დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება N2-75 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 3
მუხლი 2. გიმნაზიის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა 3
მუხლი 3. ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები 4
მუხლი 4. პროცედურები 5
მუხლი 5. შესაფასებელი სფეროები 5
მუხლი 6. მონაცემების შეგროვების წყაროები 6
მუხლი 7. შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა 6
მუხლი 8. თვითშეფასება 6
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების შეფასების და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს;
2. დოკუმენტის მიზანია, უზრუნველყოს სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდეგში - გიმნაზია) სწავლა/სწავლების ხარისხი.
3.
მუხლი 2. გიმნაზიის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა
1. გიმნაზიაში მომქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს უწყვეტ ციკლს, რომელიც გულისხმობს: დაგეგმვას, განხორციელებას, შეფასებას, რეკომენდაციების შემუშავებას, ინტერვენციას, ინტერვენციის შედეგებზე დაკვირვებას, შემდგომი საჭიროებების დადგენას და ასე შემდეგ, უწყვეტ, გაუმჯობესებისკენ მიმართულ პროცესს;
2. გიმნაზიის შიდა კონტროლს განახორციელებს ხარისხის მართვის მენეჯერი და მასთან მომუშავე ხარისხის ჯგუფი
3. ხარისხის მართვა
ა)ხარისხის მართვა წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ზრუნავს გიმნაზიის თითოეული რგოლის მუშაობის მაღალი შედეგების მიღწევაზე;
ბ)ხარისხის მართვის მიზანია გიმნაზიის საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფა და განვითარება;
გ)ხარისხის მართვის ამოცანაა გიმნაზიის ფუნქციონირების კონტროლი და გეგმით დასახული მიზნების მისაღწევად ოპტიმალური გზების ძიება;
დ)ხარისხის მართვის ფუნქციაა გიმნაზიის თითოეული რგოლის ფუნქციონირებაზე სისტემატურად ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, დიაგნოსტიკა და გაუმჯობესების გზების ძიება;
ე) ხარისხის მართვასთან თანამშრომლობს მშობელთა სათათბირო;
ვ) ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელსაც ნიშნავს გიმნაზიის დირექტორი;
ზ) ხარისხის მართვის მუშაობას უზრუნველყოფს ხარისხის ჯგუფი და დამხმარე-პედაგოგიური საბჭო და მრჩეველთა საბჭო.
მუხლი 3. ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები
1. გიმნაზიის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე კონტროლს ახორციელებს ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, საქართველოს კანონმდებლობის, გიმნაზიის დებულების, შინაგანწესის, ამ წესის და სხვა შიდასასკოლო დოკუმენტაციის გათვალისწინებით;
2. გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია გიმნაზიის დირექტორის წინაშე, ახორციელებს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებებს;
3. სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებას ხელმძღვანელობს გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი, გიმნაზიაში სასწავლო პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესს გეგმავს და ზედამხედველობას უწევს შიდა ხარისხის ჯგუფის მეშვეობით;
4. ხარისხის ჯგუფი უფლებამოსილია:
ა)სისტემატურად აწარმოოს გიმნაზიაში სასწავლო პროცესზე და ყველა რგოლის მუშაობაზე დაკვირვება;
ბ)ჩაატაროს გამოკითხვები ცალკეული რგოლის მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად;
გ) შეისწავლოს მოსწავლეთა და მათი მშობლების, თანამშრომლების პრობლემები და რეკომენდაციები;
დ) დირექტორის დავალებით აწარმოოს ცალკეული პრობლემური საკითხის დისციპლინური გადაცდომის მოკვლევა;
ე) შეამოწმოს სწავლა/სწავლების ხარისხი;
ვ) შეამოწმოს გიმნაზიის თითოეული რგოლის საქმიანობის ხარისხი;
ზ) შეისწავლოს გიმნაზიის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ერთწლიანი სამუშაო გეგმის შესრულების ხარისხი;
თ) სისტემატურად წარუდგინოს სტატისტიკური მონაცემები ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს და დირექტორს.
5. ხარისხისის ჯგუფი ვალდებულია:
ა)უზრუნველყოს პედაგოგები ოპერატიული ინფორმაციით, საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების შესახებ;
ბ) იზრუნოს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის, დისციპლინის გაუმჯობესებაზე;
გ)იზრუნოს ეროვნული სასწავლო გეგმითა და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგების, მასტერკლასების, სემინარების ჩატარების გზით;
დ)სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად დირექციას შესთავაზოს მაღალ შედეგებზე გასვლის ეფექტური გზები.
6. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:
7. ა) ხარისხის მართვის მენეჯერი
ბ) მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგები
გ)პედაგოგიური დაბჭოს თავმჯდომარე
8. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს სკოლა-გიმნაზიის დირექტორი.
მუხლი 4. პროცედურები
1. გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი ყოველი სემესტრის დაწყებამდე კლვევის შედეგად ადგენს საჭიროებებს და შეიმუშავებს მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი აქტივობების გეგმას, რომელსაც წარუდგენს დირექტორს;
2. დირექტორის მიერ, წარდგენილი გეგმის მოწონების შემთხვევაში, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას;
3. ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს გიმნაზიის დირექტორს, ასევე, აცნობს მას სასკოლო საზოგადოებას.
4.
მუხლი 5. შესაფასებელი სფეროები
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შეფასებას ექვემდებარება შემდეგი სფეროები: ა) სადამრიგებლო პროგრამის ეფექტური მუშაობა;
ბ) კათედრების მუშაობა;
გ) მასწავლებლების პორტფოლიოს წარმოება; დ) ელექტრონული ჟურნალების წარმოება;
ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მომსახურების ხარისხი;(არსებობის შემთხვევაში)
ვ) შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებების თემატიკის, ფორმისა და გრაფიკის შესაბამისობა სასკოლო სასწავლო გეგმასთან;
თ) მოსწავლეთა დაგვიანება და გაცდენები;
ი)დიაგნოსტიკური ტესტირებების დინამიკაში შეფასება და მისგან გამომდინარე, შედეგების ანალიზი;
კ) პედაგოგების შეფასება; ლ) მშობელთა ჩართულობა;
მ) სხვა მნიშვნელოვანი სფეროები, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება სწავლების ხარისხს.
მუხლი 6. მონაცემების შეგროვების წყაროები
სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების შეფასება ხორციელდება შემდეგი წყაროებიდან მოპოვებული ანალიზის საფუძველზე:
ა) გიმნაზიის დოკუმენტაცია;
ბ) გეგმიური ანკეტირება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან; გ) ინტერვიუ სამიზნე ჯგუფებთან;
დ) საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება;
ე) სხვა სახის წყაროები, საკვლევი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 7. შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა
1. ხარისხის მართვის მენეჯერის სამუშაო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები ჯამდება.მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მუშავდება რეკომენდაციები, რომელიც წარედგინება გიმნაზიის დირექტორს;
2. შემაჯამებელი ანგარიში ასევე წარედგინება სასკოლო საზოგადოებას;
3. მომდევნო სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება განხორციელდება მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
მუხლი 8. თვითშეფასება
1. გიმნაზიის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განსაზღვრის მიზნით გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი ყოველწლიურად ატარებს SWOT ანალიზს და მონიტორინგის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს თვითშეფასებას.