დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-65 30.12.2022.
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
ლაბორატორიით სარგებლობის წესი
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 3
მუხლი 2. გიმნაზიის ლაბორატორიები 3
მუხლი 3. ძირითადი პრინციპები 3
მუხლი 4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიის აღჭურვილობა 3
ვირტუალური ლაბორატორია 3
მუხლი 5. ლაბორატორიით სარგებლობის მიზნები და ამოცანები 4
მუხლი 6. ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის წესები 4
მუხლი 7. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ოთახი 6
მუხლი 8. ინფორმაციული უზრუნველყოფის დაცვის მექანიზმები 6
მუხლი 9. ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მისი ფუნქციები 7
მუხლი 10. მოსწავლის/მასწავლებლის პასუხისმგებლობა 7
მუხლი 11. ლაბორატორიით სარგებლობის წესის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა 7
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1.1 ეს წესი არეგულირებს სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში არსებული ლაბორატორიით სარგებლობის წესს;
1.2 ლაბორატორიები ხელს უწყობენ გიმნაზიაში საგაკვეთილო პროცესის საინტერესოდ ორგანიზებას, ქმნიან პოზიტიურ სასწავლო გარემოს და ამაღლებენ მოსწავლეთა ინტერესს ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ.
მუხლი 2. გიმნაზიის ლაბორატორიები
1.3 გიმნაზიაში ფუნქციონირებს ერთი ლაბორატორია და ერთი კაბინეტი
საბუნებისმეტყველო(ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ლაბორატორია;
ინფორმაციული- ტექნოლოგიების კაბინეტი
მუხლი 3. ძირითადი პრინციპები
3.1 ლაბორატორიით სარგებლობის ძირითადი პრინციპებია:
მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობა;
მასწავლებელთა თანასწორუფლებიანობა;
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
3.2 გიმნაზიის ლაბორატორიით სარგებლობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის.
მუხლი 4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიების აღჭურვილობა
4.1 გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია) ლაბორატორია აღჭურვილია ტექნიკური მოწყობილობებით, თვალსაჩინოებებით.
გიმნაზიამ სასურველია მომავალ წლებში დანერგოს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება გაკვეთილებზე, რომლის უპირატესობებია.
ვირტუალური ლაბორატორია:
4.1.1 საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის თანამედროვე მულტიმედიური სისტემები, შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტიური სწავლის პროცესის მხარდასაჭერად;
4.1.2 ბევრი ექსპერიმენტების ჩატარება გიმნაზიის ლაბორატორიაში მიუწვდომელია, ამიტომ უპირატესობა ენიჭება ვირტუალურ ლაბორატორიას;
4.1.3 ვირტუალურ ლაბორატორიებს შეუძლიათ რეალური სამყაროს ობიექტების ქცევის სიმულაცია კომპიუტერულ საგანმანათლებლო გარემოში და ეხმარებიან მოსწავლეებს შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები ისეთი სამეცნიერო და ბუნებრივი დისციპლინების შესწავლაში, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია;
4.1.4 ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენების ძირითადი უპირატესობებია: ა) აღჭურვილობასთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ბ) ვირტუალური ლაბორატორიის უსაფრთხო პირობებში უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების სწავლება;
გ) მუშაობის სიჩქარე, რეაგენტების ეკონომია;
მუხლი 5. ლაბორატორიით სარგებლობის მიზნები და ამოცანები
5.1 ლაბორატორიებით სარგებლობის მიზანია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა.
5.2 ლაბორატორია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჩამოაყალიბონ ღრმა და მდგრადი ინტერესი სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
5.3 ლაბორატორიაში მოსწავლეები ექსპერიმენტულად სწავლობენ ახალ მასალას. გარკვეული სამუშაოს შესრულებისას უყალიბდებათ პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება. ასევე ყალიბდება შემეცნებითი აქტივობა, კვლევითი მუშაობის სურვილი, რაც უზრუნველყოფს წინასწარ მომზადებას უწყვეტი განათლებისთვის და პროფესიის შეგნებული არჩევისთვის;
5.4 ლაბორატორიული სამუშაოების, ექსპერიმენტების, კვლევების ჩატარებისას მოსწავლეები აუმჯობესებენ და იძენენ გარკვეულ უნარებს კვლევით და საპროექტო აქტივობებში, ეუფლებიან საჭირო ინფორმაციის მოძიების მეთოდებს. ამავდროულად, ვითარდება არა მხოლოდ შემეცნებითი ინტერესი საგნის მიმართ, ვითარდება შემოქმედებითი შესაძლებლობები, ყალიბდება სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.
მუხლი 6. ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის წესები
6.1 მოსწავლეს ლაბორატორიაში მუშაობის დროს უნდა ეცვას სპეცტანსაცმელი (ხალათი);
6.2 დაუშვებელია ლაბორატორიაში მოსწავლეების მუშაობა მასწავლებლის გარეშე;
6.3 სასურველია მოსწავლეებისათვის ლაბორატორიაში მუშაობის წესების გაცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაშვება სამუშაოდ;
6.4 ლაბორატორიაში უნდა იქნას დაცული სისუფთავე, მუშაობის დროს კი წესრიგი და სიწყნარე;
6.5 ქიმიურ ლაბორატორიაში აკრძალულია:
წყლის დალევა ქიმიური ჭიქიდან;
საკვების მიღება;
ნივთიერებებისათვის გემოს გასინჯვა;
ნივთიერებათა დაუკითხავად, პირდაპირ დაყნოსვა;
ხსნარების შენჯღრევისას ჭურჭლის თითით დაცობა;
თავღია ჭურჭელში ნივთიერებათა გაცხელებისას, ჭურჭელში ზემოდან ჩახედვა;
აირთა გამოყოფით მიმდინარე ცდებში, გაზგამყვანი მილის ბოლოს მიმართვა საკუთარი თავისკენ, ან მეზობლისკენ;
კონცენტრირებული ტუტეების, მჟავეების, მომწამლავი ნივთიერებების ხსნარების, ადვილად აალებადი ნივთიერებების ნარჩენების ნიჟარაში გადაღვრა – ისინი ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ჭურჭელში უნდა შეგროვდეს;
აქროლად, მომწამვლელ ნივთიერებებთან (ქლორი, ამონიაკი, გოგირდწყალბადი, გოგირდის ორჟანგი და სხვა) მუშაობა გამწოვი კარადის გარეშე;
აქროლადი და ჰაერთან ფეთქებადსაშიში ნარევის წარმოქმნის უნარის მქონე აირებთან (წყალბადი, მეთანი, აცეტილენი და სხვა) ღია ცეცხლის, ან ღია სპირალიან გამაცხელებელ ხელსაწყოებთან უშუალო სიახლოვეს მუშაობა;
აზბესტის შემცველი ბადის, ფირფიტის, ან ქსოვილის გამოყენება;
ნივთიერებათა პირით ამოწოვა. ამისთვის პიპეტს რეზინის მსხალი უნდა მოერგოს;
6.6 ცდების დამთავრების შემდეგ, გამოყენებული ჭურჭელი კარგად უნდა გაირეცხოს;
6.7 ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობა:
ელექტროხელსაწყო უნდა იყოს დამიწებული;
მომუშავე გამახურებელი ხელსაწყოები არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ;
ელექტროხელსაწყოსთან უშუალო სიახლოვეს არ უნდა მოვათავსოთ წვის უნარის მქონე საგნები;
ელექტროხელსაწყოთა სადენები არ უნდა იყოს გაშიშვლებული; რეაქტივებთან მუშაობა:
რეაქტივები და მათი ხსნარები ინახება თავდახურულ ჭურჭელში;
რეაქტივების ჭურჭელზე უნდა იყოს მითითებული (ეტიკეტით, ან მინაზე საწერი საშუალებით), ნივთიერების სახელწოდება (ფორმულა), ხსნარის შემთხვევაში – კონცენტრაცია, ცეცხლსაშიშობა, ფეთქებადსაშიშობა და მომწამვლელობა. პირველადი დახმარება:
ა) პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები:
ბორის მჟავა (2%–იანი);
იოდის სპირტხსნარი (3-5%–იანი);
ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი (3%–იანი);
წყალბადის ზეჟანგის ხსნარი (3%–იანი);
ეთილის სპირტი (96%–იანი);
ნიშადურის სპირტი (10%–იანი);
ბამბა;
ბინტი;
სიდამწვრის მალამო;
ბაქტერიციდული და დასაკრავი სალბუნი;
ნოვოკაინის 1%–იანი სტერილური ხსნარი (ამპულებში). ბ) პირველადი დახმარება:
1. მინით გაჭრისას ჭრილობა უნდა გასუფთავდეს წვრილი ნატეხებისა და ჭუჭყისაგან, შემდეგ ჩამოიბანოს 3%–იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, წაისვას იოდის ხსნარი და შეიხვიოს. სერიოზული ჭრილობის დროს უნდა დაედოს ჩალიჩი (ჟგუტი) სისხლის შესაკავებლად და მივმართოთ ექიმს;
2. მჟავებით დაწვის შემთხვევაში დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოს დიდი ოდენობა წყლით, შემდეგ გადაივლოს სასმელი სოდის ხსნარი და დაიდოს სოდის ხსნარის საფენები;
3. ტუტეებით დაწვის შემთხვევაში დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოს დიდი რაოდენობის წყლით, შემდეგ დამუშავდეს ბორის მჟავას ხსნარით (შეიძლება 3-5%– იანი ძმარმჟავაც), დაიდოს ბორის მჟავას საფენები;
4. ტუტის ან მჟავას თვალში მოხვედრისას, თვალი უნდა მოიბანოს უხვი წყლის ჭავლით, შემდეგ სამედიცინო პიპეტით ჩაეწვეთოს 1 წვეთი ნოვოკაინის ხსნარი და ამის შემდეგ საჭიროა ექიმის დახმარება;
5. ელექტრობით გამოწვეული სიდამწვრისას, დაზიანებული ადგილი უნდა დამუშავდეს დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოთი.
მუხლი 7. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ოთახი
7.1 IT ლაბორატორია აღჭურვილია კომპიუტერული და ქსელური მოწყობილობებით და გამიზნულია სასწავლო პროცესში მოსწავლეებისთვის თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
7.2 IT ლაბორატორია გამიზნულია საგაკვეთილო, სადემონსტრაციო და კვლევითი მუშაობისთვის;
7.3 IT ლაბორატორიაში დაშვებულია:
ა) ტექსტის შეყვანა და რედაქტირება;
ბ) ინტერნეტით სარგებლობა მასალების მოსაძიებლად; გ) ელექტრონული ფოტით სარგებლობა;
დ) გიმნაზიის ვებგვერდით სარგებლობა. კომპიუტერთან მუშაობისას აკრძალულია:
ა) კომპიუტერში რაიმე პროგრამული ფაილის ჩაწერა ან წაშლა;
ბ) კომპიუტერის გამოყენება თამაშებისა და სხვა გართობისათვის;
გ)კომპიუტერის გაუმართავად მუშაობისას ხარვეზის თვითნებური გასწორება;
გ) მუშაობის დასრულების შემდეგ კომპიუტერული ტექნიკის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება.
მუხლი 8. ინფორმაციული უზრუნველყოფის დაცვის მექანიზმები
1. გიმნაზიაში არსებულ ყველა კომპიუტერს/კომპიუტერულ მოწყობილობას გააჩნია ანტივირუსული პროგრამა/დამცავი ბარიერი.
2. გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება
ხორციელდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
3. დაუშვებელია გიმნაზიაში არსებული პერსონალური ინფორმაციის გაზიარება გიმნაზიის ვებგვერდებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.ლაბორატორიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელს, ხოლო კომპიუტერულ კლასზე კი ტექნოლოგიების პედაგოგს.
მუხლი 8 . მოსწავლის/მასწავლებლის პასუხისმგებლობა
8.1 მოსწავლე/მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას ლაბორატორიით სარგებლობის წესები;
8.2 უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მოსწავლე/მასწავლებელს შეიძლება დაეკისროს გიმნაზიის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მუხლი 10. ლაბორატორიით სარგებლობის წესის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა
10.1 გიმნაზიის ლაბორატორიებით სარგებლობის წესს შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი;
10.2 გიმნაზიის ლაბორატორიებით სარგებლობის წესის მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.