დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება №2-32; 01.09.2023.
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
სამსახურებრივი ინსტრუქციები
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
გიმნაზიის სამსახურებრივი ინსტრუქციები
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის სამსახურებრივი ინსტრუქცია განსაზღვრავს დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას და შიდაგანაწესს, სკოლის მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის და თანამშრომლის სამსახურებრივი ინსტრუქციას და შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1 სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში- გიმნაზია)თანამდებობრივი ინსტრუქციები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“,
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, გიმნაზიის დებულების შესაბამისად;
1.2 თანამდებობრივი ინსტრუქციები განსაზღვრავს გიმნაზიაში დასაქმებული პირების თანამდებობებისა და სტრუქტურული ერთეულების დასახელებას/პოზიციებს, მათ მიერ შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობებს, ანგარიშვალდებულებას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
1.3 თანამდებობრივი ინსტრუქციები ვრცელდება გიმნაზიაში დასაქმებულ თანამშრომელზე და სავალდებულოა შესასრულებლად;
1.4 თანამდებობრივი ინსტრუქციები წარმოადგენს გიმნაზიასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2. გიმნაზიის სტრუქტურა
2.1 სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვნულად და მესამე პირებთან ურთიერთობაში ახორციელებს დამფუძნებლის მიერ დანიშნული დირექტორი;
2.2 გიმნაზიის აღმასრულებელი ორგანოა დირექტორი და დირექცია;
2.3 გიმნაზიის სტრუქტურა შედგება გიმნაზიის სტრუქტურული ერთეულების, კოლეგიალური ორგანოებისა და თანამდებობრივი პოზიციებისგან;
2.4 გიმნაზიის სტრუქტურა სქემის სახით წარმოდგენილია დანართი 1-ში;
2.5 გიმნაზიის თითოეული თანამშრომელი ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ასევე, ანგარიშვალდებულია უშუალოდ იმ პირის წინაშე, რომელსაც სტრუქტურული სქემით ექვემდებარება.
მუხლი 3. სტრუქტურული ერთეულები
3.1 გიმნაზიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) დირექცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო;
გ) საგნობრივი კათედრები
დ) დისციპლინური კომიტეტი;
ე)მრჩეველთა საბჭო;
ვ) მშობელთა სათათბირო;
3.2 გიმნაზიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) ბიბლიოთეკა;
ბ) სამედიცინო კაბინეტი; გ) კანცელარია;
დ) უსაფრთხოების დაცვის სამსახური;
მუხლი 4. კოლეგიური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის რეგულირება
4.1 პედაგოგიური საბჭოს კომპეტენციები განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და გიმნაზიის შინაგანაწესის შესაბამისად;
4.2 საგნობრივი კათედრების კომპეტენციები განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და კათედრის დებულების შესაბამისად;
4.3 დისციპლინური კომიტეტის კომპეტენციები განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება
,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანებით დამტკიცებული
,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და გიმნაზიის შინაგანაწესის შესაბამისად;
4.4 მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციები განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების’’, სკოლა-გიმნაზიის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და გიმნაზიის შინაგანაწესის შესაბამისად;
4.5 მშობელთა სათათბიროს კომპეტენციები განისაზღვრება გიმნაზიის დებულებითა და მშობელთა სათათბიროს დებულებით;
4.6 გიმნაზიის დირექციის წევრების და პედაგოგიურ საბჭოში შემავალი მასწავლებლების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება მათთან გაფორმებული შრომითი
ხელშეკრულებებითა და წინამდებარე ინსტრუქციებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. გიმნაზიაში არსებული თანამდებობრივი პოზიციები
5.1. გიმნაზიაში არსებული თანამდებობრივი პოზიციები განსაზღვრულია დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად;
5.2. გიმნაზიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია:
ა) თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს იხელმძღვანელოს შრომითი ხელშეკრულებით, გიმნაზიის შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით, შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტაციით მასზე დაკისრებული ფუნქციები და იყოს პასუხისმგებელი განსაზღვრული ფუნქციების დადგენილი წესით შესრულებაზე;
ბ) იზრუნოს გიმნაზიის განვითარებაზე;
გ) გაუფრთხილდეს გიმნაზიის ქონებას და დაიცვას უსაფრთხოების წესები;
დ) აანაზღაუროს მის მიერ გიმნაზიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი;
ე) საქმიანობა წარმართოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად;
ვ) დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას;
ზ) დაესწროს გიმნაზიის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს, გარდა საპატიო შემთხვევის არსებობისა;
თ)გიმნაზიაში დასაქმებულ თითოეულ პირთან ინდივიდუალურად ფორმდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება.
დირექცია
გიმნაზიის მართვას ახორციელებს დირექცია.
გიმნაზიის დირექციაში თანამდებობრივად შედიან:
ა) დირექტორი;
ბ) ხარისხის მართვის მენეჯერი;
გ) ბუღალტერი;
დ) სასწავლო პროცესის კოორდინატორი;
ე) სამეურნეო ნაწილის გამგე
დირექტორი:
1. ,, გიმნაზიის“ დირექტორი ინიშნება სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დამფუძნებელთა/პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე. ,,გიმნაზიის“ დირექტორის პოზიციაზე უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება ექნება. იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი. მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში იცავდეს ეთიკის მოთხოვნებს.
2. ,,გიმნაზიის“ დირექტორი წარმოადგენს, „გიმნაზიას“ მესამე პირებთან ურთიერთობაში;
3. ,,გიმნაზიის“ დირექტორი:
ა)ზედამხედველობას უწევს „გიმნაზიის“ დირექციას და განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) ზედამხედველობს და მართავს „გიმნაზიის“ სასწავლო- აღმზრდელობით პროცესს;
გ) ამტკიცებს „გიმნაზიის“ შინაგანაწესს ანაწილებს მოვალეობებს ,,გიმნაზიის“ დირექციის წევრებს შორის;
დ) კანონმდებლობითა და „გიმნაზიის“ დებულებით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ,,გიმნაზიის“ სახელით;
ე) ამტკიცებს „გიმნაზიის“ საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე წყვეტს „გიმნაზიის“ ადმინისტრაციის, პედაგოგების და ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების საკითხს, ასევე, მოსწავლეების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან/და მათი მოხსნის საკითხებს
ვ)უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, ,,გიმნაზიის“ სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები და სხვა ფინანსური დახმარება;
ზ),, გიმნაზიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოიძიოს გიმნაზიის სპონსორები;
თ)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
4. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს (ბრძანება);
5.დირექტორი პასუხისმგებელია „გიმნაზიის“ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, სასწავლო- აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე, „გიმნაზიის“ მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
6. დირექტორის არყოფნის ან თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს მისივე მითითებით, ან ამგვარი მითითების გარეშე, ასრულებს დირექტორის განკარგულებით დანიშნული პირი.
I. მასწავლებლის თანამდებობრივი ინსტრუქცია
I.ზოგადი დებულებანი
1.1 მასწავლებელი შედის სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში და ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, “ზოგადი განათლების შესახებ" კანონის თანახმად.
1.2 მასწავლებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1.3 მასწავლებელს, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი ან საგნობრივი ჯგუფი ნიშნავს/ ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
1.4 მასწავლებელი ანგარიშვალდებულია დირექციის წინაშე.
1.5 მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრებას სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ტარიფიკაციის შესაბამისად.
II. მასწავლებელი ვალდებულია:
2.1 სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და დარჩეს შინაგანაწესით განსაზღვრული სამუშაო დროის შესაბამისად, ყოველდღიური საათობრივი ნორმატივის გათვალისწინებით;
2.2 დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;
2.3 სკოლის დირექციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ დაუშვას სამსახურში დაგვიანებისა და გამოუცხადებლობის შემთხვევები;
2.4 სამუშაო საათების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სკოლის ადმინისტრციას, დირექციის მითითებისამებრ შეცვალოს სკოლაში არმყოფი თავისი კოლეგა;
2.5 წლის დასაწყისში შეადგინოს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა და უზრუნველყოს მისი დაცვა, სამუშაო გეგმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აცნობოს კათედრის გამგეს და დირექტორს.
2.6 დაიცვას გაკვეთილების ცხრილისა და მუშაობის გრაფიკი, გაკვეთილებს შორის დაწესებული შესვენების ხანგრძლივობა, მიიღოს აქტიური მონაწილეობა კათედრის მუშაობასა და სასკოლო ღონისძიებებში, დაიცვას შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების გრაფიკი და უზრუნველყოს შემაჯამებელი სამუშაოების მრავალფეროვნება; კეთილსინდისიერად აწარმოოს თავისი სამუშო გვერდი როგოც მატერიალურ სახის ისე ინლაინ ჟურნალი.
2.7 ყოველდღიურად აწარმოოს გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.
2.8 ყოველი გაკვეთილისთვის მოვიდეს მომზადებული, სისტემურად იმაღლებდეს პროფესიონალურ დონეს და ახდენდეს ამის დემონსტრირებას. სწავლის პროცესში ნერგავდეს სწავლებისა და სწავლის ახალ ტექნოლოგიებს (მათ შორის დიფერენცირებულს). ეფექტურად იყენებდეს ტექნიკურ საშუალებებს, თვალსჩინოებებს, რითაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის ეფექტურამაღლებას;
2.9 იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი. მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში იცავდეს ეთიკის მოთხოვნებს.
2.10 იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე; დამსაქმებლის მითითებით მონაწილეობა მიიღოს, დაესწროს დასაქმებულის კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ამაღლებისათვის გასამართ ყველა სახის ტრეინინგს, სემინარს და სხვა სახის შეკრებას, რომელიც ორგანიზებული იქნება განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს/ მისი ქვემდევბარე სტრუქტურული ერთეულების მიერ ან/და რომელსაც მოაწყობს დამსაქმებელი ან/და რომლის მოსაწყობად დამსამებელი დაიქირავებს შესაბამის სუბიექტს.
II. კლასის დამრიგებელის სამსახურეობრივი ინსტრუქცია
3.1 დამრიგებელს აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რომ შეძლოს მოსწავლის ოჯახთან დროულად დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში;
3.2 ატყობინებს მშობელს მოსწავლის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას დისციპლინურ ღონისძიებებში;
3.3 მოსწავლეს ეხმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
3.4 არის შუამავალი მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
3.5 წელიწადში ორჯერ ანგარიშის აბარებს დირექციას მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ;
3.6 რეაგირების გარეშე არ ტოვებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის არც ერთ შემთხვევას და თავად მოქმედებს შინაგანაწესის შესაბამისად;
3.7 სკოლაში ცხადდება გაკვეთილების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთით ადრე, აკონტროლებს კლასის დღის რეჟიმს და მოსწავლეთა დისციპლინას საგაკვეთილო და გაკვეთილების მომზადების პროცესში;
3.8 ამოწმებს საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრებას, აღრიცხავს და გაცდენის შემთხვევაში ინფორმირებას უკეთებს დირექციასა და მშობელს.
3.9 საგნის მასწავლებლებიდან პერიოდულად აგროვებს ინფორმაციას თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ;
3.10 თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციაზე;
3.11 ინდივიდუალური შეხვედრების დროს აცნობს მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
3.12 ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების გაცდენები და საგნის მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით გამოყვანილი განმსაზღვრელი სემესტრული და წლიური შეფასება ზუსტად შეაქვს საკლასო ჟურნალში;
3.13 სასწავლო წლის ბოლოს ახდენს მოსწავლის წერილობით დახასიათებას, რომელშიც აღწერს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, პიროვნულ პრობლემებსა და ზოგად წარმატებებს. მის შესაძლო მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა რაიმე ღონისძიებებში და საჭიროების შემთხვევაში, აცნობებს მშობელს;
3.14 ზედმიწევნით ასრულებს სასკოლო სასწავლო გეგმაში მოცემული სადამრიგებლო პროგრამით დაკისრებულ ყველა ვალდებულებსა;
3.15 იცავს კონფიდენციალურობას მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.
IV. ხარისხის მართვის სამსახურებრივი ინსტრუქცია
I. ზოგადი დებულებანი
1.1 ხარისხის მართვის მენეჯერი შედის სკოლის ადმინისტრაციის შემადგენლობაში.
1.2 იგი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების, ამ ინსტრუქციით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1.3 ხარისხის მართვის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
1.4 ხარისხის მართვის მენეჯერი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
1.5. მისი სახელფასო სარგო განისაზღვრება საშტატო განრიგით.
II. უფლებები და მოვალეობები
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხარისხის მართვის მენეჯერი:
2.1 წარმართავს სამსახურის საქმიანობას სკოლის შინაგანაწესისა და დებულების შესაბამისად;
2.2 ხელმძღვანელობს სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებას და მათ შესრულებას;
2.3 ხარისხის მენეჯერი არის თანამდებობის პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს და აკონტროლებს გიმნაზიის თითოეული რგოლის გამართულ მუშაობას;
2.4 წარმართავს სკოლაში სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებულ საქმიანობას (დაინტერესებულ პირთა პერიოდული გამოკითხვის ჩატარება, ფოკუს-ჯგუფების ორგანიზება და შედეგების ანალიზი);
2.5 ორგანიზებას უწევს ავტორიზაციის თვითშეფასების პროცესებს;
2.6 პერიოდულად აფასებს საგანმანათლებლო სერვისის მოსწავლეზე მიწოდების ხარისხს და ამ მიმართულებით ახორციელებს რეკომენდაციების შემუშავებას.
2.7 უზრუნველყოფს აკადემიური და ტექნიკური პერსონალის შემდგომი სწავლებისა და განვითარების მიზნით შეხვედრების ჩატარების ორგანიზებას;
2.8 უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
2.9 ატარებს გამოკითხვებს ცალკეული რგოლის მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად;
2.10 უზრუნველყოფს აკადემიური რესურსის მოზიდვას;
2.11 ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს.
2.12 თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის დაწყებისთვის.
2.13 თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს, სასწავლო პროცესის შესწავლის, ანალიზისა და შემდეგი გაუმჯობესებისათვის.
2.14. ამზადებს და შეაქვს დირექციასთან წინადადებები მასწავლებლის, მოსწავლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ხარისხის მართვის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი პედაგოგიური განათლება, მაგისტრის ხარისხი;
ბ) მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;
დ) ხარისხის მართვის მენეჯერი შესაძლებელია შეირჩეს კონკურსის გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაზუსტდება გიმნაზიის მიერ საკონკურსო განაცხადის www.teacherjobs.ge-ზე გამოქვეყნებისას.
III. ხარისხის მართვის მენეჯერი ვალდებულია:
3.1 ჰქონდეს დადგენილი და იცოდეს სკოლის მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებები.
3.2 ყურადღება მიაქციოს მასწავლებელთა მიერ პროფესიული წინსვლისთვის საჭირო საგანმანათლებლო შეხვედრების გავლა-სწრებადობას.
3.3 ორგანიზირება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებების, დიაგნოსტიკური წერებისა და გამოცდების მიმდინარეობას
3.4 მიიღოს, დაამუშაოს და დირექტორს წარუდგინოს განათლების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, რესურსცენტრის), გაუწიოს ზედამხედველობა სკოლის საინფორმაციო (საინფორმაციო კუთხე, სკოლის გვერდი და ბიბლიოთეკა) და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
3.5 ხელი შეუწყოს პედაგოგთა ისეთი ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს აკადემიურ ხარისხზე.
IV. დასკვნითი დებულება
4.1. სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერის სამსახურებრივ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის მიერ.
V. სასწავლო პროცესის კოორდინატორის სამსახურებრივი ინსტრუქცია
I. ზოგადი დებულებანი .
1.1 სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
1.2 თავის საქმიანობაში კოორდინატორი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, წინამდებარე დებულებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1.3 კოორდინატორის სახელფასო სარგო განისაზღვრება ხელშეკრულებით.
II. კოორდინატორის უფლებები და მოვალეობები
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინატორი :
2.1 ახორციელებს ამ ინსტრუქცის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე სასწავლო პროცესს, შრომითი(მოსწავლე-მასწავლებელთა მორიგეობა) და შემოქმედებითი (კულტურული, სპორტული) კუთხით არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
2.2 კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება.
2.3 ახდენს მოსწავლეთა ორგანიზებას სკოლის სასწავლო-შემოქმედებით წრეებში აქტიური მონაწილებისათვის.
2.4 უზრუნველყოფს საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაცია.
2.5 ხელს უწყოფს მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისა და მისი წარმატებული მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბებას.
2.6 ეხმარება პედაგოგს (-ებს) მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობაში-ჩვენებაში.
2.7 ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ახორციელებს სახელოვნებო, ლიტერატურული და სპორტის სფერო წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა-წარმართვას.
2.8უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მასწავლებლის შეცვლას, აკონტროლებს გაკვეთილის დროულად დაწყება-დამთავრებას.
2.9 მართავს ვებგვერდსა და სკოლის სოციალურ ქსელს.
2.10 თავის კომპეტენცის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის.
2.11სკოლის დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს აღმზრდელობითსასწავლო პროცესის ნორმალურად და ხარისხიანად წარმართვას, სასწავლო რეჟიმის დაცვას შინაგანაწესის და სასკოლო კურიკულუმის მოთხოვნათა
შესაბამისად.
2.12 იზრუნოს სკოლის ხარისხiსა და ეფექტიანობის ამაღლებაზე.
2.13. ამზადებს და შეაქვს დირექციასთან წინადადებები მასწავლებლის, მოსწავლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
2.14. შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებები.
V I. ბუღალტრის თანამდებობრივი ინსტრუქცია
I. ზოგადი დებულებანი
1.1. ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
1..2. ის თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს კანონით „,ზოგადი განათლების შესახებ“, სკოლის დირექტორის ბრძანებებითა და განკარგულებით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით.
1..3. ბუღალტერი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
1..4. ბუღალტერს სახელფასო სარგო განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო/სახელფასო ბრძანებით.
II. უფლებები და მოვალეობები
2.1. დირექტორთან ერთად ადგენს ტარიფიკაციას და საშტატო განრიგის საათობრივი ბადის მიხედვით;
2.2. უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას;
2.3. პასუხისმგებელია სახსრების სწორად დ დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
2.4. წლის ბოლოს უზრუნველყოს ინვენტარიზაცია, მასალების დაარქივება და ჩამოწერა. განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში .
2.5. შეუძლია ისარგებლოს კონსტიტუცით მინიჭებული უფლებით;
2.6. ვალდებულია დაიცვას შინაგანაწესი და დებულება;
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბუღალტერი
ა. ახორციელებს ამ ინსტრუქცის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
ბ. ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების, საბუღალტრო პროცესზე.
გ. თავის კომპეტენცის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის დაწყებისთვის.
დ. მუდმივად უზრუნველყოფს არსებული საბუღალტრო მასალების დაარქივებას.
ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
ბ) მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;
დ) ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
ე) ბუღალტრის შერჩევა შეიძლება განხორციელდეს კონკურსის გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაზუსტდება გიმნაზიის მიერ საკონკურსო განაცხადის www.teacherjobs.ge-ზე გამოქვეყნებისას.
VII. საქმეთა მმართველის თანამდებობრივი ინსტრუქცია
I. ზოგადი დებულებანი
1.1. საქმეთა მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
1.2 ის თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს კანონით „,ზოგადი განათლების შესახებ“, სკოლის დირექტორის ბრძანებებითა და განკარგულებით, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის წესებითა და ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტებით საქმისწარმოების საკითხებზე, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, დებულებით, წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით.
1.3 საქმეთა მმართველი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
1.4 მისი სახელფასო სარგო განისაზღვრება ხელშეკრულებით.
საქმისმწარმოებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა)სრული ზოგადი განათლება ან პროფესიული განათლება საქმისმწარმოებლის კვალიფიკაციით;
ბ)მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში (eSchool) საქმისმწარმოებლის პოზიციაზე;
გ)კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა.
დ)იყოს კომუნიკაბელური და თავაზიანი ადამიანი;
ე) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ) გააჩნდეს სამუშაოს ორგანიზებისა და სწორად დაგეგმვის უნარი;
დ) საქმისმწარმოებლის შერჩევა ხორციელდება კონკურსის გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაზუსტდება გიმნაზიის მიერ საკონკურსო განაცხადის www.teacherjobs.ge-ზე გამოქვეყნებისას.
II. უფლებები და მოვალეობები
2.1 საქმეთა მმართველი უნდა იცოდეს სკოლის მოსწავლე - თანამშრომელთა ზუსტი რაოდენობა და უზრუნველყოფდეს სკოლის საინფორმაციო ბაზის სრულყოფას; კონტროლს ბაზებში არსებულ ცვლილებებზე. საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეგისტრაციაზე შესაბამის სამსახურებს (სკოლის ადმინისტრაციას, რესურს ცენტრს, განათლების სამინისტროს , ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს) აწვდის ინფორმაციას.
2.2 მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს ბრძანებების წიგნი; ბრძანებების სარეგისტრაციო ჟურნალი; გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვის ჟურნალები; მოსწავლეთა ანბანური წიგნი; მოსწავლე-მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა პირადი საქმები.
2.3 დროულად უნდა მიაწოდოს ადრესატებს შესასრულებლად შემოსულ კორესპონდენცია; აკონტროლოს სკოლის კანცელარიაში შემოსული დოკუმენტების მოძრაობა და ყოველდღიურ მიაწოდოს ინფორმაცია დირექტორს.
2.4 აგროვებს სკოლის ელ.ფოსტაზე შემოსული დოკუმენტაციას და ახდენს შესაბამის დოკუმენტირებას.
2.5 სასწავლო წლის ბოლოს უზრუნველყოს მასალების დაარქივება და ჩამოწერა. განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში .
2.6 ახორციელებს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის გაცემას სკოლის თანამშრომელთა მიმართ.
2.7 ახორციელებს ამ ინსტრუქცის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
2.8 მოწესრიგებული ჰქონდეს მოსწავლე.-მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა პირადი საქმეები.
2.9 ვალდებულია დაიცვას შინაგანაწე