სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში
მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება. დღეს შევაჯამებთ გიმნაზიის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიან სამოქმედო გეგმას და შევაფასებთ განვლილ მუშაობას.
2023-2024 სასწ. წელი სავსე იყო სიახლეებით, რომელიც საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა. სიახლეებთან ადაპტაცია სასწავლო პროცეს ქმნის უფრო მოქნილს და საინტერესოს. ამიტომ ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ჩავრთულიყავით ამ პროცესში. პირველი გამოწვევაა შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმაზე გადასვლა.
სასწავლო წლის დასაწყისში გიმნაზიაში დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი. შემუშავდა ჯგუფის სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერა შესასრულებელი სამუშაოს ეტაპები და ვადები. პირველ რიგში, სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფმა გადახედა არსებულ მისია, ხედვა და ღირებულებებს, შეიტანა მასში შესაბამისი ცვლილებები. ჩამოყალიბდა ახალი ვერსია, რომელიც გასაცნობად გადაეგზავნა სასკოლო საზოგადოებასა და თემს. დაბრუნებულმა უკუკავშირმა ცხადყო, რომ გიმნაზიის მიერ შემუშავებული მისია, ხედვა და ღირებულებები მოსაწონი და მისაღებია საზოგადოებისთვის და ამართლებს გიმნაზიის ფუნქციონირებას. გიმნაზიის შიდა და გარე ფაქტორების გასაანალიზებლად სამუშაო ჯგუფმა შექმნა SWOT ანალიზის კითხვარი. რომელიც ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფებისგან კონკრეტული ფაქტორების შეფასებას და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას. კითხვარი გადაეგზავნა გიმნაზიის ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, კურსდამთავრებულებს და თემის წარმომადგენლებს შესაფასებლად. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 65-მა რესპოდენტმა.
სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფმა გააანალიზა გამოკითხვის შედეგები და გამოკვეთა გიმნაზიის შიდა ფაქტორები(ძლიერი და სუსტი მხარეები) და გარე ფაქტორები (შესაძლებლობები და საფრთხეები). ამ ფაქტორების გათვალისწინებით შემუშავდა სტრატეგიული გეგმა, სადაც გაიწერა სტრატეგიული მიზნები და ამ მიზნების შესაბამისი ამოცანები. განისაზღვრა ხუთი ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რომლის შესრულებისკენ განაგრძნობს სვლას მომავალი შვიდი წლის (2023/2024-2029/30 სასწავლო წელი) განმავლობაში:
გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება;
ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება
პედაგოგების პროფესიული ზრდა და განვითარება
პარტნიორული ურთიერთობები.
სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი, სადაც დეტალურად გაიწერა ის აქტივობები, რომელთა შესრულებასაც გეგმავდა 2023-2024 სასწ. წელს. გიმნაზიის სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფი ახორციელებს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შექმნის პროცესს, შესრულების მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოების შეფასებასა და საჭიროებისამებრ მათ კორექტირებას. სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის განხილვას და შესრულებული სამუშაოს შეფასებას. სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმას აფასებს წელიწადში ერთხელ ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას. მონიტორინგის დროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის შესრულების შემოწმება ხდება შესაბამისი ინდიკატორით და მიენიჭება შესრულების შესაბამისი სტატუსი. ხოლო სტრატეგიული განვითარების გეგმის მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება სტრატეგიული გეგმის მოქმედების პერიოდში ორჯერ, მისი განხოცრილების შუაში და ბოლოს.
გარდა საკანონმდებლო ბაზისა სწავლა/სწავლების პროცესს სკოლაში არეგულირებს სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე , საგნობრივ კათედრებზე, დირექციის ჩართვით, შემუშავდა, დამტკიცდა და არის მოქნილი და მორგებული სკოლის საჭიროებებზე და პასუხობს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას.
სკოლამ რომ გამართულად იფუნქციონიროს აუცილებელია ყველა მმართველი რგოლი მუშაობდეს კარგად და კოორდინებულად. ერთ-ერთი ასეთი მმართველი რგოლია პედაგოგიური საბჭო. წლის განმავლობაში არ ჩავარდნილა არცერთი სხდომა, რომელიც დაგეგმილი და გაწერილი იყო პედსაბჭოს სამოქმედო გეგმაში.
გიმნაზიაში ფუნქციონირებს ექვსი კათედრა - დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა.
სასწავლო წლის დასაწყისში კათედრებმა დებულებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. შევეცდებით შევაფასოთ მათი მუშაობა განვლილი სასწავლო წლის მანძილზე.
სასწავლო სწავლის დაწყებამდე ყველა კათედრის პედაგოგებმა . SWOTანალიზის საფუძველზე მოახდინეს 2023-2024 სასწავლო წლისთვის პრიორიტეტული საკითხების განხილვა.
1. კათედრის სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა -დამტკიცება
2. გრიფმინიჭებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხის გაცნობა - დამტკიცება;
3. პედაგოგებისთვის საათების განაწილების პროექტის წარდგენა.
4. შეფასების კრიტერიუმების განხილვა - დამტკიცება;
5. 2023-24 სასწავლო წლის სამუშაო კალენდრის განხილვა;
7. საგნობრივი კურიკულუმების შემუშავება და დამტკიცება;
8. წლის განმავლობაში ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგის განხილვა-დამტკიცება;
9. სქემით გათვალისწინებული სტატუსის შესაბამისი გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარება;
10. შემაჯამებელი დავალებების განრიგის შედგენა.
11. ელექტრონულ ჟურნალებზე წარმოების წესის შეხსენება;
12. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევნები.
დაწყებითი საფეხურის კათედრა (I-IV) წარმოადგენს: ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა გაერთიანებას. ყველა პედაგოგი აწარმოებს ელექტრონულ პორტფოლიოს. წლის დასაწყისში კათედრაზე შემუშავდა და დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი გრიფირებული და დამხმარე
სახელმძღვანელოების ნუსხა, განაწილდა საათები. ესგ-ით განსაზღვრულ საათობრივ დატვირთვას I-VI კლასებში დაემატა ერთი საათი რელიგია. ასევე მოხდა კათედრის სამოქმედო გეგმის განხილვა - დამტკიცება, შეიქმნა კურიკულუმები, შეირჩა საჭირო რაოდენობის კომპლექსური დავალებები, დავალებების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები.შეიქმნა შემაჯამებელ დავალებატა ჩატარების გრაფიკი, რომელიც საორიენტაციოა და ჩასატარებელ რიცხვებში შესაძლებელია მოგვცეს ცვლილება
კათედრის წევრების მიერ შემუშავდა სქემით გათვალისწინებული სტატუსის შესაბამისი შესაფასებელი გაკვეთილები და ურთიერთდასწრების ჩატარების განრიგი. I-II-III-IV კლასებში პედაგოგებმა ჩაატარეს დაგეგმილი გაკვეთილები სხვადასსხვა საგანში, რის შემდეგაც მიიღეს უკუკავშირი შეფასებისა და მხარდამჭერი ჯგუფის წევრის მხრიდან.ასევე კათედრაზე მუშაობდა მაძიებელი მასწავლებელი, რომელიც ტუტორისავ და კათედრის წევრებისგან იღებდა კონსულტაციებს და მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების უკუკავშირს,
I-IV კლასებში პედაგოგები აქტიურად ატარებდნენ საინტერესო აქტივობებს სხვადასხვა საგნებსა თუ სადამრიგებლო თემების განხილვის დროს. ისინი აქტიურად არიან ჩართული საკლასო და სასკოლო პროექტებში. I-IVქართულ ენასა და ლიტერატურაში განხორციელდა “იაკობ გოგებაშვილის კვირეული,“ ღონისძიება „ანბანის შემობრძანება,“ „დედის დღე,“ შემოდგომა,“ „საახალწლო ზეიმი,“ „ანბანის გაცილება.“ II კლასში - ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „დედამიწის სათი“, „დედის დღე“, „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“, „იდეალური მასწავლებლის რეცეპტი“, „საჯაროდ კითხვის დღე“, „დავიცვათ მშობლიური ენა ბარბარიზმებისგან“. ღონისძიება: ინგლისური ანბანის გაცილება.
III კლასში „შემოდგომის დღეები,“ „დედის დღე,“ „აბრეშუმის გზა.“
IV კლასი “გავუფრთხილდეთ ბუნებას,“ „ადამიანებისა და ცხოველების მეგობრობა,“ „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს,“ „ერეკლე მეფე,“ „დედის დღე,“ „იაკობ გოგოებაშვილის კვირეული, ხოლო ღონისძიებები: “საახალწლო ზეიმი,“ „საგაზაფხულო ზეიმი“ და ინგლისური ანბანის გაცილებაში მონაწილეობა მიიღო ამ საფეხურის ყველა კლასმა. მათემატიკაში - შიდა საკლასო - ვიქტორინა კონკურსები, ,,სივრცითი გეომეტრიული ფიგურები“. ბუნებისმეტყველება- შიდა საკლასო პროექტი ,,ცხოველები ჩვენს ირგვლივ“
კათედრის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. კათედრის მიერ დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა შესრულდა . კათედრის გამგემ თავის მოხსენებაში უფრო დეტალურად განიხილა მათ მიერ შედგენილი გეგმის შესრულების ხარისხი.
ქართული ენისა დალიტერატურის კათედრა V -XII მასწავლებლებისაგან შედგება. თითოეულმა მასწავლებელმა სასწავლო წლის განმავლობაში გადაფარა ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, რომელიც მათ კურიკულუმებში აისახა. განიხილეს და აირჩიეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები. ჩატარდა , როგორც ურთიერთდასწრების ასევე სკოლის ხარისხის ჯგუფის მიერ დაკვირვების ქვეშ მყოფი პედაგოგთა გაკვეთილები. კათედრის პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში. მონაწილეობა მიიღეს კონკურსების ,,ტვინების ბრძოლა და ,,რა,სად,როდის“ ორგანიზებაში. გაომარჯვეს
V დაVIII კლასის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს მუნიციპალურ ტურში და შემდეგ ქვეყნის მაშტაბით მეხუთე ადგილი.ასევე სასკოლო პროექტ - შეხვედრები მუნიციპალიტეტის შემოქმედი ადამიანებთან - გურანდა ცაგურიამ მოსწავლეების პროფორიენტაციისა და პოეზიისზდმი დიდი სიყვარულის მიზნით განახორციელა მთელი სკოლის მონაწილეობით ორი შეხვედრა წიგნის ავტორებან და მოახდინა მათი წიგნების საუკეთესო პრეზენტაცია ედუარდ უგულავას ---ლექსების კრებული და მარინა გობაძის -„ერთი უბრალო ქალი ვარ“ .
IX კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ელისო ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით ჩაატარეს არაჩვეულებრივი საღამო ,პოეზია სიყვარულია“ ასევე განახორციელეს პროექტები: ,,სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება“, ,,ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“, ,,ჩვენი დროის ათი მცნება“. VII კლასში -: ,,ჩემი გალაკტიონი“ , ,,გალაკტიონის პოეზია“, ,,პოეზიის მეფე“,,,აფხაზეთი საქართველოა“ , ,,ჩემი აფხაზეთი“ VI კლასში - არა ბარბარიზმებს“, ,,ჩემი ვეფხისტყაოსანი“, ,,ვეფხისტყაოსნის აფორიზმები“, ,,ქართული ენის მართლწერა“.
მშობლები ჩართულნი არიან სასკოლო ცხოვრებაში. მშობელმა ნანა ხუნდაძემ სკოლას უსაჩუქრა მხატვრული ლიტერატურის წიგნადი ფონდიდან წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, როთაც გაამდიდრა სკოლის ბიბლიოთეკა. ასევე ჯანსაღი კვებისა და პროფორიენტაციის მიზნით ფარგლებში მეექვსე კლასის ორმა მშობელმა მოსწავლეები მიიწვიეს თავიანთ საოჯახო სასტუმროში.
მასწავლებლებმა მცირედი ცვლილებებით ჩაატარეს კურიკულუმით განსაზღვრული შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებები
მოსწავლეები მონაწილეობდნენ სასკოლო პროექტ ,,დიაგნოსტიკური წერა“
კათედრის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. კათედრის მიერ დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა შესრულდა . კათედრის გამგემ თავის მოხსენებაში უფრო დეტალურად განიხილა მათ მიერ შედგენილი გეგმის შესრულების ხარისხი. და წარმოადგინა swot ანალიზი
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა ეს კათედრა აერთიანებს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის,მეწარმეობის,გარემო და მდგრადი განვითარება, ჭადრაკი,ქიმიური ტექნოლოგიები, მათემატიკისა და ისტ ის მასწავლებლებს. ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები აისახა თითოეულის კურიკულუმებში, თუმცა მათი ფორმირება ცოცხალი მექანიზმია და პედაგოგებს შეუძლიათ კლასტერის მიხედვით დაალაგონ თემები და განსახილველი საკითხები. შეიქმნა შემაჯამებელი სამუშაოების განრიგი. კათედრას ჰყავდა მაძიებელი მასწავლებელი ეთერ აბზიანიძე, რომელსაც ტუტორობას უწევდა უფროსი მასწავლებელი და ხარისხის მართვის მენეჯერი გულნარა ბარაბაძე.მაძიებლის მიერ ჩატარდა 10 გაკვეთილი. მასწავლებელმა კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და აიმაღლა სტატუსი. რაც ასევე შედეგი იყო გაკვეთილებზე ურთიერდასწრებისა და ე.წ ,,კრიტიკული მეგობრის“ სტრატეგიას.
კათედრაზე მუშაობს ორი წრე ქიმიისა და მათემატიკის..
ფიზიკისა და ქიმიის წრის მოსწავლეების ერთმანეთთან ინტეგრაციით. ხონის სასამართლო დარბაზში ჩატარდა ,,სასამართლო ჟოფრეი (როგორც ალქიმიკოსის)დე პეირაკის და ხახუნის ძალის“ პროექტში მონაწილეობდნენ VIII – IX – X - XI კლასის მოსწავლეები. ასევე ჩატარდა მინი კონფერენცია: სამი ვაშლი და მენდელეევის პერიოდული სისტემა.
ისტ სწავლება გამოწვევაა ყველა კლასისთვის მასწავლებელმა კომპლექსური დავალებებით გათვალისწინებული პრეზენტაციები მოაწყო, რომელსაც ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება.
მათემატიკაში ჩვენი სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად ხორციელდება მუნიციპალური პროექტი ,,ტესტირება მათემატიკაში“ მოსწავლეები ჯილდოვდებიან დიპლომებით. ჩართულობა მაღალია მიმდინარე სასწავლო წელს პროექტში სამასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ქალაქის მერმა მოსწავლეებს მომავალი წლიდან ფასიანი საჩუქრები დაპირდა, რითაც მოტივაცია კიდევ უფრო მაღალი გახდება. მატემატიკაში განხორციელდა ღია გაკვეთილი ,,დიაგრამები“, ,,კონკურსი ,,პატარა მათემატიკოსი“ ,,შეკრების კანონები“ , ,,მარტივ რიცხვთა ცხრილი“, ,,გეომეტრიული ფიგურების პერიმეტრი“.,,კონფერენცია ,,ქართველი მათემატიკოსები“, ,,ზომის ერთეულები“
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგნობრივ ოლიმპიადაში. პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის კონკურს ,,ზურგჩანთა“ში
ბიოლოგიის მასწავლებელმა განახორციელა საკლასო პროექტები:„ჩვენ და ენერგია“, ,,ეკოლოგიურად სუფთა გარემო” განახორციელა სასკოლო პროექტები:-გამწვანების აქცია, ,,ბიომრავალფეროვნება”სასკოლო პროექთ ,,შეხვედრები შემოქმედ ადამიანებთან“ ფარგლებში .პროფორიენტაციის მიზნით საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნა ცნობილი მეფუტკრე, რომელმაც მოსწავლეებს საჩუქრებიც დაურიგა.
X კლასში ისწავლება მეწარმეობა ჯუნიორ ევჩინმენტი საქართველოს ხელშეწყობით. ესთეტიკის კათედრასთან შეთანხმებული მუშაობით ჩამოყალიბდა მინი კომპანია ,,კრეატივი“ რომელიც ყოველწლიურად მონაწილოებს საქართველოს მაშტაბით სამეწარმეო განათლების კონკურს ,,მინი კომპანიების გამოფენა გაყიდვა“
მოსწავლეები ჩაბმულნი არიან სასკოლო პროექტ დიაგნოსტიკური წერა და ,,შეხვედრები შემოქმედ ადამიანებთან“
კათედრის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. კათედრის მიერ დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა შესრულდა . კათედრის გამგემ თავის მოხსენებაში უფრო დეტალურად განიხილა მათ მიერ შედგენილი გეგმის შესრულების ხარისხი და წარმოადგინა swot ანალიზი
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა: კათედრა აერთიანებს ისტორიის, მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს,საქართველოს ისტორია მოქალაქეობის, ,სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, რელიგიის და გეოგრაფიის მასწავლებლებს. მასწავლებლებმა იმუშავეს და ადაპტირება გაუკეთეს თავიანთ საგნობრივ კურიკულუმებს მესამე თაობის ახალ ეროვნულ გეგმასთან მიმარტებაში. ჩატარდა შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებები. შემაჯამებელი დავალებები ჩატარდა დაგეგმილი რაოდენობების შესატყვისად. კათედრაზე მუშაობდა მაძიებელი მასწავლებელი ანასტასია კოპალიანი, რომელმაც პედაგოგიური პრაქტიკის კურსი სკოლაში გაიარა, ამიტომ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება და მისგან მიღებული უკუკავშირი მრავალფეროვანი იყო. მასწავლებელმა წარმატებით გაიარა ეს კურსი და აიმაღლა სტატუსი. რელიგიის სწავლება კვირეული დატვირთა 1 სთ - ით მიმდინარეობს
გეოგრაფიის მასწავლებელმა აქტიურად იმუშავა კომპლექსური დავალებების მიართულებით. მიიღო მონაწილეობა პროექტ ,,დედამიწა ჩემი სახლია“ ,,ეზოს გამწვანება“
მოსწავლეები მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადაში.
რელიგიის მიმართულებით სკოლაში მუშაობს ორი წრე დაბალი და მაღალი ასაკობრივი ნიშნით გაერთიანებული მოსწავლეები. თითოეულ ჯგუფში 10 მოსწავლეა. შიდა ტესტირების საფუძველზე შეირჩევა 4 მოსწავლე,რომელიც მონაწილეობას იღებს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ფრთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ პედაგოგ ნინო გვილავას თაოსნობით უკვე ოთხჯერ გაიმარჯვეს და მოილოცეს წმინდა მიწა. მხოლოდ გამონაკლისია ერთი .ისრაელში შექმნილი რთული სიტუაციის გამო მოსწავლეებმა მოილოცეს იტალია. მიმდინარე სასწავლო წელს გუნდი ,,კარიჭე“ მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა და საპატრიარქოს მხრიდან დაჯილდოვდა ტაო-კლარჯეთის მოლოცვით.
ისტორიის საგაკვეთილო პროცესი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით.
კათედრის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. კათედრის მიერ დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა შესრულდა . კათედრის გამგემ თავის მოხსენებაში უფრო დეტალურად განიხილა მათ მიერ შედგენილი გეგმის შესრულების ხარისხი და წარმოადგინა swot ანალიზი
ესთეტიკის კათედრა: კათედრა აერთიანებს სპორტის, მუსიკის, ხელოვნების მასწავლებლებს. მასწავლებლებმა იმუშავეს და ადაპტირება გაუკეთეს თავიანთ საგნობრივ კურიკულუმებს მესამე თაობის ახალ ეროვნულ გეგმასთან მიმარტებაში. ჩატარდა შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებები. შემაჯამებელი დავალებები ჩატარდა დაგეგმილი რაოდენობების შესატყვისად.
სპორტის მასწავლებლის როლი ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში დიდა, დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეტა ზრდა განვითარებას. სკოლამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროექტებში: გოგონათა ფეხბურთი. ( სასკოლო პროექტი)მაგიდის ჩოგბურთი, სასკოლო ოლიმპიადა ფეხბურთში (მუნიციპალიტეტი). ჭადრაკში. სადაც ვინაწილებს პირველ მეორე და მესამე ადგილებს.
მუსიკის მასწავლებლის აქტიური ხელშეწყობით დასხვა მასწავლებლებთან ინტეგრაციით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, ანბანის გაცილება ქართულსა და უცხოენაში, გაზაფხულის ზეიმი. ბოლო ზარი
ხელოვნების კუთხით სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენა, ასევე ნინო წივწივაძის პერსონალური გამოფენა.
გიმნაზიაში განხორციელდა ორი სასკოლო პროექტი-პრიორიტეტი კულტურული მრავალფეროვნება (გამჭოლი მიზანი წიგნიერება).
1. „წიგნიერება ცვლის მომავალს“;
2. „შეხვედრები მუნიციპალიტეტის შემოქმედ ადამიანებთან“;
სწავლა სწავლების მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხის მართვის მენეჯერის მიერ დაგეგმილ დიაგნოსტიკური წეებებს. ჩატარდა ექვსი წერა. ტესტები შედგა საგნის მასწავლებლების მიერ. ტესტირების შედეგები ფიქსირდებოდა I-V და VI-XII კლასის მოსწავლეებს შორის. ტესტირების მიზანი იყო მოსწავლეტა ცოდნის დიაგნოსტირება და მათი განვითარების მიმართულებით ამოცანების დასახვა და სკოლის საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა ტესტირების შედეგები ასეთია:
ტესტირების შედეგები 1-5 კლასი
სახელი გვარი კლასი 1 2 3 4 5 6 შედეგები ადგილი
1 ანდრია ბერია II 95,55 100 92,85 87,5 84,61 86,73 91,21 1
2 ---- ---- I 77,419 88,89 100 80 100 83,33 88,27 2
3 ---- ---- IV 88,679 73,07 73,33 89,13 95 89,36 84,76 3
4 ---- ---- III 84,48 71,875 83,87 89,65 92,85 78,84 83,595 4
5 ---- ---- III 79,31 65,625 87,1 75,86 92,85 61,53 77,04 5
6 ---- ---- IV 71,698 61,53 70 82,60 90 80,85 76,113 6
7 ---- ---- II 82,22 53,84 73,8 89,58 76,92 79,24 75,93 7
8 ---- ---- V 64,51 63,63 82,22 81,08 85 74,35 75,131 8
9 ---- ---- IV 69,81 57,69 70 86,96 75 78,72 73,03 9
10 ---- ---- V 77,419 63,63 88,89 66,21 80 61,54 72,997 10
ტესტირების შედეგები 6--11
სახელი გვარი კლასი 1 2 3 4 5 6 შედეგები ადგილი
1 გიგი კაკაბაძე VIII 93,33 76,31 94,28 71795 72 74,28 80,33 1
2 ---- ---- VII 69,51 89,189 81,25 51,35 93,33 65,7 75,04 2
3 ---- ---- VII 63,41 62,16 59,375 70,27 86,67 71,42 68,88 3
4 ---- ---- IX 73,91 88,57 - 73,17 80,76 85 66,9 4
5 ---- ---- VII 73,33 75 60 53,84 52 68,57 63,78 5
6 ---- ---- VI 60,869 63 39,39 65,52 82,35 52,5 60,56 6
7 ---- ---- VI 69,56 47,82 66,67 81,03 58,82 37,5 60,23 7
8 ---- ---- VI - 78,26 66,67 86,20 82,35 47,5 60,16 8
9 ---- ---- X 65,11 - 49 78,95 76,2 74,28 57,26 9
ტესტირების შედეგების გათვალისწინებული პირველ ადგილზე მყოფი ორი მოსწავლე დაჯილდოვდა ფულადი პრემიით და მიენიჯათ სკოლის საუკეთესო მოსწავლის წოდება
2 სასკოლო პროექტი შეხვედრები მუნიციპალიტეტის შემოქმედ ადამიანებთან „ მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პროფორიენტაციას, შემოქმედებითი უნარების განვითარებისკენ მიმავალი გზის დაგეგმვას. უღვივებდა მოსწავლეებს პოეზიისა და სხვა საქმისადმი სიყვარულს.
პროექტის ფარგლებში გაიწერა სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც დიდი იყო თემისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობა: ა)I-XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დაიგეგმა შეხვედრა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრ პოეტ ედუარდ უგულავასთან. მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით მის ახალ, საპრეზენტაციო წიგნში არსებული ლექსები შეარჩიეს და პოეტის წინაშე წარადგინეს. შეხვედრა საინტერესო და ემოციური იყო
ბ) V-Xკლასის მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა ქალბატონ მარინა ბოგაძის ,,ერთი უბრალო ქალი ვარ“ წიგნის პრეზენტაცია
გ) V-XI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ მეფუტკრე გიორგი ლაკვეხელიანი, რომელთან შეხვედრა დისკუსიით წარიმართა მოსწავლეები აქტიურდ ჩაერთვნენ დისკუსიაში ბოლოს კი მეფუტკრემ ყველა მონაწილეს საჩუქარი გადასცა.
დ)I – XII კლასის მოსწავლეებთან სააქტო დარბაზში განხორციელდა შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სახალხო დასთან, რომლებიც ლექსებითა და მონოლოგებით წარდგნენ მოსწავლეების წინაშე. მოსწავლეებსაც მომზადებული ჰქონდათ ანალოგიური აქტივობები. შეხვედრა პოზიტიურ გარემოში წარიმართა
ე) V-XI კალსის მოსწავლეები შეხვდნენ ხონის კულტურის სახლის ლიტერატურული ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მაკა მონიავას. მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს ო ჰენრის ,,მოგვთა საჩუქარი“. ქალბატონმა მაკამ შეხვედრაზე ემოციურად წაიკითხა აღნისნული ნაწარმოები. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ,,ჩვენი ჯარი"-ს ფარგლებში დღეს, 16 მაისს სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალ-სპეციალისტი მამუკა კაპანაძე და კაპრალ-სპეციალისტი გაგა ხუბუკელაშვილი.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
ზ),, ჩემი პირველი ტრამვა“ სტუმრად ხონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფო ევექსის დირექტორ ბატონ მათე ჩანქსელიანთან.
თ) XI- XII კლასის მოსწავლეების შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
პროექტი საინტერესო და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოვიდა. შედეგები:
მოსწავლეებში აამაღლა სიყვარული ხელოვნებისადმი
სიყვარული იმ საქმისადმი, რომელსაც ეს ადამიანები ემსახურებიან.
პროექტი,,: წიგნიერება ცვლის მომავალს“,რომლის მიზანია;მოსწავლეები მიღებულ ინფორმაციას მისი აქტიური დამუშავების შედეგად გარდაიქმნიან ცოდნად,. ისინი მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელებისთვის გამოიყენებენ. ეჩვევიან თემთან ურთიერთობას.
პროექტი განხორციელდა ყველა კლასში დამრიგებლებმა მოსწავლეებთან , მშობლებთან და მასწავლებლებთან შეთანხმებით შეარჩიეს სასწავლო წლის მანძილზე საკითხავი ლიტერატურა. წაკითხული ნაწარმოების შემდეგ კლასის საათის ფარგლებში მიმდინარეობდა დისკუსია. შერჩეული ლიტერატურის განხილვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სკოლის ბიბლიოთეკა ვერ აკმაყოფილებთა რესურს. ამითომ ხონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკასთან მჭიდრო კავშირით , განსაკუთრებით საშშუალო და საბაზო მოსწავლეებმა ისარგებლეს. რისთვისაც ქ. ხონის ბიბლიოთეკის წარმომადგენლება მადლობა გადაუხადეს სკოლას და მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებიც ბიბლიოთეკას აქტიურად სარგებლობდნენ. ასევე პროექტის ფარგლებში მშობელთა ჩართულობით მეხუთე კლასში საჩუქრად გადასცემდნენ დაბადების დღეებზე წიგნებს. მშობელთა სათათბიროს გადაწყვეტილებით და გიმნაზიის დირექტორთან შეთანხმებით მშობლებმა გადაწყვიტეს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება, რაც განხორციელდა.
ხარისხის მართვის მენეჯერთან მომუშავე ჯგუფმა მონიტორინგი გაუწია კათედრების საქმიანობას. შეაფასა და გასცა რეკომენდაციები მათი მომავალი წარმატებისა და განვითარებისთვის.
რეკომენდაციები:
1. გაგრძელდეს ,,კრიტიკული მეგობრის „ სტრატეგიით გაკვეტილებზე ურთიერთდასწრება
2. პედაგოგები ჩაერთონ ,,შეფასების“ ტრენინგებში
3. შეიქმნას კლუბები
4. შემუშავდეს მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობია მექანიზმი
5. განავითარეთ კურიკულუმები და მაქსიმალურად განახორციელეთ კომპლექსური დავალებები
მთელი სასწავლო წლის მანძილზე მასწავლებლები მუდმივად ეძებდნენ პრობლემების გადაჭრის გზებს; დირექციისგან მუდმივად ვღებულობდით სასკოლო პროცესისათვის საჭირო მასალებს, თვალსაჩინოებებს, საბედნიეროდ არსებული მედიათეკა, რომელიც სააღმზრდელო პროცესებსაც კი განსაზღვრავდა, კოორდინირებულად მუშაობდა კათედრის წევრებთან.
2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში გვქონდა შეტანილი საკითხი ახალი წესდების შესახებ, და ამჟამად სტანდარტული წესდებით ვხელმძღვანელობთ. ახალი 7 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიღების
შინაგანაწესი და დებულება წარმოადგენს მმართველობით დოკუმენტს, რომელიც პერიოდულად ითხოვს განახლებას, ცვლილებების შეტანას და მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები შევიდა დებულებასა და შინაგანაწესში.
მოხდა ძირითადი და დამხმარე მარეგულირებელი დოკუმენტების გადამუშავება და დამტკიცება, ეს დოკუმენტებია:
მმართველობითი: კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია; მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია;
ძირითადი:კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია; შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი;(მოგვიანებით)
დამხმარე : ადამიანური რესურსების მართვის დოკუმენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი; მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის დოკუმენეტი; მოსწავლეთა ჩარიცხვის , საფეხურის დაძლევის, მობილობის და სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი. მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმები; მოსწავლეთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ჯგუფის დებულება; სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები, სამუშაო აღწერილობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საგანგებო მართვის გეგმა;
მნიშვნელოვანი რგოლი სასკოლო ცხოვრებაში არის მშობელთა სათათბირო, რომელიც ასევე არჩევითი ორგანოა. მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ასევე არაფორმალურ განათლებაში, რომ განამტკიცოს გიმნაზიასა და ოჯახს შორის უწყვეტი კავშირი. გიმნაზიის მშობელთა სათათბირო დაკომპლექტებულია თითოეული კლასის წარმომადგენლით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, ვუსმენთ მათ, ვღებულობთ მათგან რეკომენდაციებს. შესაბამისად ჩვენს გამორჩეულ სასკოლო კულტურას სწორედ ეს განაპირობებს. მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლ