კომიტეტის წარდგენით ,,გიმნაზიის“ დირექტორს;
4. ,,გიმნაზიის“ დირექტორისა და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს დირექტორტან.
მუხლი 14. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა
1. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება „გიმნაზიის“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და აღინიშნება მოსწავლის პირად საქმეში;
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ პირს უფლება აქვს მოსწავლეს ვადამდე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსწავლემ;
3. თუ მოსწავლეს 3 თვის განმავლობაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ;
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა ფორმდება გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და შეიტანება პირად საქმეში.
თავი V. მოსწავლის ცოდნის შეფასების წესები და პირობები
მუხლი 15. მოსწავლეთა მომდევნო კლასში გადაყვანისა და დათხოვნის წესები და პირობები
1. კლასი დაძლეულად მიიჩნევა, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს შეფასება ჩათვლის სისტემით(ჩაეთვალა/არჩაეთვალა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში;
2. თუ მოსწავლე ვერ აღწევს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს კონკრეტულ საგანში, ამ დროს მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფი ახდენს სწავლაში არსებული სირთულეების იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს;
3. მოსწავლეთა ,,გიმნაზიიდან“ დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, „გიმნაზიის“ დებულებით, მოსწავლის ქცევის კოდექსითა და შინაგანაწესით.
თავი VI. „ გიმნაზიის“ სტრუქტურა და მართვა
მუხლი 16. „ გიმნაზიის“ სტრუქტურა
1. „გიმნაზია“ შედგება: დირექციის, პედაგოგიური საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, მშობელთა სათათბიროს, დისციპლინური კომიტეტის, და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულისაგან.
მუხლი 17. სტრუქტურული ერთეულების შექმნისა და გაუქმების წესი
გიმნაზიის“ ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ამტკიცებს „გიმნაზიის“ დირექტორი.
მუხლი 18. „გიმნაზიის“ მართვა
1. ,,გიმნაზიის“ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობით უფლება- მოსილებას ერთპიროვნულად და მესამე პირებთან ურთიერთობაში ახორციელებს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დამფუძნებლის მიერ დანიშნული დირექტორი;
2. ,,გიმნაზიის“ დირექტორის პოზიციაზე უნდა იყოს უმაღლესი განათლების პირი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება ექნება. იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი. მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში იცავდეს ეთიკის მოთხოვნებს.
3. „გიმნაზიის“ აღმასრულებელი ორგანოა „გიმნაზიის“ დირექტორი. ,,გიმნაზიის“ დირექტორი შედის სკოლის დირექციის შემადგენლობაში და ხელმძღვანელობს მას.
„გიმნაზიის“ დირექციაში თანამდებობრივად შედიან:
ა) დირექტორი;
ბ) ხარისხის მართვის მენეჯერი;
გ) სასწავლო პროცესის კოორდინატორი
დ) ბუღალტერი;
ე) სამეურნეო ნაწილის გამგე/დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში
მუხლი 19. დირექტორი
1. ,, გიმნაზიის“ დირექტორი ინიშნება სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დამფუძნებელთა/პარტნიორტა გადაწყვეტილების საფუძველზე. ,,გიმნაზიის“ დირექტორის პოზიციაზე უნდა იყოს უმაღლესი განათლების პირი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება ექნება.იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი. მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში იცავდეს ეთიკის მოთხოვნებს.
2. ,,გიმნაზიის“ დირექტორი წარმოადგენს, გიმნაზიას“ მესამე პირებთან ურთიერთობაში;
3. ,,გიმნაზიის“ დირექტორი:
ა) ზედამხედველობას უწევს „გიმნაზიის“ დირექციას და განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) ზედამხედველობს და მართავს „გიმნაზიის“ სასწავლო- აღმზრდელობით პროცესს;
გ) ამტკიცებს „გიმნაზიის“ შინაგანაწესს ანაწილებს მოვალეობებს ,,გიმნაზიის“ დირექციის წევრებს შორის;
დ) კანონმდებლობითა და „გიმნაზიის“ დებულებით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ,,გიმნაზიის“ სახელით;
ე) ამტკიცებს „გიმნაზიის“ საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე წყვეტს „გიმნაზიის“ ადმინისტრაციის, პედაგოგების და ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების საკითხს, ასევე, მოსწავლეების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან/და მათი მოხსნის საკითხებს
ვ) უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, ,,გიმნაზიის“ სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები და სხვა ფინანსური დახმარება;
ზ),,გიმნაზიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოიძიოს გიმნაზიის სპონსორები;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
4. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს (ბრძანება);
5. დირექტორი პასუხისმგებელია „გიმნაზიის“ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, სასწავლო- აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე, „გიმნაზიის“ მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
6. დირექტორის არყოფნის ან თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს მისივე მითითებით, ან ამგვარი მითითების გარეშე, ასრულებს დირექტორის განკარგულებით დანიშნული პირი.
მუხლი 20. ხარისხის მართვის მენეჯერი
1. ხარისხის მენეჯერი არის თანამდებობის პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს და აკონტროლებს ,,გიმნაზიის“ თითოეული რგოლის გამართულ მუშაობას.
2. ხარისხის მართვის მენეჯერი:
ა)ხელმძღვანელობს მონიტორინგის ჯგუფს, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს და აკონტროლებს მის მუშაობას;
ბ) აკონტროლებს და ზედამხედველობს კათედრების მუშაობას;
გ)იკვლევს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და შესაბამისად გეგმავს სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
დ) ზრუნავს მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე;
ე)ატარებს გამოკითხვებს ცალკეული რგოლის მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად;
ვ) ამოწმებს სწავლა/სწავლების ხარისხს;
ზ)სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ ,,გიმნაზიის“ დირექტორს.
თ)სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი;
ი) პედაგოგების მიერ მათი მოვალეობის შესრულების კონტროლი;
კ) კათედრების მუშაობის მონიტორინგი;
ლ)სასწავლო და სადამრიგებლო გეგმების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;
მ)შეფასების სისტემის მონიტორინგი და სემესტრის ბოლოს ანგარიშის წარდგენა „გიმნაზიის“ დირექტორისთვის.
ნ)ზედამხედველობს „გიმნაზიის“ სასწავლო- აღმზრდელობით პროცესს და ყველა რგოლის მუშაობას;
მუხლი 21.სასწავლო პროცესის კოორდინატორი
1. ,,გიმნაზიას“ შეიძლება ჰყავდეს სასწავლო პროცესისკოორდინატორი.
2. კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი
3. ევალება:
ა) საგაკვეთილო ცხრილის შედგენა და მისი შესრულების უშუალო კონტროლი (გაკვეთილების გაცდენა-დაგვიანების, პედაგოგთა ჩანაცვლების საკითხების გადაწყვეტა);
ბ) ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი;
გ)შეფასების სისტემის მონიტორინგი ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად.
4.კოორდინატორი თავისი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად მონაწილეობს ,,გიმნაზიის“ აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც დაკავშირებულია „გიმნაზიის“ ფუნქციონირება – განვითარებასთან.
მუხლი 22. ბუღალტერი
1.,,გიმნაზიის” ბუღალტერი არის თანამდებობის პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხავს „გიმნაზიის“ ფინანსურ-ეკონომიკურ საქმიანობას;
2.ბუღალტერი ვალდებულია:
ა)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს დაწესებულების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა;
ბ)დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვროს სახელფასო ფონდი, შეადგინოს ტარიფიკაცია, ხარჯთაღრიცხვა, ბალანსი;
გ) აწარმოოს საბანკო ოპერაციები;
დ)დროულად უზრუნველყოს ხელფასების გაცემა და შემოსავლების სამსახურთან სათანადო ვალდებულებების გასწორება;
ე)ჩაატაროს „გიმნაზიის“ ქონების ინვენტარიზაცია მნესთან ერთად;
ვ)აწარმოოს „გიმნაზიის“ ქონების პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის მიღება-ჩაბარების წიგნი;
ზ) შეიძინოს „გიმნაზიის“ სტრატეგიით განსაზღვრული რესურსები;
1. ბუღალტერი პასუხისმგებელია:
ა) ,,გიმნაზიის“ ქონების მოვლა-პატრონობაზე;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე;
გ) საბანკო გადარიცხვებისა და ანგარიშსწორების წარმოებაზე;
თავი VII. პედაგოგიური საბჭო
მუხლი 23. პედაგოგიური საბჭო, მისი დაკომპლექტების წესები და პირობები
1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დემოკრატიული მართვის, სამეცნიერო და მეთოდური საკითხების გადაწყვეტის, სწავლების ახალი საშუალებებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ,,გიმნაზიაში“ შექმნილია პედაგოგიური საბჭო;
2.პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს „გიმნაზიის“ სასწავლო- სააღმზრდელო საკითხებთან დაკავშირებით;
3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის პედაგოგიური კოლექტივის ყველა წევრი. პედაგოგიური საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამი წლის ვადით;
4. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
5. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
6. პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს წევრთა ერთი მესამედის, აგრეთვე, „გიმნაზიის” დირექტორის მოთხოვნით;
7. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია განიხილოს და დაამტკიცოს:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმა;
ბ) სასწავლო მასალა, მათ შორის გრიფმინიჭებული და პედაგოგების მიერ შერჩეული დამატებით გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხა;
გ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
8. პედაგოგიური საბჭო განიხილავს აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რასაც განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს „გიმნაზიის“ დირექციას;
9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და აღძრას საკითხი „გიმნაზიის“ დირექტორის წინაშე, მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატებისა და სრულყოფის მიზნით დამატებითი დაფინანსების თაობაზე;
10. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და აღძრას საკითხი „გიმნაზიის“ დირექტორის წინაშე, საგნის სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, დამატებითი სასწავლო რესურსებისა და ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე.
მუხლი 24. მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესი და მისი კომპეტენცია
1. „გიმნაზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ირჩევს „ გიმნაზიის” დირექტორი;
2. „გიმნაზიის“ მრჩეველთა საბჭო შედგება სამი წევრისაგან;
3. „გიმნაზიის“ მრჩეველთა საბჭომ, სასურველია მონაწილეობდეს გამოცხადებულ ვაკანსიაზე პედაგოგთა შერჩევა-გასაუბრების პროცესში;
4. „გიმნაზიის“ მრჩეველთა საბჭო ამზადებს რეკომენდაციებს და ირჩევს მეთოდიკებს სასწავლო პროცესის ეფექტური და ხარისხიანი წარმართვისათვის;
5. „გიმნაზიის“ მრჩეველთა საბჭო პერიოდულად ატარებს სწავლა/სწავლების ხარისხის მონიტორინგს, აანალიზებს შედეგებს და რეკომენდაციებს გიმნაზიის“ დირექტორს.
მუხლი 26. მშობელთა სათათბირო
1. „გიმნაზიის“ მშობელთა სათათბირო არის მშობელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელშიც წარმოდგენილია თითო კლასიდან 2 მშობელი. სათათბირო განიხილავს ,,გიმნაზიის” სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს;
2. მშობელთა სათათბიროს უფლება აქვს შეიმუშაოს ინიციატივები და რეკომენდაციები და განსახილველად წარუდგინოს იგი ,,გიმნაზიის” დირექციას;
3. მშობელთა სათათბირო თავისი უფლებით იკრიბება სემესტრში მინიმუმ ერთჯერ ან შეიძლება შეიკრიბოს არანაკლებ ათი მშობლის მოთხოვნით.
მუხლი 27. დისციპლინური კომიტეტი
1. „გიმნაზიის“ დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;
2. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:
ა) მშობელთა სათათბიროს;
ბ) პედაგოგიურ საბჭოს;
გ) მოსწავლეს.
3. დისციპლინური კომიტეტი აირჩევა 1 წლის ვადით;
4. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს ,,გიმნაზიის“ დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;
5. ,,გიმნაზიის“ დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში;
6. ,,გიმნაზიის“ დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს ,,გიმნაზიის“ დირექტორთან გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში. ,,გიმნაზიის“ დირექტორი ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში;
7. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) უფლების დარღვევის არსი;
გ)მოთხოვნის არსი.
თავი VIII. დამხმარე სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 28. დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. „გიმნაზიის“ დამხმარე სტრუქტურული ერთეულები იქმნება „გიმნაზიის“ გამართული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
2. „გიმნაზიის“ დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ბიბლიოთეკა, კანცელარია, მნე უსაფრთხოების დაცვი/საზოგადოებრივი წესრიგის პ/პირი, სამედიცინო კაბინეტი.
მუხლი 29. ბიბლიოთეკა
1. „გიმნაზიაში“ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც წარმოადგენს „გიმნაზიის“ დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. ბიბლიოთეკაში დაცულია სასკოლო-საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები, მხატვრული, რელიგიური და ისტორიულ-კულტურული შინაარსის მქონე ლიტერატურა.
2. ბიბლიოთეკარი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია
„გიმნაზიის“ დირექტორის წინაშე, ასრულებს „გიმნაზიის“
დირექტორის მიერ, კანონის საფუძველზე, დაკისრებულ მოვალეობებს;
3. ბიბლიოთეკას შეიძლება ჰყავდეს ასევე სპეციალისტი.
მუხლი 30. კანცელარია
1.კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს „გიმნაზიაში“ ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის სწორად, დროულად მომზადებას, გაფორმებას, აღრიცხვას, გამოყენებას და შენახვას;
2. კანცელარიის საქმიანობას უძღვება საქმისმწარმოებელი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია „გიმნაზიის“ დირექტორის წინაშე, ასრულებს „გიმნაზიის“ დირექტორის მიერ, კანონის საფუძველზე, დაკისრებულ მოვალეობებს.
მუხლი 31. უსაფრთხოების დაცვის/საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
1.უსაფრთხოების დაცვის/საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პ/პირი უზრუნველყოფს:
ა)მოსწავლეების, პედაგოგების, „გიმნაზიის“ დირექციისა და
გიმნაზიის“ სხვა პერსონალის უსაფრთხოებას „გიმნაზიის“ შენობაში;
ბ)ახორციელებს„გიმნაზიის“ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეზო) წესრიგის დაცვას;
გ)უზრუნველყოფს საკლასო ოთახების, დარბაზისა და ,,გიმნაზიის“ სხვა დაცვას;
დ)უზრუნველყოფს „გიმნაზიის“ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეზო) სამართალდარღვევის აღკვეთას, ავლენს დამრღვევებს, აუცილებლობის შემთხვევაში, აკავებს მათ პოლიციისათვის გადასაცემად და ამის თაობაზე ადგენს დაკავების ოქმს;
ე)ასრულებს „გიმნაზიის“ დირექტორის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
2. უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია „გიმნაზიის“ დირექტორის მიერ, კანონის საფუძველზე, დაკისრებულ მოვალეობებს.
მუხლი 31. სამეურნეო ნაწილის გამგე
სამეურნეო ნაწილის გამგეს ევალება:
ა) სიფრთხილით მოეპყროს სკოლის შენობა – ნაგებობის, ინვენტარის და სხვა უძრავ – მოძრავი ქონების მოვლა – პატრონობას, უზრუნველყოს მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, შესაძლებლობიდან გამო