დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-49 07.09.2023
სპს ხონის ტექნიკური გიმნაზიის
კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია
2023 წელი
სარჩევი
მუხლი 1. შესავალი 3
მუხლი 2. სასკოლო კურიკულუმის შემადგენელი ნაწილები 3
მუხლი 3. სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესი 3
მუხლი 4. კურიკულუმის განვითარების ეტაპები 3
მუხლი 5. კურიკულუმის შემუშავება 4
მუხლი 6. კურიკულუმის დანერგვა 7
მუხლი 7. სასკოლო კურიკულუმის დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება 8
მუხლი 8. კურიკულუმის რევიზია 8
მუხლი 1. შესავალი
1. დოკუმენტში აღწერილია სასკოლო კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია,რომელიც აღწერს შემდეგ ძირითად საკითხებს:
• კურიკულუმის შემადგენელ ნაწილებს;
• პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება კურიკულუმის განვითარების პროცესი;
• კურიკულუმის განვითარების ეტაპებს(დაგეგმვა, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება, განახლება და რევიზია).
მუხლი 2. სასკოლო კურიკულუმის შემადგენელი ნაწილები
1. სასკოლო კურიკულუმი იქმნება თითოეული საფეხურისთვის(დაწყებითი, საბაზო, საშუალო) დამოუკიდებლად და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) საგნობრივ კურიკულუმები ბ) სასკოლო პროექტები გ)სადამრიგებლო საათი
დ) არაფორმალური განათლება
მუხლი 3. სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესი
სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
• სასკოლო კურიკულუმის შემუშავება ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
• კურიკულუმის განახლება ხდება ყოველწლიურად მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე;
• სასკოლო კურიკულუმის რევიზიის პროცესში გადაწყვეტილებები მიიღება მონიტორინგისა და შეფასების ეტაპზე გამოკვეთილი პრობლემების შესწავლის საფუძველზე;
• კურიკულუმი ვითარდება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და დირექციის აქტიური ჩართულობით და ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებს;
• სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესი მჭიდრო კავშირშია გიმნაზიაში მიმდინარე დამხმარე და მმართველობით პროცესებთან.
მუხლი 4. კურიკულუმის განვითარების ეტაპები
სასკოლო კურიკულუმის განვითარება მუდმივი პროცესია. კურიკულუმის განვითარება გულისხმობს შემდეგ ფაზებს:
ა) კურიკულუმის შემუშავება ბ) დანერგვა
გ) დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება დ) გადასინჯვა და რევიზია
მუხლი 5. კურიკულუმის შემუშავება
კურიკულუმის შემუშავების პროცესში ყურადღება მახვილდება შემდეგ საკითხებზე: კონცეპტუალური ჩარჩო (ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები, სკოლის ფილოსოფია), კურიკულუმის დიზაინი (კურიკულუმის სტრუქტურული ერთეულები, დანერგვის ინსტრუმენტები, შუალედური სასწავლო მიზნები, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების შეთანხმება/ვერიფიკაცია, სასკოლო საზოგადოების წევრების ფუნქციები და მონაწილეობის ფორმები კურიკულუმის განვითარების პროცესში).
კონცეპტუალურ ჩარჩო - კურიკულუმის შემუშავებაზე მუშაობა იწყება კონცეპტუალურ ჩარჩოს შესახებ მსჯელობით. განხილვის საგანია გამოწვევები, რომლებიც იკვეთება მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პარადიგმის რეალიზების/ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დანერგვის პროცესში (სასწავლო პროცესის ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე, სასწავლო პროცესის დაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანამანათლებლო პრინციპებზე, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა):
• ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შინაარსის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება;
• დანერგვის ინსტრუმენტების დაკავშირება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და გიმნაზიის პრიორიტეტებთან;
• დანერგვის ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენება.
კურიკულუმის დიზაინი -კურიკულუმის კონცეპტუალურ ჩარჩოზე მსჯელობის შემდგომი ეტაპია კურიკულუმის დიზაინის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს შეთანხმებას შემდეგ საკითხებზე:
• რა ფორმით (ტერმინები, სტრუქტურული ერთეულები) აღიწერება მოსწავლის განვითარების ,,გზა“, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა. ამ ეტაპზევე განისაზღვრება დიზაინი ინდივიდუალური და ალტერნატიული სასწავლო გეგმისთვის და განათლების მეორე შესაძლებლობის პროგრამისთვის;
• რომელი საგნები ისწავლება ამა თუ იმ საფეხურზე (რამდენი საათი ეთმობა თითოეულ მათგანს, რა გრძელვადიან მიზნებს ემსახურება მათი სწავლა- სწავლება);
• რა სასკოლო პროექტები ხორციელდება (რომელ პრიორიტეტულ თემებს შეეხება სასკოლო პროექტები, რა კავშირშია ისინი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან);
• რა დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს ( წრეები და სხვა) სთავაზობს გიმნაზია მოსწავლეებს;
• სწავლა-სწავლების რა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება დასახული მიზნების მისაღწევად (მაგ. საგანთა შორის ინტეგრირება, ტექნოლოგიების გამოყენება, კომპლექსური დავალება და სხვა);
• რა ინსტრუმენტები გამოიყენება სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისთვის, დანერგვის პროცესთან დაკავშირებით მონაცემების შესაგროვებლად, დანერგვის პროცესის მონიტორინგისა და შეფასებისთვის;
• რა ტიპის სასწავლო რესურსები გამოიყენება სასწავლო მიზნების მისაღწევად (გრიფირებული სახელმძღვანელოები, დამატებითი სასწავლო მასალა-მათ შორის ციფრული რესურსები, ლაბორატორია, სხვა რესურსები რომლებსაც გიმნაზიას სასკოლო საზოგადოების წევრები და გარე პარტნიორები სთავაზობენ).
კურიკულუმის დიზაინზე მუშაობისას განსაკუთრებით დიდი დრო ეთმობა: ა) შუალედური სასწავლო მიზნების განხილვას;
ბ) სასკოლო საზოგადოების წევრების ფუნქციების და კურიკულუმის განვითარების პროცესში მათი მონაწილეობის ფორმების დაზუსტებას. შუალედურ სასწავლო მიზნებზე მსჯელობა უშუალოდ უკავშირდება კურიკულუმის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დაგეგმვასა და წინა წლების გამოცდილების კურიკულუმში ასახვას. მის ფარგლებში ხდება:
• საკითხების შერჩევა, რომელიც ისწავლება სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში საფეხურის ფარგლებში (იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დაძლიეს მოსწავლეებმა წინა წლის სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროგრამა);
• საკითხების განსაზღვრა, რომლებიც ისწავლება სხვა საგნის საკითხებთან ინტეგრირებით;
• იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმით უნდა გამოხატოს მოსწავლემ ცოდნა შესასწავლ საკითხთან/საკითხებთან დაკავშირებით (თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით);
• აქტივობებისა და სასწავლო რესურსების აღწერა, რომლებიც ეფექტურად იქნა გამოყენებული წინა წელს შუალედურ სასწავლო მიზანზე მუშაობისას;
ფუნქციების, პასუხისმგებლობების განაწილება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს შორის, რომლებიც სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესში იკვეთება ზოგიერთი ემთხვევა სასკოლო საზოგადოების წევრების ყოველდღიურ საქმიანობას, ზოგიერთი კი-მათ დირექტორის სპეციალური ბრძანებით შეიძლება დაევალოთ.
მასწავლებელი
სასწავლო პროცესში ჩართულმა თითოეულმა პედაგოგმა გარდა იმისა, რომ ჩაატარებს გაკვეთილებს:
• უნდა აღწეროს და კოლეგებს გაუზიაროს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის მიღწევებთან დაკავშირებით;
• მონაწილეობა უნდა მიიღოს კათედრის წევრებთან ერთად სასწავლო პროცესის
ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებაში და სამუშაო პროცესში უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებსაც კათედრა და გიმნაზიის დირექცია შეიმუშავებს.
კათედრის თავმჯდომარე კათედრის თავმჯდომარემ:
• უნდა შეათანხმოს კათედრის წევრებთან, თუ რა ინსტრუმენტების გამოყენებით და რა ინტენსივობით უნდა შეაგროვონ პედაგოგებმა მონაცემები საკუთარი მოსწავლეების მიღწევების/სასწავლო პროცესის შესახებ;
• უნდა შეაგროვოს კათედრის წევრების მიერ გამოგზავნილი მასალები და ფასილიტაცია გაუწიოს კათედრის სხდომებს(შექმნას დღის წესრიგი, გამოკვეთოს პრობლემური საკითხები);
• უნდა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ჩატარება სასკოლო კურიკულუმის დანერგვის პროცესში გამოკვეთილი პრობლემების შესასწავლად, ინოვაციების დასანერგად და დანერგვის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტების/მასალების მოსამზადებლად;
• დათქმულ ვადებში სკოლა-გიმნაზიის დირექციას უნდა მიაწოდოს შეთანხმებული ინსტრუმენტების საფუძველზე მომზადებული მასალები, რომლებიც სასწავლო პროცესის(მოსწავლეების მიღწევები, მასწავლებლების წინაშე არსებული გამოწვევები) შესახებ შეიცავს ინფორმაციას;
• მონაწილეობა უნდა მიიღოს გიმნაზიის დონეზე კურიკულუმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში. იყოს შუამავალი სკოლა-გიმნაზიის დირექციასა და პედაგოგებს შორის.
გიმნაზიის დირექცია
კურიკულუმის დანერგვის პროცესში სკოლა-გიმნაზიის დირექციის ფუნქციაა უხელმძღვანელოს ხარისხის მართვის პროცესს, კერძოდ:
• ფასილიტაცია გაუწიოს შეთანხმებას დანერგვის ინსტრუმენტების შექმნასა და გამოყენებაზე;
• გაამთლიანოს კათედრის ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული მასალები სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
• უზრუნველყოს სამუშაო შეხვედრების გამართვა კათედრის ხელმძღვანელების მონაწილეობით., სადაც განიხილება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული საკითხები. შეიმუშაოს რეკომენდაციები სასწავლო პროცესში პრობლემების გადასაჭრელად, ინოვაციების დასანერგად;
• მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიური პრაქტიკის შესწავლაში, უზრუნველყოს მიღებული შედეგების დოკუმენტირება და სასკოლო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია;
• ხელი შეუწყოს გიმნაზიის ბაზაზე მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;
• კათედრის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს სასკოლო კურიკულუმის ყოველწლიური განახლება და დასამტკიცებლად მომზადება;
• უზრუნველყოს სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესის შესახებ სასკოლო საზოგადოების წევრების ინფორმირება;
• მონაწილეობა მიიღოს თვითშეფასების პროცესში
სასკოლო კურიკულუმთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისთვის და მათი მხრიდან უკუკავშირის მისაღებად გამოიყენება შემდეგი საკომუნიკაციო არხები:
• გიმნაზიის ვებგვერდი
• ელექტრონული ფოსტა
• ელექტრონული ჟურნალი
• სოციალური მედია
• საჯარო ღონისძიებები
ვადები
სასკოლო სასწავლო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, თუმცა, დოკუმენტი მტკიცდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე.
საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იგეგმება კათედრის მიერ შეთანხმებული კურიკულუმის გათვალისწინებით და მტკიცდება სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ.
მუხლი 6. კურიკულუმის დანერგვა
კურიკულუმის დანერგვა გულისხმობს წლის დასაწყისში დაგეგმილი პროცესის განხორციელებას. ამ პროცესში:
პედაგოგი კლასის ყველა მოსწავლეს ეხმარება შუალედური სასწავლო მიზნების დაძლევაში. პარალელურად კი ინიშნავს აქტივობებს და სასწავლო რესურსებს, რომლებიც ეფექტური გამოდგა ცოდნის კონსტრუირების პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება განმავითარებელ შეფასებას, რომელიც გულისხმობს:
ა) მოსწავლის მიღწევის დიაგნოსტირებას;
ბ) კომენტარს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის შემდგომ წინსვლას გრძელვადიან მიზნებთან მიმართებით;
გ) მოსწავლის თვითშეფასებას; დ) მასწავლებლის რეფლექსიას.
გაკეთებული ჩანაწერების საფუძველზე მასწავლებელი კათედრისთვის ამზადებს თემატურ მატრიცას, რომელსაც განიხილავს კოლეგებთან ერთად.
სასწავლო თემაზე მუშაობის პროცესში იმართება კათედრის სულ მცირე ერთი სხდომა, სადაც პარალელური კლასის მასწავლებლები წარმოადგენენ საკუთარ თემატურ მატრიცებს და თანხმდებიან რა გაითვალისწინონ მომდევნო წელს იგივე თემის სწავლა- სწავლების პროცესში. კათედრის სხდომის შინაარსი ხელმისაწვდომი უნდა იყოს კათედრის წევრებისთვის და სკოლა-გიმნაზიის დირექციისთვის.
სასწავლო თემაზე მუშაობისას მასწავლებელი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას უზიარებს მოსწავლეების მშობლებს, ეძებს ახალ საშუალებებს სასწავლო პროცესში მათი უფრო მეტად ჩართვისთვის.
მუხლი 7. სასკოლო კურიკულუმის დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება
კურიკულუმის განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია მონიტორინგი და შეფასება. ამით აღიწერება რამდენად მიმდინარეობს პროცესები დაგეგმილი ჩარჩოს ფარგლებში და რამდენად მოაქვს დაგეგმილ აქტივობებს სასურველი შედეგი.
სასკოლო კურიკულუმის დანერგვის მონიტორინგი უშუალოდ ერწყმის სასწავლო პროცესს და ასოცირდება კათედრის წევრებისა და დირექციის ინტენსიურ თანამშრომლობასთან.
შეფასება ტარდება დაგეგმვის ეტაპზე შეთანხმებული ფორმატით(ვადები, ინსტრუმენტები) და წარიმართება სამი მიმართულებით:
ა) მოსწავლეების შედეგების დიაგნოსტირება ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით, სწავლის პროცესის ხარვეზების გამოსავლენად და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად;
ბ) გიმნაზიის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარება
გ) გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება
მუხლი 8. კურიკულუმის რევიზია
ახალი სასწავლო წლისთვის კურიკულუმის დამტკიცებას წინ უძღვის წინა სასწავლო წელს განვლილი პროცესების/წინა სასწავლო წლის კურიკულუმის დანერგვის პროცესის გაანალიზება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში:
• რა ფაქტორები და სასწავლო პრაქტიკა აფერხებდა/ხელს უწყობდა საგაკვეთილო პროცესებში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას;
• რამდენად მონაწილეობდნენ მოსწავლეები სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
• რა ფაქტორები/პრაქტიკა უწყობდა/უშლიდა ხელს მათ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში.
მოსწავლეთა შედეგები
• რამდენად გაუმჯობესდა წინა სასწავლო წელთან შედარებით მოსწავლეთა შედეგები;
• რა ფაქტორები/სასწავლო პრაქტიკა უწყობდა/უშლიდა ხელს მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესებას.
მშობელთა ჩართულობა
• რამდენად გაითავისეს(გაიაზრეს, გაიზიარეს) მშობლებმა სკოლის ფილოსოფია(მისია, ხედვა, ღირებულებები) და სასკოლო კურიკულუმი(სწავლა- სწავლების მიზნები, სწავლების მეთოდების შესაბამისობა სასწავლო მიზნებთან,
სასწავლო რესურსების გამოყენებისა და შეფასების პრინციპები), რამდენად შეძლეს მათ სკოლა-გიმნაზიის მისიისა და კურიკულუმის დაკავშირება საკუთარ შეხედულებებთან და პრიორიტეტებთან;
• რა ფაქტორები/პრაქტიკა უწყობდა/უშლიდა ხელს მშობლებთან კომუნიკაციას(სასწავლო პროცესში მათ ჩართვას).
კათედრების მუშაობა
• რა ფაქტორები/პრაქტიკა უწყობდა/უშლიდა ხელს გიმნაზიის დირექციის ჩართულობას შემდეგი პროცესების განხორციელება-შესწავლაში, სასკოლო კურიკულუმის დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება, მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება, სკოლა- გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარებ;
• რა ფაქტორები/პრაქტიკა უწყობდა/უშლიდა ხელს სასწავლო პროცესის დაკავშირებას სკოლა-გიმნაზიაში მიმდინარე მმართველობით და დამხმარე პროცესებთან.
თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით მონაცემების შეჯერების საფუძველზე გიმნაზია ქმნის:
• რეკომენდაციების პაკეტს მომდევნო სასწავლო წლის სასკოლო კურიკულუმის შესამუშავებლად;
• რეკომენდაციების პაკეტს გიმნაზიის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსაახლებლად.