დამტკიცებულია
ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დირექტორის ბრძანება N 2-64 29.09. 2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი
1.წინამდებარე წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია (შემდგომში გიმნაზია) განცხადების/საჩივრის განხილვის პროცედურებს. წესის მიზანია პროცესს ჰქონდეს ორგანიზებული სახე.
2. წესის მოქმედება ვრცელდება გიმნაზიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე, გიმნაზიის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს გიმნაზიას მიმართოს განცხადებით/საჩივრით.
3. სკოლაში წარდგენილი განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 2. გიმნაზიაში განცხადების/საჩივრის განხილვის პრინციპები
1. გიმნაზიაში წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილულ უნდა იქნეს ობიექტურად, დროულად და სამართლიანად.
2. გიმნაზიაში შემოსული განცხადება/საჩივარი განიხილება მიუკერძოებლად. განცხადების/საჩივრის განხილვისას დაუშვებელია მონაწილეობამიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას იქონიებს საქმის გადაწყვეტაზე.
3. თუკი განცხადების/საჩივრის ავტორი განხილვაზე უფლებამოსილი პირის ახლო ნათესავია, დირექტორი ვალდებულია განცხადება/საჩივარი განიხილოს მის მიერ განსაზღვრულმა სხვა დამოუკიდებელმა პირმა.
მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი
1. გიმნაზიაში განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია პირადად, მატერიალური ფორმით, ელექტრონული ფოსტით, საქართველოს ფოსტით ან მომავალში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით.
2. გიმნაზიაში შემოსული განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სკოლის დასახელება სრულად;
ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
გ) მოთხოვნა;
დ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, არსებობის შემთხვევაში. ვ) განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც აქვს განმცხადებელს.
3. გიმნაზიაში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. ხოლო არასამუშაო საათებში შემოსული განცხადება/საჩივარი
რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
4. გიმნაზიაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე გიმნაზიის დირექცია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები
1.განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/ორგანო, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა.
2. კორესპონდენცია, თუ ეს წინასწარ სხვაგვარად არ არის დადგენილი გიმნაზიის შიდა მარეგულირებელი ან სხვა საკანონმდებლო/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, გაიცემა გიმნაზიის დირექტორის სახელითა და ხელმოწერით.
3. განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის შესაბამისი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, გიმნაზიამ შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
მუხლი 5. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები
1. საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/ორგანო, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა.
2. საჩივრის განხილვის ვადა განისაზღვრება ერთი თვის ვადით.
3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთთვიან ვადაზე მეტი, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვეზე მეტი ვადით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს უნდა ეცნობოს საჩივრის გიმნაზიაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში.
5. საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული.
6. გიმნაზიის მიერ მომზადებულ კორესპონდენციაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
მუხლი 6. დისციპლინური საჩივრის განხილვის ზოგადი წესი დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით
1. გიმნაზიაში დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს გიმნაზიის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.გიმნაზიის დირექტორის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის მოქმედების შეჩერებას.
4.დისციპლინური დევნისა დადისციპლინური პასუხისმგებლობისდაკისრების შემთხვევები აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში. აღრიცხვას აწარმოებს გიმნაზიის საქმისმწარმოებელი.
მუხლი 7. მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
1. მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის შედეგების გასაჩივრება პირს შეუძლია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
2. კონკურსის პროცედურებისა და შედეგების გასაჩივრებისათვის პირმა განაცხადი უნდა შეიტანოს გიმნაზიის დირექტორის სახელზე, რომელიც ბრძანებით ქმნის საპრეტენზიო კომისიას.
3. საპრეტენზიო კომისია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრისაგან.
4. საპრეტენზიო კომისიას უნდა ჰყავდეს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
9. საპრეტენზიო განაცხადი განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიამ საკითხის არსებითად განხილვის შედეგად, შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
10. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვის წესი
1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს გიმნაზიის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში იმ მომენტიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
2. გიმნაზიის მოსწავლის მიმართვა შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების დარღვევას მასწავლებლის, სხვა მოსწავლის, გიმნაზიის რომელიმე თანამშრომლის ან დირექტორის უკანონო ქმედების შედეგად.
3. მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა დამოუკიდებლად, ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მიმართვა არ განიხილება თუ მასში არ არის მითითებული განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, რომელი უფლება დაირღვა და რას ითხოვს განმცხადებელი. მიმართვა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს სიმართლის დადგენას.
4. საჩივარს განიხილავს გიმნაზიის დირექტორი;
5. საჩივარი უნდა შეიცავდეს წინამდებარე წესის 3.4 მუხლით დადგენილ რეკვიზიტებს.
6. დირექტორი უფლების დარღვევის თაობაზე საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 9. წესის გაცნობა სასკოლო საზოგადოებისათვის
1. გიმნაზია ვალდებულია წინამდებარე წესი გააცნოს სასკოლო საზოგადოების წევრებს.
2. გიმნაზიის, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაინტერესებულ პირს განუმარტოს წინამდებარე წესში აღწერილი პროცედურები.
მუხლი 10. წესის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. წინამდებარე წესი დამტკიცებულია გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით.
2. დოკუმენტში ცვლილებების შეტანა ხორციელდება გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით.