დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N 2-62 29.09.2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა
სარჩევი
მუხლი 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 3
მუხლი 2. დოკუმენტის შესახებ 3
მუხლი 3. პოლიტიკის მიზანი და გამოყენების სფერო 3
მუხლი 4. პოლიტიკის ამოცანები 4
მუხლი 5. ღირებულებები 4
მუხლი 6. ადამიანური რესურსების მართვის ციკლი 5
მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია 5
მუხლი 8. გიმნაზიის ადამიანური რესურსი 5
მუხლი 9. სამუშაო აღწერილობა 6
მუხლი 10. კადრების მოზიდვა და შერჩევა 6
მუხლი 11. მასწავლებლის შერჩევა 7
მუხლი 12. კონკურსის გამოცხადება 10
მუხლი 13. კომისიის შექმნის წესი და საქმიანობა 11
მუხლი 14. კონკურსის ეტაპები 12
მუხლი 15. კონკურსის ჩაშლის/შეწყვეტის საფუძვლები 13
მუხლი 16. საპრეტენზიო კომისია 13
მუხლი 17. პერსონალის კვალიფიკაცია 14
მუხლი 18. ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია 14
მუხლი 19. შესრულებული სამუშაოს შეფასება 15
მუხლი 20. თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარება 16
მუხლი 21. თანამშრომელთა მოტივაცია 17
მუხლი 22. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა 17
მუხლი 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა
1.1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგენს თანმიმდევრულ სახელმძღვანელო მითითებებს და აცხადებს დაწესებულების პოლიტიკას ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ასპექტებთან მიმართებით.
მუხლი 2. დოკუმენტის შესახებ
2.1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში - გიმნაზია) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა (შემდგომში - პოლიტიკა) შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ძირითად პოლიტიკებს.
2.2. დოკუმენტის განახლებასა და განახლებული დოკუმენტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გიმნაზიის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული.
2.3. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ეფუძნება გიმნაზიის მისიას, ღირებულებებსა და მიზნებს.
მუხლი 3. პოლიტიკის მიზანი და გამოყენების სფერო
3.1. რეგულაციები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში:
3.1.1. საქართველოს შრომის კოდექსი;
3.1.2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
3.1.3. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება;
3.1.4. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანება;
3.1.5. „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება;
3.1.6. „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანება;
3.1.7. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილება №241;
3.1.8. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანება.
3.2. პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პროცესების წარმართვა ეფექტიანად და კანონთან, დაწესებულების მისიასთან, ხედვასა და ღირებულებებთან შესაბამისობით, ასევე, შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებული პირების შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენასა და რეალიზებას.
მუხლი 4. პოლიტიკის ამოცანები
4.1. პოლიტიკის ამოცანებია:
4.1.1. გიმნაზიის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის ხელშეწყობა;
4.1.2. დასაქმებული პირების შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა და რეალიზება;
4.1.3. დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 5. ღირებულებები
5.1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
5.1.1. დამსახურებებზე დაფუძნებული მიდგომა - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება ხდება ყოველი ინდივიდის კომპეტენციაზე დაყრდნობით, გიმნაზიისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურებ(ებ)ის გათვალისწინებით;
5.1.2. სამართლიანობა - ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღმა არსებობს სამართლიანი არგუმენტი და გადაწყვეტილების მიღების ობიექტური კრიტერიუმი;
5.1.3. თანასწორობა - ყველა თანამშრომლის მიმართ ვლინდება ერთგვაროვანი მიდგომა. დაუშვებელია გენდერული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით თანამშრომლების განსხვავება;
5.1.4. თანაბარი შესაძლებლობები - გიმნაზიის პერსონალს აქვს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. სკოლა-გიმნაზიაში მოქმედი შეფასების სისტემა არის სამართლიანი და გამჭვირვალე, ამავდროულად, დაცულია პირის კონფიდენციალურობა და მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი;
5.1.5. მიზანშეწონილობა - გადაწყვეტილებები მიიღება გააზრებულად და ანალიზის საფუძველზე;
5.1.6. გამჭვირვალობა - ადამიანური რესურსების მართვის ყველა ასპექტში გიმნაზია იყენებს ღია და საჯარო მიდგომებს, ხოლო მართვის პროცედურები და რეგულაციები საჯაროა;
5.1.7. პროფესიული განვითარება - ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით. გიმნაზია მუდმივად ზრუნავს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
5.1.8. მონაწილეობის პრინციპი - გიმნაზია უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესში პერსონალის სრულ ჩართულობას;
5.1.9. ორიენტაცია ხარისხზე - გიმნაზია უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობის სტანდარტების დახვეწის ხელშეწყობას.
მუხლი 6. ადამიანური რესურსების მართვის ციკლი
6.1. ადამიანური რესურსების მართვის უწყვეტი ციკლი მოიცავს ერთმანეთთან მონაცვლე ოთხ მიმართულებას:
6.1.1. ორგანიზება/დაგეგმვა - აერთიანებს ორგანიზაციული განვითარების, საკადრო პოლიტიკის შემუშავებისა და თანამშრომელთათვის პერსონალის სამუშაო აღწერილობის შემუშავება/განახლების პროცესებს;
6.1.2. ორგანიზაციაში შემოსვლა - აერთიანებს კადრების მოზიდვის, შერჩევის და ორგანიზაციაში სოციალიზაციის პროცესებს;
6.1.3. სამუშაოს მართვა - აერთიანებს შეფასების, დისციპლინარული სასჯელისა და წახალისების პროცესებს;
6.1.4. ორგანიზაციიდან გასვლა - აერთიანებს ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესებს.
მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია
7.1. ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია ეფუძნება გიმნაზიის სტრატეგიას და წარმოადგენს იმ მიზანთა ერთობლიობას, რომელთა მიღწევაც სურს გიმნაზიას საკადრო მიმართულებით და ამ მიზნების მისაღწევად შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს.
მუხლი 8.გიმნაზიის ადამიანური რესურსი
8.1. ადამიანური რესურსი წარმოადგენს გიმნაზიაში დასაქმებულ პირთა და მათი გამოცდილების, პიროვნული თვისებების, მისწრაფებებისა და მიზნების ერთობლიობას. ადამიანური რესურსის სწორი მართვა გულისხმობს იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალის და პირადი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა გიმნაზიის მიზნების მიღწევის პროცესში.
მუხლი 9. სამუშაო აღწერილობა
9.1. გიმნაზია უზრუნველყოფს იერარქიული სტრუტურისა და თითოეული თანამშრომლის მიერ შესასრულებელი ფუნქციების მკაფიოობას. ამ მიზნით, შემუშავებულია სამუშაო აღწერილობა გიმნაზიაში არსებული თითოეული პოზიციისთვის.
9.2. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ეფუძნება პოზიციის სიღრმისეულ ანალიზს, მასში ჩანს თუ რა წვლილი შეაქვს ამ პოზიციას გიმნაზიის წინაშე არსებული მიზნების მიღწევაში. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი არეგულირებს თანამშრომელთა მოქმედების არეალს, ფუნქციურ დატვირთვას და ანგარიშვალდებულებას და მოიცავს შემდეგ საკვანძო ინფორმაციას:
9.2.1. თანამდებობის/პოზიციის დასახელება;
9.2.2. სტრუქტურული ერთეული (არსებობის შემთხვევაში);
9.2.3. შესასრულებელი დავალებები (ფუნქციები) და პასუხისმგებლობები;
9.2.4. სამუშაოს პირობები;
9.2.5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
9.3. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის, მათთვის ნათელია შესასრულებელი ამოცანები და როლები გიმნაზიის სტრატეგიული მიზნების შესრულების პროცესში.
მუხლი 10. კადრების მოზიდვა და შერჩევა
10.1. გიმნაზიაში თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
10.1.1. ობიექტურობა – შერჩევის პროცედურები არის არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;
10.1.2. გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები არის ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
10.2. პერსონალის შერჩევის პროცესი არის მკაფიო, თანმიმდევრული და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური და შესაბამისი კადრების მოზიდვას და შერჩევას.
10.3. გიმნაზია ვაკანტური პოზიციის განაცხადს ქმნის სამუშაო აღწერილობის დოკუმენტზე დაყრდნობით, შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით და კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შერჩევის ეტაპების განხორციელებას.
მუხლი 11. მასწავლებლის შერჩევა
11.1. პირი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება გასაუბრების საფუძველზე.
11.2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
11.2.1. ქმედუნარიან პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს
№174/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით“ დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
11.2.2. სერტიფიცირებულ პირს;
11.2.3. 2015 წლამდე მოქმედ მასწავლებელს.
11.3. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
11.4. გიმნაზიას უფლება აქვს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა მოსთხოვოს როგორც მასწავლებლობის/სპეციალური მასწავლებლობის მსურველ კანდიდატს, ასევე პირს, რომელიც გიმნაზიაში უნდა დასაქმდეს მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად.
11.5. კანდიდატისადმი დადგენილია სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
11.5.1. გიმნაზიაში დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
11.5.1.1. უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
11.5.1.2. უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
11.5.1.3. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
11.5.1.4. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
11.5.1.5. უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
11.5.1.6. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
11.5.2. გიმნაზიაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
11.5.2.1. სრული ზოგადი განათლება;
11.5.2.2. შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
11.5.3. მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
11.5.4. შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
11.5.5. გიმნაზიაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
11.5.5.1. უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
11.5.5.2. უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
11.5.5.3. უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
11.5.5.4. უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
11.5.6. სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენისდარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ დაუსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ერთ-ერთ მოთხოვნას და გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.
მუხლი 12. კონკურსის გამოცხადება
12.1. შიდა და ღია კონკურსი ცხადდება გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში;
12.2. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გიმნაზიაში დასაქმებულ მასწავლებელს;
12.3. გიმნაზიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გიმნაზია უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ პოზიციაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული პოზიცია კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური;
12.4. გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში არსებული ვაკანტური პოზიცია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე;
12.5. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის ვერ შევსების შემთხვევაში, გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი;
12.6. გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიცია შეავსოს შიდა კონკურსის გამოცხადების გარეშე, ღია კონკურსის მეშვეობით;
12.7. გიმნაზიში კონკურსის გამოცხადება ხდება გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, რომლითაც, ასევე განისაზღვრება კონკურსის ვადები, პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და სხვა.
12.8. განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე – http://teacherjobs.ge/-ზე, ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ ქვეყნდება გიმნაზიის მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სკოლის საინფორმაციო დაფაზე,
12.9. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
12.9.1. სკოლის დასახელებას;
12.9.2. ღია კონკურსის წესით შესავსები მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და საგნის/კლასის მითითებას;
12.9.3. კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
12.9.4. ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ;
12.9.5. ინფორმაციას სავარაუდო შრომის ანაზღაურების შესახებ;
12.9.6. შესაბამისი სკოლის საკონტაქტო ინფორმაციას;
12.9.7. სამუშაოს დაწყების თარიღს;
12.9.8. განცხადების წარდგენის ბოლო ვადას;
12.9.9. სხვა ინფორმაციას სკოლის გადაწყვეტილებით.
12.10. განცხადებების წარდგენის ვადა განისაზღვრება გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და შეადგენს არანაკლებ 6კალენდარულ დღეს.
12.11. მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებლების სკოლაში დასაქმება ხდება კონკურსის გარეშე, დირექტორის გადაწყვეტილებით.
მუხლი 13. კომისიის შექმნის წესი და საქმიანობა
13.1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად გიმნაზიის დირექტორის მიერ იქმნებაშესაბამისი კომისია. კომისია უზრუნველყოფს გიმნაზიის დირექტორის მიერ განსაზღვრულ მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატთა შერჩევას;
13.2. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს გიმნაზიის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, არანაკლებ 3 წევრისა;
13.3. კანდიდატი ან მისი ახლო ნათესავი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
13.4. კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას და კომისიის მდივანს, რომელიც ახორციელებს კონკურსთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და
სხვა აუცილებელ ღონისძიებებს, გიმნაზიასთან კოორდინირებულად;
13.5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს გიმნაზია;
13.6. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილი სხვა კანდიდატის შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
13.7. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ზემო აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
13.8. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 2 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა;
13.9. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
13.10. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიულ ცოდნასთან, უნარ- ჩვევებსა და კვალიფიკაციასთან;
13.11. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე;
13.12. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გასაუბრების ან სხვა დავალების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას;
13.13. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
13.14.
მუხლი 14. კონკურსის ეტაპები
14.1. კონკურსის ეტაპებია:
14.1.1. კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
14.1.2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
14.1.3. კონკურსის შედეგების განსაზღვრა.
14.2. გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კონკურსის ეტაპებთან ერთად
განსაზღვროს დამატებითი ეტაპი;
14.3. კომისია მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად გიმნაზიის დირექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე;
14.4. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
14.5. კონკურსის ეტაპების დასრულებისას დგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 15. კონკურსის ჩაშლის/შეწყვეტის საფუძვლები
15.1. კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:
15.1.1. მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;
15.1.2. კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
15.2. ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, გიმნაზია უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
მუხლი 16. საპრეტენზიო კომისია
16.1. შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია;
16.2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს გიმნაზიის დირექტორი;
16.3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, შესაძლოა იყოს მოწვეული პირები).
16.4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში;
16.5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე;
16.6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 2 წევრისა;
16.7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა;
16.8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ
საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები;
16.9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;
16.10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
16.11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და ეცნობება კანდიდატს;
16.12. კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17. პერსონალის კვალიფიკაცია
17.1. პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად დამატებით გაწერილ პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 18. ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია
18.1. იმისათვის, რომ გიმნაზიის მიერ შერჩეულმა პირმა შეძლოს საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად გამოვლენა, მნიშვნელოვანია, რომ მან წარმატებით გაიაროს ორგანიზაციასთან ადაპტაციის პროცესი და გახდეს ორგანიზაციის ღირებული წევრი. ამისთვის, გიმნაზია ზრუნავს ახალი კადრის ადაპტაციის პროცესზე.
18.2. ახალი თანამშრომლის ადაპტაციის ეტაპებია:
18.2.1. მოლოდინები-მუშაობის დაწყებამდე ჩამოყალიბებული მოლოდინი და შთაბეჭდილება გიმნაზიის შესახებ;
18.2.2. შეხვედრა - გიმნაზიაში მუშაობის პირველი სამი თვე, ფორმალური და არაფორმალური სოციალიზაციის პერიოდი;
18.2.3. „ოჯახის წევრობა“-გიმნაზიის/გუნდის სრულუფლებიან წევრად ჩამოყალიბების განცდა;
18.3. იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ახალი თანამშრომლის ადაპტაცია, გიმნაზია ეხმარება მათ გაეცნონ დამკვიდრებუ