დამტკიცებულია
ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დირექტორის ბრძანება N 2-61 29.09. 2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა
თავი I. მოსწავლის და მოსწავლის მეურვის კანონიერი უფლებები
მუხლი1. ზოგადი დებულებები
1.1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია(შემდგომში-,,გიმნაზია“) არის ადგილი, სადაც რეალიზდება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - განათლების უფლება. მხოლოდ მოსწავლის სტატუსის მოპოვება არ არის საკმარისი ამ უფლების დასაცავად. გიმნაზია ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვაზე;
1.2. გიმნაზიაში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების: მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების(შემდგომ
„მეურვის“), გიმნაზიის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა. ამ მიზნით:
1.2.1. გიმნაზიას აქვს შინაგანაწესი;
1.2.2. გიმნაზიას ყავს დისციპლინური კომიტეტი;
1.2.3. გიმნაზიას ყავს უსაფრთხოების სამსახური/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
1.2.4. გიმნაზიას ჰყავს ექთანი;
1.2.5. თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი;
1.2.6. გიმნაზიას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა.
1.3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უფლება აქვს ქონდეს უსაფრთხო გარემო.
მუხლი 2. მოსწავლისა და მისი მეურვის კანონიერი უფლებები
2.1. მოსწავლეებისათვის მათი უფლებებისა და გიმნაზიის მიერ დადგენილი წესების გაცნობას თითოეული კლასის დამრიგებელი ახორციელებს მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის უფლებებისა და წესების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, მოსწავლეში შიშის გრძნობის გაღვიძება, დასჯის შიშის შექმნა და სხვა;
2.2. ინფორმაციას მოსწავლისა და მისი მეურვის უფლებების შესახებ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებლი აცნობს ყველა მოსწავლეს და მშობელს;
2.3. თითოეული მოსწავლის მეურვესთან გიმნაზია აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 3. გიმნაზიის შინაგანაწესი
3.1. თითოეული მოსწავლე და მისი მეურვე ვალდებულია იცნობდეს შინაგანაწესს;
3.2. მოსწავლეებსა და მათ მეურვეებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებელი გააცნობს შინაგანაწესს, ასევე შინაგანაწესში შეტანილ ცვლილებებს, ცვლილების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3.3. თოთოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს:
3.3.1. თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
3.3.2. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და
შეურაცხყოფისაგან.
3.3.3. არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ თუ ეს საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას ან მოსწავლის სიცოცხლეს;
3.3.4. ფლობდეს ინფორმაციას გიმნაზიის მიერ მოსწავლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება, მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა მონაცემები, ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები გაცემის საფუძვლისა და მიზნის მითითებით;
3.3.5. გიმნაზიის დირექტორთან წარადგინოს საჩივარი/მოთხოვნა გიმნაზიის პერსონალის, სხვა მოსწავლის ან სხვა მოსწავლის მეურვის მხრიდან თავისი უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
3.3.6. თოთოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს გიმნაზიის რექტორს წარუდგინოს საჩივარი/მოთხოვნა გიმნაზიის დირექტორის მხრიდან თავისი უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
3.3.7. დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით, რაც არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან;
3.3.8. იცნობდეს გიმნაზიის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას;
3.3.9. გიმნაზიის მიერ დადგენილი წესების დაცვით შეუზღუდავად ისარგებლოს გიმნაზიის წიგნადი ფონდით;
3.3.10. გიმნაზიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გიმნაზიის მიერ დადგენილი წესით ისარგებლოს გიმნაზიის სხვა სივრცეებით: სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.
3.3.11. თავისუფლად შეიკრიბონ გიმნაზიის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით გიმნაზიის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, ასევე ამ შეკრებაზე მიიწვიონ სხვა პირი;
3.4. მეურვეს უფლება აქვს:
3.4.1. მოითხოვოს გიმნაზიის შენობაში შესვლა გიმნაზიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს, ან განსხვავებულ პერიოდში გიმნაზიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
3.4.2. მოითხოვოს ინდივიდუალური შეხვედრა მასწავლებელთან, გიმნაზიის დირექციის წარმომადგენელთან, გიმნაზიის ექთანთან;
3.4.3. ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომების შესახებ.
მუხლი 4. სასკოლო სასწავლო გეგმა
4.1. ყველა მოსწავლესა და მის მეურვეს აქვს უფლება იცნობდეს სასკოლო სასწავლო გეგმას. სასკოლო სასწავლო გეგმა განთავსებულია გიმნაზიის ვებგვერდზე
(იხ.: ვებგვერდი www.teq-gimnazia.edu.ge
4.2. სასკოლო სასწავლო გეგმას ყოველწლიურად შეიმუშავებს გიმნაზია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. სასკოლო სასწავლო გეგმის ზოგიერთი საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს მოსწავლეებთან/მეურვეებთან;
4.3. სსსმ მოსწავლის ან სხვა მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა შეთანხმდეს მეურვესთან;
4.4. სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში მოსწავლესა და მის მეურვეს უფლება აქვს:
4.4.1. დააფიქსიროს პოზიცია, რომელი არჩევითი საგნის სწავლებას ისურვებდა X კლასიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეთა უმრავლესობას ექნება იგივე პოზიცია, მოითხოვოს არჩეული საგნის სწავლება;
4.4.2. მოითხოვოს სემესტრული გამოცდა სემესტრული ნიშნის ამაღლების მიზნით პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში - მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში - სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში;
4.4.3. საშემოდგომო გამოცდის დაძლევის მიზნით მოითხოვოს კონსულტაცია და შესაბამისი საგნის სახელმძღვანელოები;
4.4.4. მოითხოვოს მასწავლებლის კონსულტაცია კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;
4.4.5. კანონმდებლობით დადგენილი ფორმით შინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში მოითხოვოს შინ სწავლება მისთვის მისაღები ფორმით: პირისპირ ან დისტანციურად;
4.4.6. მიიღოს მონაწილეობა გიმნაზიის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ აქტივობებში;
4.5. სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში მოსწავლეს არ აქვს უფლება უარი თქვას რომელიმე სავალდებულო საგნის სწავლებაზე;
4.6. მოსწავლეს არ აქვს უფლება მოითხოვოს დაძლეული კლასის განმეორებით გავლა.
მუხლი 5. სხვა უფლებები
5.1. თოთოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს:
5.1.1. იცნობდეს წლიურ გეგმას;
5.1.2. მოსწავლის საჭიროების შემთხვევაში მიმართოს გიმნაზიის ექთანს;
5.1.3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, გიმნაზიისგან დამოუკიდებლად მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს;
5.1.4. გიმნაზიის მიერ საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5.2. მეურვეს არ აქვს უფლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე განათლებას ჩამოაშოროს არასრულწლოვანი.
5.2.1. მეურვეს არ აქვს უფლება უგულებელყოს მოსწავლის საბაზისო საჭიროებები.
მუხლი 6. გიმნაზიაში მოსწავლის ან მოსწავლის მეურვის მიერ გიმნაზიის მხრიდან მათი კანონიერი უფლებების დარღვევის გასაჩივრება
6.1. იმ შემთხვევაში თუ გიმნაზიის დირექტორის, ან გიმნაზიის დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის ან მოსწავლის მეურვის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი;
6.2. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გიმნაზიის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ;
6.3. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცეტრის უკანონო ქმედების ან უმოქმედობის შესახებ;
6.4. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გიმნაზიის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ;
6.5. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით.
თავი II. გიმნაზიის პერსონალის კანონიერი უფლებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. გიმნაზიაში დასაქმებული თითოეული პირის შრომითი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2. გიმნაზიის შინაგანაწესი
2.1. გიმნაზიაში დასაქმებული ყველა პირი ვალდებულია იცნობდეს შინაგანაწესს, ასევე შინაგანაწესში შეტანილ ცვლილებებს, ცვლილების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
2.2. თოთოეულ დასაქმებულს უფლება აქვს:
2.2.1. იცნობდეს გიმნაზიის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას;
2.2.2. გიმნაზიის დირექტორთან წარადგინოს საჩივარი/მოთხოვნა გიმნაზიის სხვა პერსონალის ან რომელიმე მოსწავლის ან რომელიმე მოსწავლის მეურვის მხრიდან თავისი უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
2.2.3. თითოეულ დასაქმებულს უფლება აქვს გიმნაზიის დირექტორს წარუდგინოს საჩივარი/მოთხოვნა გიმნაზიის დირექტორის მხრიდან
თავისი უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
2.2.4. დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით, რაც არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან;
2.2.5. თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი გიმნაზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
2.2.6. ფლობდეს ინფორმაციას მის შესახებ რომელი პერსონალური მონაცემი მუშავდება, მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა მონაცემები, ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები გაცემის საფუძვლისა და მიზნის მითითებით;
2.2.7. არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ თუ ეს საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას;
2.2.8. ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით;
2.2.9. შეუზღუდავად ისარგებლოს გიმნაზიის სივრცეებით: სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა და ა.შ.
2.2.10. თავისუფლად შეიკრიბონ გიმნაზიის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით გიმნაზიის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე;
2.2.11. ფლობდეს ინფორმაციას გიმნაზიის ბიუჯეტისა და წლიური სამოქმედო გეგმის შესახებ.
მუხლი 3. სასკოლო სასწავლო გეგმა
გიმნაზიის ყველა პერსონალს აქვს უფლება იცნობდეს სასკოლო სასწავლო გეგმას. სასკოლო სასწავლო გეგმა განთავსებულია გიმნაზიის ვებგვერდზე
3.1. ). (იხ.: ვებგვერდი www.teq-gimnazia.edu.ge
3.2. მასწავლებელს უფლება აქვს:
3.2.1. მოითხოვოს სრული საათობრივი დატვირთვა იმ საგანში/საგნობრივ ჯგუფში, რომელშიც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;
3.2.2. ობიექტური მიზეზების გამო უარი თქვას მოსწავლის შინ სწავლებაზე პირისპირ მეთოდით;
3.2.3. მიმართოს გიმნაზიის ადმინისტრაციას შესაბამისი სასწავლო რესურსების (თვალსაჩინოება,დამატებითი სახელმძღვანელო) შეძენის მოთხოვნით;
3.2.4. აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;
მუხლი 4. გიმნაზიაში პერსონალის მიერ გიმნაზიის მხრიდან მათი კანონიერი უფლებების დარღვევის გასაჩივრება
4.1. იმ შემთხვევაში თუ გიმნაზიის დირექტორის, ან დისციპლინური კომიტეტის მიერ გიმნაზიის მასწავლებლის ან გიმნაზიის ნებისმიერი სხვა პერსონალის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, თითოეულ პირს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, გიმნაზიის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ;
4.2. თითოეულ მასწავლებელს ან გიმნაზიის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მენიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცეტრის უკანონო ქმედების ან უმოქმედობის შესახებ;
4.3. თითოეულ მასწავლებელს ან გიმნაზიის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გიმნაზიის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ;
4.4. თითოეულ მასწავლებელს ან გიმნაზიის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.