დამტკიცებულია
ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დირექტორის ბრძანება N2-74 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1.1 წინამდებარე წესი განსაზღვრავს
1.2 გიმნაზიის (შემდგომში გიმნაზია) სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვის წესს.
1.3 წინამდებარე წესის მიხედვით განსაზღვრული წესები ვრცელდება გიმნაზიაში არსებულ როგორც საერთო სარგებლობის სივრცეებზე, ასევე სასწავლო და სამუშაო სივრცეებზე.
მუხლი 2. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცედურები
2.1. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საერთო სარგებლობის სივრცეებში
2.1.1. გიმნაზიის ფოიე და დერეფნები ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. იატაკი უნდა გაირეცხოს, გაიწმინდოს მტვრიანი ზედაპირები (კიბის მოაჯირები, მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები);
2.1.2. ფანჯრები გაიწმინდოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ორჯერ;
2.1.3. საკლასო ოთახები უნდა განიავდეს შესვენებებზე. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იატაკი გაიწმინდოს სველი წესით და მაგიდის ზედაპირები გასუფთავდეს მტვრისგან.
2.2. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საპირფარეშოებსა და სველ წერტილებში
2.2.1. გიმნაზიის შიდა სანიტარული კვანძები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ყველა სართულზე უნდა იყოს მოწყობილი ტუალეტები გოგონებისა და ვაჟებისთვის;
• შენობაში პედაგოგებისა და სხვა პერსონალისთვის უნდა
• არსებობდესცალკე სანიტარული კვანძი დამოუკიდებელი შესასვლელით;
• სანიტარულ კვანძებს უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი განათება და ვენტილაცია;
• ტუალეტებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პრივატულობა და დაცულობა.
2.2.2. საპირფარეშოში იატაკი, ნიჟარები და უნიტაზები უნდა გაირეცხოს ჯაგრისით სარეცხი-სადენზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად, ხოლო ეპიდსაშიში სიტუაციის დროს 30 წთ-ის განმავლობაში დამუშავდეს 1%-ანი ქლორის ხსნარით;
2.2.3. ხელსაბანი ნიჟარა უზრუნველყოფილი უნდა იყოს: თბილი 37-38°C წყლის უწყვეტი ნაკადით;
ფიქსირებულ დისპენსერში არსებული თხევადი საპნით; ერთჯერადი ხელსახოცით; ხელსაბანი ნიჟარის ან საპირფარეშოს კართან მოთავსებული ნარჩენების კონტეინერით;
2.2.4. საპირფარეშოს კარების სახელურები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით;
2.2.5. სანიტარული კვანძის დასუფთავებისთვის გამოიყენება მარკირებული ინვენტარი, რომელიც უნდა ინახებოდეს განცალკევებით და დამუშავდეს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს.
2.3. დასუფთავებისთვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსოში, პირვანდელი შეფუთვით და არ იყოს ხელმისაწვდომი გარეშე პირთათვის;
2.4. თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება.
მუხლი 3. ყოველთვიური და გენერალური დასუფთავებისას სტანდარტული მოთხოვნები
3.1.ა) კედლის და ჭერის გამანათებელი საშუალებების შუშების წმენდა შიგნიდან და გარედან, ნებისმიერ სიმაღლეზე;
ბ) ფანჯრებისა და პირველი სართულის შუშის კედლების სრული წმენდა შიგნიდან და გარედან, მიუხედავად სიმაღლისა;
გ) კომპიუტერების, ტექნიკის, ელექტროაპარატურის, ავეჯის, სკამების რბილი საფარის წმენდა;
დ) ფანჯრების წმენდა შიგნიდან და გარედან;
ე) იატაკებზე მოვლის საშუალებების დატანა;
ვ) კარის ბლოკისა და კიბეების, სპორტული მოედნის დაგვა- დასუფთავება, ურნების დაცლა, მათი რეცხვა-დეზინფექცია და ნაგვის გატანა;
ზ) შენობის გარეთა ფასადსა და მიმდებარე ტერიტორიაზე:
ა) ჩამდინარე წყლებისა და საკანალიზაციო კოლექტორის ცხაურების, სახურავიდან ჩამდინარე წვიმის წყლის ღარების წმენდა.
ბ) შუშის ზედაპირების, აბრებისა და ფირნიშების, ტროტუარების და გარდამონტაჟებული მოსაცდელი სკამების, ფასადის, საჩრდილობელი ჟალუზებისა და მარკიზების, დეკორატიული ელემენტების წმენდა, მიუხედავად სიმაღლისა;
მუხლი 4. მოთხოვნები წყლით უზრუნველყოფისადმი
4.1. გიმნაზიას უნდა გააჩნდეს სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საკმარისი რაოდენობით წყლის მიწოდებას სასმელი და სამეურნეო მიზნებისთვის(ხელის დაბანა, ტუალეტების ჩარეცხვა, ოთახების დასუფთავება);
4.2. სასმელი დანიშნულების წყალი უნდა იყოს შეფასებული შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ სასმელად ვარგისიანობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.3. წყლის რეზერვუარი საკმარისი მოცულობის თავდახურულ ავზს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც პერიოდულად გაიწმინდება და ჩაუტარდება დეზინფექცია(დეზინფექციის შემდგომ ავზს აუცილებლად უნდა გამოევლოს სუფთა წყალი);
მუხლი 5. ნარჩენების გატანის პროცედურები
5.1. გიმნაზიის გარე ტერიტორია (ეზო)უნდა დასუფთავდეს ყოველდღიურად ;
5.2. ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს მყარი ნარჩენების შეგროვება ოთახებში, ადმინისტრაციულ და სხვა სათავსოებში და მოხდეს უსაფრთხო გატანა შენობიდან;
5.3. მოგროვებული ნარჩენი უნდა ჩაიყაროს ეზოში არსებულ თავსახურიან ნაგავშემკრებ კონტეინერებში;
5.4. ნაგავის კონტეინერი შენობიდან მოშორებით უნდა იყოს განთავსებული;
5.5. ნაგავის კონტეინერები უნდა დაიცლოს ყოველდღიურად.
მუხლი 6. დასკვნითი დებულება
6.1. გიმნაზიის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესს ამტკიცებს დირექტორი ნორმატიული აქტით;
6.2. წინამდებარე წესში ცვლილებების და დამატებების განხორციელება შესაძლებელია დირექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით;