15 სექტემბერი 2023
დამტკიცებულია:
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს მიერ
(07 სექტემბერი, 2023 წ. სხდომის ოქმი №1 )
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
სასკოლო სასწავლო გეგმა
2023-2024 სასწავლო წელი
I. შესავალი
სასკოლო სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც სკოლის ,,სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს. მასში ასახულია ინფორმაცია, როგორც სკოლის მისიასა და მიზნებთან, ისე სასწავლო პროცესსა და სკოლის საორგანიზაციო კულტურასთან დაკავშირებით.
ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ზოგად ორიენტირებს სწავლა-სწავლების მიზნებთან და სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ მიზნების დაკონკრეტება კი სასკოლო კურიკულუმის დონეზე ხდება. სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოადგენს პასუხს კითხვაზე
- რა უნდა შეეძლოს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს მოსწავლე. სასკოლო კურიკულუმი კი აჩვენებს გზას, რომელსაც სკოლა საკუთარ მოსწავლეებს ამ მიზნების მისაღწევად სთავაზობს.
გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, გიმნაზიის მისიას. მისი შემუშავების პროცესში მონაწილეობენ: საგნობრივი კათედრები, დირექტორი, ხარისხის მართვის მენეჯერი. სასკოლო სასწავლო გეგმას ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.
სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს გიმნაზიის მისიიდან, მასში მოცემულია მექანიზმები და სტრუქტურები, რომელიც ხელს უწყობს მისიაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. გეგმის შინაარსი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმასა და განათლების ეროვნულ მიზნებს და ასახავს სგიმნაზიის ხედვასა და ღირებულებებს, რომლითაც სკოლა-გიმნაზია ხელმძღვანელობს თავისი საქმიანობის პროცესში.
სასკოლო სასწავლო გეგმისთვის აუცილებელი მახასიათებელია განვითარებაზე ორიენტირებულობა. მნიშვნელოვანია, სკოლამ იკვლიოს საკუთარი მიღწევები, პრობლემები, რისკები და ამის საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში. კურიკულუმის განვითარება მუდმივმოქმედ პროცესს წარმოადგენს.
სასკოლო კურიკულუმის შექმნისას მნიშვნელოვანია არა მარტო ხარისხი, არამედ მისი შემუშავების პროცესიც. მის განვითარებაში მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი: მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, პარტნიორი ორგანიზაციები. სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოადგენს ერთგვარ კონტრაქტს ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შორის. რაც უფრო მაღალია შეთანხმებულობის ხარისხი, მით უფრო მდგრადი და თანამიმდევრულია პროცესები, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა შედეგებზე.
გიმნაზიის სტატუსი
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სამ საფეხურზე: დაწყებით - I-VI კლასები, საბაზო - VII-IX კლასები და საშუალო - X-XII კლასები. გიმნაზიაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
მისია
გიმნაზია ქმნის პოზიტიურ, კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
ხედვა
• სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
• უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით გიმნაზია აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
• არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
• გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ღირებულებები
• გიმნაზიის საქმიანობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
• პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
• პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
• სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
• მიუკერძოებლობა;
• თანაგანცდა და თანადგომა;
• ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
• პროფესიული ზრდა და განვითარება;
• გუნდური მუშაობა.
სასკოლო კურიკულუმი 3 არსებით სფეროსთან მიმართებით ხასიათდება:
1. სასწავლო პროცესი
2. სასწავლო პროგრამები
3. სკოლის საორგანიზაციო კულტურა
1. სასწავლო პროცესი
სასკოლო კურიკულუმის მიზანია:
• მოსწავლე ჩართული იყოს აქტიურ შემოქმედებით პროცესებში და არ იყოს პასიური მსმენელი (აქტიური სწავლა);
• მოსწავლეს ახალი ცოდნა მიეწოდებოდეს არა ერთბაშად, მომზადების გარეშე, არამედ თანდათანობით მის წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით (ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით);
• მოსწავლე იღებდეს არა დაქსასულ და დანაწევრებულ ინფორმაციას, არამედ ამ ინფორმაციას იაზრებდეს და უკავშირებდეს ადრე ნასწავლს (ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება);
• ყურადღება გამახვილდეს სწავლის სტრატეგიებზე (სწავლის სწავლა);
• ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ დეკლარატიულ და პროცედურულ ცოდნაზე, არამედ ნასწავლის ცხოვრებასთან დაკავშირებაზე (ცოდნის სამი კატეგორია).
2. სასკოლო პროგრამები
ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმი გრძელვადიან მიზნებზე/პროცესებზე ორიენტირებულ სასკოლო სასწავლო გეგმების განვითარებას მოითხოვს. გრძელვადიან მიზნებზე/პროცესზე ორიენტირებული პროგრამები - გულისხმობს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ პროგრამებს, სადაც მიზნები მცირერიცხოვანია და ბევრ შემოქმედებით თავისუფლებას უტოვებს მასწავლებელს სწავლა-სწავლების პროცესის დასაგეგმად. ამ ტიპის პროგრამების - კურიკულუმების პრაქტიკული გამოყენებისას სასწავლო შედეგებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს თავად სასწავლო პროცესს.
გიმნაზიამ შეიმუშავა გრძელვადიან მიზნებზე/პროცესზე ორიენტირებული პროგრამები. მასწავლებლები თავად არჩევენ მისი მიღწევის გზებს საკუთარი მოსწავლეების, გიმნაზიის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. განათლების რეფორმის ერთ- ერთი მიზანი სწორედ შინაარსზე და მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული პროგრამის ჩანაცვლებაა პროცესზე ორიენტირებული კურიკულუმით.
3. გიმნაზიის საორგანიზაციო კულტურა
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია არის სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ სწავლებისა და აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამებს ესგ-ის შესაბამისად. ის შეესაბამება მის სტატუსს. მაგრამ რადგან სკოლა ფუნქციონირებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებით და არ ხდება დამატებითი საათების დათმობა STEM საგნების მიმართულებით. ამიტომ გიმნაზია დიდი ხანია ცდილობს შეიცვალოს სახელი. მიმდინარე წელსაც ეს რჩება სკოლის ერთერთ ამოცანად. სკოლას წლების განმავლობაში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია:
• ათასწლეულის ინოვაციის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსში ნახევარფინალური ტური, „მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი“. გადავედით ფინალში - თბილისი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
• მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის ზონალური ტური „კესლერის სინდრომის თავიდან აცილების მეთოდი“ - აიღო პირველი ადგილი და მიგვიწვიეს რესპუბლიკურ ტურში. გადაეცათ სერთიფიკატი. ქუთაისი აწს
• თბილისი-ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსში, მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე - პირველი ადგილი
• ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსი - ფინალი „მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი“. -გადაეცათ სერთიფიკატი თბილისი - ფაბრიკა
• „მე ახალგაზრდა მეცნიერი“ - „მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი“. - მესამე ადგილი. თბილისი ფულადი ჯილდო 800 ლარი.
•
გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობენ „მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX), რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა და ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ასეთი გვყავდა ერთი მოსწავლე.
• შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალურ ტურში მონაწილეობა
• თიბისი ბანკის სტიპენდიანტი ნათია ფხაკაძე /ერთ წლიანი სტიპენდიით/.
• ეროვნულ ოლიმპიადაზე ისტორიაში მეორე ადგილზე გასული მოსწავლე
და 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე:
• ათასწლეულის ინოვაციის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსში ნახევარფინალური ტური 2023 „ჭკვიანი ხელჯოხი“ .
• რელიგიურ კონკურში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ გუნდი „იმედი“, დაჯილდოვდა ისრაელის-იერუსალიმის 7-დღიანი საგზურით (სასკოლო, მუნიციპალურ. რეგიონალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ ტურებში 1 ადგილის მოპოვებისთვის).
• თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონკურსში „დამიხატე რამე ქიმიური“ გამარჯვებული მოსწავლე
• საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთაა ასოციაციის კონკურსში „ზურგჩანთა“ გამარჯვებული მოსწავლეები.
• ქ.თბილისის ეროვნულ სასახლეში, ვახტანგ კოტეტიშვილის სახ.ახალგაზრდა ფოლკლორისტთა კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები.
• მათემატიკის მუნიციპალურ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების განსახორციელებისა სკოლაში პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაა საჭირო, სადაც პროცესები ორიენტირებული იქნება:
• სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგან და არა გარეგან მოტივაციაზე;
• ფორმალისტური ადმინისტრაციული ვალდებულებების შემცირებაზე;
• ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე და არა მკაცრ, ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ მიდგომებზე;
• მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე;
• ურთიერთდახმარებაზე და არა მასწავლებლებს შორის კონკურენციაზე;
• დეცენტრალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას და არა ცენტრალიზაციაზე.
მთავარი აქცენტი ამ დროს შინაგან მოტივაციაზე კეთდება. მასწავლებლებს შეუძლიათ დასახული ამოცანების შესრულება და ამ ამოცანების მნიშვნელობის დანახვა მთლიანი საქმისთვის. შინაგან მოტივაციას სწორედ ამ ორი ფაქტორის თანხვედრა იწვევს.
სასკოლო საზოგადოების ცხოვრების დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხები, რომლებიც მოსწავლის სწავლასა და განვითარებას უკავშირდება. შეთავაზებული ინსტრუმენტებიც - კომპლექსური დავალებები, თემატური მატრიცები, განმავითარებელ შეფასებასთან ერთად ამ მიზნით გამოიყენება. პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება სასკოლო თემის წევრებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართოა მასწავლებლების ჩართულობა.
სასკოლო კურიკულუმი - რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენს, რომელზეც შესაბამისი საგნის ყველა მასწავლებელი მუშაობს, ხოლო სასკოლო პროექტი კი სასკოლო თემის მაქსიმალური ჩართულობით ხორციელდება. სკოლა დეცენტრალიზაციის იდეას ეფუძნება. გიმნაზიამ როგორც ერთიანმა გუნდმა დამოუკიდებლად იზრუნა ლოკალურ დონეზე სასკოლო კურიკულუმის შესაქმნელად და საკუთარ სკოლაზე მორგებული თვითშეფასებისა და ხარისხის მართვის სისტემების ჩამოსაყალიბებლად.
გიმნაზია სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტულ, სახელოვნებო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით) საშუალებით ხელს უწყობს:
ა)ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის დამკვიდრებას სასკოლო საზოგადოებში;
ბ) გიმნაზიის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას;
გ)მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას;
დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;
ე)კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და შემწყნარებლობის დამკვიდრებას;
ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის;
თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას;
ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას.
გიმნაზიაში სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს ისეთი გამჭოლი უნარები და ღირებულებები, როგორიცაა: პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა, დროსა და სივრცეში ორიენტირება, კვლევა, ეთიკა, სწავლის სწავლა, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, წიგნიერება.
გიმნაზიამ 2023-2024 სასწავლო წელს, ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, სწავლა- სწავლების პრიორიტეტული თემებიდან აარჩია - კულტურული მრავალფეროვნება და სასკოლო საზოგადოებას შესთავაზა სასკოლო პროექტები შემდეგ თემებზე:
1) წიგნიერება ცვლის მომავალს;
2) შეხვედრა შემოქმედ ადამიანებთან.
პრიორიტეტული თემა და მისი მნიშვნელობა
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული განათლების სისტემის ამოცანები - განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დაუმკვიდროს ცხოვრების წესი, ჩამოაყალიბოს იგი აქტიურ, შემოქმედებით და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად, რომელსაც გააზრებული აქვს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა, შეუძლია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლასა და მასწავლებელს სთხოვს არა მხოლოდ საგნობრივი სტანდარტის შესრულებას, არამედ პრიორიტეტული თემის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.
პრიორიტეტულ თემებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, არამედ სასკოლო კულტურის განვითარების თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო სივრცეში რეგულარულად ხორციელდებოდეს პროექტები, რომელშიც სასკოლო საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას და რომლის წყალობითაც ის გარკვეულ კავშირებს შექმნის სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს სკოლა გადაიქცეს სოციალურ-კულტურულ სივრცედ.
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული განათლების სისტემის ამოცანები - განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, ამ უნარჩვევების განვითარებას ემსახურება: დიაგნოსტიკური წერა ინიცირდა ხარისხის მართვის მენეჯერის მიერ. რათა კიდევ ერთხელ დაგვედგინა მოსწავლეთა შესაძლებობები ერთიან განსხვავებულ გარემოში. მშობლებს და მოსწავლეებს სოციალური ქსელის საშუალებით წინასწარ ეცნობება ჩატარების დროის შესახებ. მიღებული შედეგები ითვლება პროცენტულად და ექვსი წერის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ორი მოსწავლე ერთი დაწყებითი და ერთი საბაზო დასაშუალო საფეხურიდა დაჯილდოვდება ფულადი პრემიით. დიდია ჩართულობა დიდია მოტივაცია .
სასკოლო პროექტი ,,წიგნიერება ცვლის მომავალს“ რომლის მიზანია: მოსწავლეები მიღებულ ინფორმაციას მისი აქტიური დამუშავების შედეგად გარდაიქმნიან ცოდნად, ისინი მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელებისთვის გამოიყენებენ
მოსწავლეთა პროფორიენტაციის და მათში ხელოვნების სიყვარულის გაღვივების , თითოეული ადამიანის საქმის სიყვარულის, რომელსაც ის ემსახურება მიზანი გახდა მეორე სასკოლო პროექტი.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მოსწავლეთა დამშობელთა ჩართულობით შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის შემოქმედ ადამიანებთან, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრ ედუარდ უგულავასთან. მარინა ბოგვაძესთან, ხონის კულტურის ცენტრის მსახიობებთან ამავე ცენტრის ლიტერატურის ხელმძღვანელთან, მეფუტკრე გიორგი ლაკვეხელიანთან, ექიმთან, სამხედრო პირებთან შეხვედრები გაიმართება სკოლის სააქტო დარბაზში, რომელთა ფორმატი დისკუსია და საღამო იქნება.
სასკოლო პროექტები ფორმალურ განათლებაში განხორციელდება კომპლექსური დავალებების შესრულებით, სადამრიგებლო პროგრამებში ჩაშენებული აქტივობების განხორციელებით, ხოლო არაფორმალურ განათლებაში - სპორტული, სახელოვნებო, საწრეო (მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით). დაგეგმილი პროექტები განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
სასკოლო პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია შემდეგ საკვანძო საკითხები:
• რამდენად ორიენტირებულია სასკოლო პროექტი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე;
• რამდენად ორიენტირებულია პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან/ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე;
• უწყობს თუ არა პროექტი ხელს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას;
• რამდენად გამოკვეთს პროექტი ინტერდისციპლინურ კავშირებს, ასევე კლასებს/საფეხურებს შორის კავშირებს;
• რამდენად ითვალისწინებს პროექტი გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) თანამშრომლობას და სასკოლო საზოგადოების/თემის ჩართულობას;
• რამდენად ავითარებს პროექტი თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს;
• რამდენად ითვალისწინებს სასკოლო პროექტი ფორმალური და არაფორმალური განათლების კომპონენტს;
• რამდენად აქვს ყველა მოსწავლეს თანაბრად ჩართვის შესაძლებლობა;
• რამდენად მოაიაზრებს პროექტის იდეა და შედეგები კავშირს გიმნაზიის განვითარებასთან.
სასკოლო სასწავლო გეგმას თან ერთვის(დანართი 1) სასკოლო პროექტები
II. სწავლა-სწავლების პროცესი
ფორმალური განათლება
1. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
გიმნაზიაში სწავლება-სწავლის მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს სასიცოცხლო და ინტელექტუალური უნარების განვითარება. მათ შორის ჯანსაღი უსაფრთხო ცხოვრების, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების აღმოჩენისა და გამოსავლის ძიების, ამოცანის დასმისა და გადაჭრის, არგუმენტებისა და მსჯელობა-დასაბუთების, შეფასების, წარდგინება- პრეზენტაციის და სხვა. შესაბამისად მასწავლებელი უნდა ფლობდეს და იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებსა და მეთოდებს. მათ შორის: აზროვნების განვითარებაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენის გზით სწავლება, თანამშრომლობის გზით სწავლება, პრაქტიკული სწავლება, გამოცდილებაზე დამყარებული სწავლება და სხვა.
ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სწავლა- სწავლების დროს.
სწავლა მიმდინარეობს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.
სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებას და შეხედულებებს.
განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მისაცემად გიმნაზია ზრუნავს მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას.
მყარი და დინამიური ცოდნის მისაცემად გიმნაზია უზრუნველყოფს სიღრმისეულ სწავლებას, რაც გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას,ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენას და საერთო ასპექტების დამუშავებას.
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, მის საჭიროებაში, კავშირს გიმნაზიაში მიმდინარე საქმიანობასა და გიმნაზიის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
გიმნაზია უნვითარებს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევებს, ამავე დროს უზრუნველყოფს მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნას. მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
2. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
სასწავლო წელი დაიწყება 2023 წლის 15 სექტემბერს და დამთავრდება 2024 წლის 15 ივნისს, გარდა I და XII კლასებისა. არდადეგების დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება კანონმდებლობით. ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისათვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასისთვის 30 კვირაზე ნაკლები.
სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ჰყოფს საშობაო არდადეგები.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გიმნაზიაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;
სასწავლო წლის ხანგრძლივონა და კალენდარი .
დანართი 1.
სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები 15. 09. 23- 14. 06. 24
პირველი კლასისთვის სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები 15.09.2023 – 27.05.2024
I სემესტრის დაწყებისა და დამთავრების თარიღები 15. 09. 23 - 29. 12. 24
II სემესტრის დაწყებისა და დამთავრების თარიღები 15. 01. 24 - 14. 06. 24
სასწავლო წლის დაწყება დამთავრების თარიღები
XII კლასისთვის 15. 09. 23 – 20. 05. 24
ზამთრის არდადეგები
30. 12. 2023 - 14. 01. 24
საგაზაფხულო არდადეგები
დანართი 2
უქმე დღეები
14.10.2023 სვეტიცხოვლობა
23.11.2023 გიორგობის დღე
19.01.2024 ნათლიღება
03.03.2024 დედის დღე
08.03.2024 ქალთა საერთაშორისო დღე
09.04.2024 საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის
მიღების დღე, სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონებისდღე
12.05.2024 ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
26.05.2024 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
03-06.06.2024 სააღდგომო არდადეგები
გიმნაზიაში სწავლება ხორციელდება ერთ ცვლაში, სასწავლო პროცესი იწყება 09:00 სთ-ზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა II- XII კლასებში განისაზღვრება 45 წუთით, ხოლო პირველ კლასში გაკვეთილი მიმდინარეობს 35 წუთი და ერთი შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 10 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი. გიმნაზიამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) გაკვეთილების ხანგრძლივობა.
II- XII კლასებში კი ერთი შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 15 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობაა 5 წუთი.
გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი. გიმნაზიამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) გაკვეთილების ხანგრძლივობა. კლასებში სწავლობენ სხვადასხვა ნიჭისა და უნარის, ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები.
დანართი 3.
სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:
I კლასისთვის გაკვეთილების ხანგრძლივობა 35 წუთი
NN დაწყება დამთავრება შესვენება
1 9:00 9:35 10 წთ
2 9:45 10:20 10 წთ
3 10:30 11:05 10 წთ
4 11:15 11:50 10 წთ
5 12:00 12:35
II - XII კლასისთვის
გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთი
NN დაწყება დამთავრება შესვენება
1 9:00 9:45 5 წთ
2 9:50 10:35 5 წთ
3 10:40 11:25 15 წთ
4 11:40 12:25 5 წთ
5 12:30 13:15 5 წთ
6 13:20 14:05 5 წთ
7 14:10 14:55
მოსწავლეთა რაოდენობა
გიმნაზიის ნორმატიული აქტის - დებულების საფუძველზე, დაწყებით საფეხურზე (I- VI კლ) მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 20 მოსწავლით, ხოლო საბაზო (VII- IXკლ) და სა