დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-67 03.10.2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი
სარჩევი
ზოგადი ინფორმაცია 3
თავი 1. გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩარიცხვა 3
თავი 2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება 6
თავი 3. სტატუსის აღდგენა 7
თავი 4. სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მობილობა 7
თავი 5. კლასისა და საფეხურის დაძლევა 8
ზოგადი ინფორმაცია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის, კერძოდ, იმ ინფორმაცის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობას და ღიაობას, რომელიც განსაზღვრავს გიმნაზიაში მოსწავლის მიღებას, საფეხურის დაძლევას, სტატუსის შეჩერებასა თუ აღდგენას.
დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია განთავსებულია გიმნაზიის შიდა სივრცეში, თვალსაჩინო ადგილას, ასევე გიმნაზიის ვებგვერდსა და ინტერნეტ სივრცეში. სკოლა-გიმნაზია, გიმნაზიაში მოსწავლის მიღების, საფეხურის დაძლევის, სტატუსის შეჩერებისა თუ აღდგენის პროცესებთან დაკავშირებით, განსაზღვრავს პროცესზე პასუხისმგებელ პირს.
გიმნაზია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, დაინტერესებული პირებს კლასის დამრიგებელი აცნობს სათანადო წესით დამოწმებულ გიმნაზიის შინაგანაწესსა და სასკოლო სასწავლო გეგმას: მზაობას მოსწავლეთა მიღებისა და შემდგომი პროცესების თაობაზე (მაგ: გიმნაზიის შინაგანაწესი, მოსწავლეთა უნიფორმა, ქცევის წესები, ტესტირებები, მოსწავლეთა კლასებში განაწილება და სხვ).
თავი 1. გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩარიცხვა
მუხლი 1. გიმნაზიაში ჩარიცხვისა და შემდგომ გასავლელი ეტაპების თაობაზე, გიმნაზია იცავს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით და დაინტერესებულ პირს განუმარტავს, რომ:
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში რეგისტრირდება პირი რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში უსრულდება 6 წელი. სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გამონაკლისი არ დაიშვება.
გიმნაზიის კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება გიმნაზიის დებულების შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში.
მუხლი 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, გიმნაზია თავის მხრივ განსაზღვრავს გიმნაზიის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას. გიმნაზიაში რეგისტრაცია ხორციელდება გიმნაზიასთან უშუალო კომუნიკაციით და შესაბამის პორტალზე რეგისტრაციით.
მუხლი 3. გიმნაზია პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციისა და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადების თაობაზე ბრძანებას განათავსებს გიმნაზიის საინფორმაციო დაფაზე, გიმნაზიის ოფიციალურ ვებგვერდსა და გიმნაზიის სოციალურ გვერდზე.
მუხლი 4. გიმნაზიის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
5.1. გიმნაზია დირექტორის აქტით განსაზღვრავს მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და მათი წარდგენის ვადას;
5.2. წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე);
5.3. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
5.4. გიმნაზია შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool.emis.ge).
მუხლი 6. დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვა
გიმნაზია უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 7. II-IX კლასებში ჩასარიცხად მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს გიმნაზიას და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
7.1. სრულწლოვანი მოსწავლის/არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მუხლი 8. საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვა
8.1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საშუალო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ პირებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს განუმარტავს, რომ:
8.1.1. საშუალო საფეხურზე (X-XII კლასები) ჩარიცხვისთვის აუცილებელია მოსწავლეს ჰქონდეს საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჩარიცხვა, მიუხედავად ასაკისა, მოხდება მაქსიმუმ IX კლასში;
8.1.2. თუ მოსწავლეს არ აქვს დაძლეული საბაზო საფეხური, მოსწავლე შესაძლებელია ჩაირიცხოს მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე;
8.1.3. გიმნაზია უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება და მოსწავლის ჩარიცხვა
9.1. გიმნაზია უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების მქონე პირის გიმნაზიაში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მას შემდეგ რაც მიიღებს განცხადებას და დოკუმენტაციას, განუმარტავს, რომ მათ უნდა მიმართონ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (https://eqe.ge/ka/faq/18/show), რომელიც შეისწავლის მოსწავლის საგანმანათლებლო ისტორიას და დაადგენს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემასთან შესაბამისობას;
9.2. პროცესის დასრულებამდე, დაინტერესებული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წერს განცხადებას, რომ მოსწავლე დაესწროს საგაკვეთილო პროცესს, ხოლო აღიარების შემდეგ იწერება განცხადება ჩარიცხვის თაობაზე;
9.3. აღიარების საფუძველზე განისაზღვრება, თუ რომელ კლასში ჩაირიცხება მოსწავლე და რა პირობებით.
მუხლი 10. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის ფორმალურ განათლებაში ჩართვა
განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდის ან სწავლის მიტოვების მაღალი რისკის მქონე მოსწავლეების ზოგად განათლებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, სკოლა- გიმნაზიაში, მშობლის/მეურვის მომართვის შემთხვევაში დგინდება ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი ირიცხება ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში.
(არსებობის შმთხვევაში)
თავი 2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება
მუხლი 11. გიმნაზია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩერებს მოსწავლის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ:
11.1.მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლა- გიმნაზიაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;
11.2. მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს გიმნაზიას;
11.3. არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე გიმნაზიას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე, გიმნაზია იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგენს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზებს. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში;
11.4. მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, გიმნაზია განახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელი ამზადებს წერილობით ანგარიშს მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც გიმნაზია მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართავს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11.5. მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ გიმნაზიას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.
მუხლი 12. მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა ფინანსური დავალიანების გამო
12.1. გიმნაზიის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ
12.1.1 გიმნაზია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინებს მიმდინარე სასწავლო სემესტრს;
12.1.2 გიმნაზია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვეტს მოსწავლის სტატუსს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად;
12.1.3 გიმნაზია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით აფრთხილებს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს;
12.1.4 გიმნაზია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, აღნიშნულს, წერილობით აცნობებს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;
12.1.5 მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში გიმნაზია, მოსწავლის პირად საქმეს და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენ დოკუმენტაციას გადასცემს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს;
12.1.6 გიმნაზია, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირად საქმეს და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენ დოკუმენტაციას გადასცემს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნებს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასურს (არსებობის შემთხვევაში).
თავი 3. სტატუსის აღდგენა
მუხლი 13. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება, გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, მას შემდეგ რაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს გიმნაზიას (ან უფლებამონაცვლე, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სასურველი სკოლა), რომელმაც კანონმდებლობის შესაბამისად, მოსწავლეს შეუჩერა სტატუსი და ორი სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
თავი 4. გიმნაზიაში მოსწავლეთა მობილობა
მუხლი 14. გიმნაზია მოსწავლის მობილობით დაინტერესებულ პირს განუმარტავს, მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმ შემთხვევაში თუ გიმნაზიაში არ არის თავისუფალი ადგილები გიმნაზია მაინც იტოვებს განცხადებას და პასუხს, დაინტერესებულ პირს, უგზავნის წერილობით.
მობილობა დაუშვებელია:
14.1. კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე;
14.2. სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
14.3. მე-12 კლასელებისათვის მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.
14.4. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, გიმნაზიის ან/და მოქალაქის მიმართვიანობის შემთხვევაში, მობილობისთვის შეზღუდულ პერიოდში, თანხმობას/უარს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
მუხლი 15. მობილობისთვის, გიმნაზია მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დეტალურად აცნობს საჭირო პროცედურებს, რომლის განხორციელების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.
15.1. იმ შემთხვევაში თუ, გიმნაზიისთვის ცნობილი გახდება, რომ მოსწავლის მობილობასთან დაკავშირებით, მშობლებსა ან/და კანონიერ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა და აქედან რომელიმე მხარე წინააღმდეგია აღნიშნულის, ამ შემთხვევაში გიმნაზია არ ადასტურებს მობილობის ელექტრონულ მოთხოვნას, იმ დრომდე სანამ მშობლებს შორის არ დასრულდება სასამართლო დავა და/ან იმ დრომდე სანამ არ მიიღებს ორივე მშობლის წერილობით თანხმობას, აღნიშნულის შესახებ პასუხს აცნობებს ორივე დაინტერესებულ მხარეს და საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით, ინფორმაციას აწვდის სოციალურ მუშაკს. ასევე, გიმნაზია უფლებამოსილია და ამის შესახებ აცნობს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და მოსწავლეს, რომ მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გიმნაზიამ, შესაძლოა, გასაუბრების საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
თავი 5. კლასისა და საფეხურის დაძლევა
მუხლი 16. გიმნაზია წინასწარ აცნობს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საჭირო და გასათვალისწინებელ ინფორმაციას კლასისა და საფეხურის დაძლევის შესახებ, კერძოდ:
16.1. გიმნაზია წინასწარ აცნობს, მოსწავლეებს ინფორმაციას, რომ სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. (გამოცდა, ორი წლის მანძილზე არ ტარდება ერთისა და იმავე საგანში);
16.2. კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე;
16.3. ექსტერნის წესით კლასის დაძლევის შემთხვევაში (თუნდაც ერთ საგანში) მოსწავლე კარგავს მედალს (“FLEX” -ის პროგრამის მონაწილის გარდა);
16.4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5.0-ზე ნაკლები, გიმნაზია ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
16.5. მოსწავლისთვის საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას;
16.6. ასევე, საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც მოსწავლეს აძლევს საშუალებას საშუალო განათლების ატესტატის აღების უფლებას;
16.7. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევას;
16.8. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია არსებობის შემთხვევაში
16.8.1. სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
16.8.2. სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.
16.9. სსსმ მოსწავლის მიმართ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად;
16.10. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, გიმნაზია უზრუნველყოფს საგამოცდო მასალის ადაპტირებას – იქმნება ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.