დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის ბრძანება
N 2-11 12.04.2024.
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი
ხონი
2023- 2024 სასწავლო წელი
სარჩევი
თავი 1. --------------------------------------------------------------------------------------------------------3
მუხლი 1. ზოგადი დებულებები -----------------------------------------------------------------------3
თავი 2 ---------------------------------------------------------------------------------------------------------------3
მუხლი 2. ვერიფიკაციის პროცედურა, მიმართულებები და პრინციპები ------------------------ 3
მუხლი 3. ვერიფიკაციის განხორციელების პროცესი ------------------------------------------------4
მუხლი 4. ვერიფიკაციის განხორციელების ეტაპები და მიდგომები -------------------------------5
მუხლი 5. სწავლის შედეგის/შედეგების შეფასებისას გამოყენებული ინსტრუმენტის ვერიფიკაცია------6
მუხლი 6. პროცესის ვერიფიკაცია ---------------------------------------------------------------------- 6
მუხლი 7. მტკიცებულებების ვერიფიკაცია ------------------------------------------------------------6
თავი 3 --------------------------------------------------------------------------------------------7
მუხლი 8. დასკვნითი დებულები -----------------------------------------------------------------------7
თავი I
მუხლი 1. ზოდგადი დებულებები
1.1 სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია მოქმედი კანონმდებლობის, გიმნაზიის მისიის, ხედვისა და ღირებულებების, ასევე, წინამდებარე ვერიფიკაციის მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს გიმნაზიაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესის მაღალ ხარისხს;
1.2 გიმნაზიაში ხარისხი უზრუნველყოფილია სამივე საფეხურზე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობით, რომელიც შეესაბამება გიმნაზიის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში გაწერილ ამოცანებს.
თავი II
მუხლი 2. ვერიფიკაციის პროცედურა, მიმართულებები და პრინციპები
2.1 მოსწავლეთა შეფასების სისტემა ითვალისწინებს ვერიფიკაციის მექანიზმს. ვერიფიკაციის მექანიზმი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის ნაწილია;
2.2 ვერიფიკაცია არის გიმნაზიაში გამოყენებული შეფასების სისტემის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმი ანუ შეფასების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი;
2.3 ვერიფიკაცია სამი მიმართულებებით ხორციელდება:
• შეფასებისას გამოყენებული ინსტრუმენტის ვერიფიკაცია
• შეფასების პროცესის ვერიფიკაცია
• შეფასების მტკიცებულებების ვერიფიკაცია
2.4 ყველა ინსტრუმენტისა და მტკიცებულების ვერიფიკაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ეს პროცესი შერჩევითია. წინასწარ ფასდება ვერიფიკატორის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა;
2.5 რისკების ანალიზის საფუძველზე ხორციელდება იმ ინსტრუმენტებისა და მტკიცებულებების იდენტიფიცირება, სადაც შეუსაბამობის მაღალი ალბათობაა. ეს შეიძლება იყოს დამწყები მასწავლებლის ფაქტორი, დავალებების სიმრავლე, ერთი ინსტრუმენტით, ერთდროულად შესაფასებელი სწავლის შედეგების რაოდენობა და სხვა;
2.6 ვერიფიკაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
• სანდოობა
• ვალიდურობა
• გამჭვირვალობა
• სამართლიანობა
• ობიექტურობა
2.7 შეფასება მიიჩნევა სანდოდ, როდესაც შეფასების რუბრიკები/კრიტერიუმები ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ეს კი განაპირობებს იმას, რომ სხვადასხვა მასწავლებელი ერთნაირ პასუხს ერთნაირად აფასებს ან ერთი მასწავლებელი ერთსა და იმავე პასუხს ყოველთვის ერთნაირად აფასებს;
2.8 შეფასება ვალიდურია, როდესაც შეფასება მიზნის შესაბამისია, ანუ მასწავლებელი აფასებს ზუსტად იმას, რის შეფასებასაც იგი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისახავს მიზნად და ეფუძნება შეფასების მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
2.9 შეფასების გამჭვირვალობის პრინციპი დაცულია, როდესაც შეფასების კრიტერიუმები და შეფასების სქემები ცნობილია ყველასთვის;
2.10 შეფასება ობიექტურია, როდესაც შეფასების შედეგი არ არის დამოკიდებული შემფასებლის პირად მოსაზრებაზე, სურვილებზე.
მუხლი 3. ვერიფიკაციის განხორციელების პროცესი
3.1 ვერიფიკაციის პროცესს ახორციელებს ვერიფიკაციის ჯგუფი, რომლის მონაწილეები /ვერიფიკატორები განისაზღვრება გიმნაზიის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით-ბრძანებით;
3.2 ვერიფიკაციის პროცესი გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს, ანუ ვერიფიკატორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელმაც ინსტრუმენტი შეიმუშავა ან მონაწილეობდა შემუშავების პროცესში;
3.3 ვერიფიკაციის ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს: ხარისხის მართვის მენეჯერი, საგნის მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მოწვეული დარგის ექსპერტი;
3.4 შეფასების სისტემის ვალიდურობის, სანდოობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, სიმარტივისა და მოქნილობის უზრუნველსაყოფად ვერიფიკაციის პროცესს კოორდინაციას უწევს და ვერიფიკაციის ჯგუფს ხელმძღვანელობს გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი;
3.5 ვერიფიკაციის განხორციელების კონკრეტულ ვადებს, ვერიფიკაციის ჯგუფის კონკრეტულ შემადგენლობას, ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით-ბრძანებით;
3.6 ვერიფიკაციის ჯგუფი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა)ადგენს სწავლის შედეგის შეფასების ინსტრუმენტის სტრუქტურის შესაბამისობას სწავლის მისაღწევ შედეგთან;
ბ) შეისწავლის სწავლის შედეგის შეფასების ინსტრუმენტის შინაარსობრივ მხარეს;
გ)ადგენს სწავლის შედეგის მიღწევის დამადასტურებელი მტკიცებულების შესაბამისობას სწავლის მისაღწევ შედეგებთან;
დ) უზრუნველყოფს შეფასების პროცესზე დასწრებას მისი გაკონტროლების მიზნით;
ე) ამზადებს დასკვნის პროექტს და წარუდგენს სკოლა-გიმნაზიის დირექტორს შემდგომი რეაგირებისთვის;
ვ) სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ვერიფიკაციის პროცესის ეფექტურ განხორციელებასთან
3.7 ვერიფიკაციის შედეგები აისახება შესაბამის დასკვნაში. დასკვნა უნდა იყოს ნათელი და სრულყოფილი. დასკვნაში ნათლად უნდა იკვეთებოდეს რამდენად იყო/არ იყო მოსწავლეების შეფასება ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური. იდენტიფიცირებული უნდა იყოს ყველა პრობლემა;
3.8 ანგარიში აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც პროცესის აღწერას, შედეგებს და შეფასებებს, ასევე პროცესის გაუმჯობესების რეკომენდაციებს, სამოქმედო გეგმის პროექტს;
3.9 ვერიფიკაციის ჯგუფის ანგარიშს ხელს აწერს ვერიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები;
3.10 ვერიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ანგარიშს მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს გიმნაზიის დირექტორს;
3.11 ვერიფიკაციის შედეგების განხილვაში მონაწილეობა შეუძლია დაინტერესებულ მასწავლებლებს, დირექციის წარმომადგენლებს, მოწვეულ დარგის ექსპერტებს და სხვა;
3.12 ვერიფიკაციის ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრებზე განიხილება დადგენილი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის გზები. სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ვერიფიკაციის ჯგუფმა მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) მიმართოს გიმნაზიის დირექტორს ვერიფიკაციის ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შესახებ;
ბ) მიმართოს გიმნაზიის დირექტორს შუამდგომლობით მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების შესახებ;
გ) მისცეს რეკომენდაცია გიმნაზიას დასკვნის საფუძველზე გადახედოს კურიკულუმს.
მუხლი 4. ვერიფიკაციის განხორციელების ეტაპები და მიდგომები
4.1 ვერიფიკაციის განხორციელების ეტაპებია: ა) ვერიფიკაციის გეგმის შედგენა;
ბ) ვერიფიკატორების ინსტრუქტაჟი;
გ) ვერიფიკაციის სამიზნე ინსტრუმენტის შერჩევა;
დ) შესამოწმებელი ინსტრუმენტისა და მტკიცებულებების გამოთხოვა; ე) შესამოწმებელი ინსტრუმენტისა და მტკიცებულებების ვერიფიკაცია;
ვ) ვერიფიკაციის საბოლოო დასკვნის პროექტის შედეგების წარდგენა გიმნაზიის დირექტორთან;
ზ) რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
4.2 შიდა ვერიფიკაციის განხორციელებისას შეფასების ინსტრუმენტების და ზოგადად სასწავლო პროცესის შემოწმება ხორციელდება შერჩევითი პრინციპით.
4.3 შეფასების ინსტრუმენტების შერჩევისას, შესაძლებელია გამოყენებული იქნას რისკფაქტორების გამოვლენის რეესტრი.
მუხლი 5. სწავლის შედეგის/შედეგების შეფასებისას გამოყენებული ინსტრუმენტის ვერიფიკაცია
5.1 სწავლის შედეგის შეფასების ინსტრუმენტის ვერიფიკაციის განხორციელების დროს, შიდა ვერიფიკაციის ჯგუფი ვალდებულია მოახდინოს შემდეგი საკითხების ანალიზი:
ა) შეფასების ინსტრუმენტის შეფასების მიმართულებასთან შესაბამისობის დადგენას
ბ) არის თუ არა სწავლის შედეგის შეფასების ინსტრუმენტი ნათელი და გასაგები თითოეული სწავლის შედეგისათვის;
გ) აქვს თუ არა სწავლის შედეგის შეფასების ინსტრუმენტს დავალების შესრულების ინსტრუქცია;
დ) სწავლის შედეგის შეფასების ინსტრუმენტი იძლევა თუ არა სწავლის შედეგის ყველა ასპექტის შეფასების საშუალებას;
ე) შეფასების დროის საკმარისობის შეფასებას; ვ) შეფასების გარემოს შესაბამისობის შეფასებას;
ზ) შეფასებისას გამოსაყენებელი აღჭურვილობის ადეკვატურობის შეფასებას;
5.2 თუ სწავლის შედეგის/შედეგების შეფასების მეთოდი არის ტესტი, მას აუცილებლად უნდა ახლდეს დავალებების სწორი პასუხები (ე.წ. ტესტის გასაღები). ტესტი უნდა იყოს საშუალო სიძლიერის, დავალებების ფორმულირება და პასუხის ვარიანტები არ უნდა იმეორებდეს პასუხს.
მუხლი 6. პროცესის ვერიფიკაცია
6.1 სწავლის შედეგის/შედეგების შეფასების პროცესის ვერიფიკაციის პროცესი მოიცავს: ა) მოსწავლის წინასწარი ინფორმირებულობის შემოწმებას სწავლის შედეგის /შედეგების პროცედურის/პერიოდულობის შესახებ;
ბ) შეფასების პროცესის ფაქტობრივი გარემოებების(სასწავლო გარემო; შეფასებისას გამოსაყენებელი აღჭურვილობა, მასალები და ნედლეული) შემოწმებას;
გ) ვერიფიკაციის პროცესს ჰყავს: ეტაპზე პასუხისმგებელი, მონაწილე პირები და ასევე პირები რომლებიც ინფორმირებულები უნდა იყვნენ.
მუხლი 7. მტკიცებულებების ვერიფიკაცია
7.1. სწავლის შედეგის/შედეგების დადასტურების მტკიცებულებების ვერიფიკაცია მოიცავს:
ა) შესამოწმებელ მტკიცებულებათა იდენტიფიცირებას;
ბ) მტკიცებულებათა ფიზიკურად არსებობის შემოწმებას;
გ)მტკიცებულებათა მიხედვით შესაფასებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემოწმებას.
დ) მტკიცებულებათა საკმარისობის შეფასებას.
ე)მტკიცებულებათა ვალიდურობის შეფასებას;
ვ) მტკიცებულებათა შეფასებას ობიექტურობის თვალსაზრისით;
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
თავი III
8.1 წინამდებარე დოკუმენტს ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი შიდა სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე;
8.2 წინამდებარე დოკუმენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია გიმნაზიის დირექტორის მიერ გამოცემული ბძანებით.