დამტკიცებულია:
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დირექტორის ბრძანება N 2-44 07.09.2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის განვითარების
სტრატეგიული გეგმა
2023/2024 – 2029/2030
შესავალი
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ სწავლებისა და აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამებს ესგ-ის შესაბამისად.
გიმნაზია ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას სამივე საფეხურზე - დაწყებითი, საბაზო და საშუალო. გიმნაზია მოსწავლეებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე პედაგოგიური კოლექტივისა და ეფექტური სასწავლო პროცესის კომბინაციით.
ეს დოკუმენტი წარმოადგენს გიმნაზიის სტრატეგიული განვითარების გეგმას, რომლის მიხედვითაც გიმნაზია იმოქმედებს მომავალი 7 წლის განმავლობაში (2023/2024 – 2029/2030 სასწავლო წლები).
სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიცავს სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს, ასევე სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. მოცემულ პერიოდში გიმნაზიის საქმიანობა დაეფუძნება სტრატეგიულ გეგმაში ასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს შეუწყობს გიმნაზიის საქმიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე.
წლების მანძილზე გიმნაზიას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სახელოვნებო მიმართულებით.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს:
1. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსი - ნახევარფინალი „მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი“. გადავედით ფინალში - თბილისი ტექნიკური უნივერსიტეტი.
2.მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის ზონალური ტური
„კესლერის სინდრომის თავიდან აცილების მეთოდი“ - აიღო პირველი ადგილი და მიგვიწვიეს რესპუბლიკურ ტურში. გადაეცათ სერთიფიკატი. ქუთაისი აწს თბილისი- მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე - პირველი ადგილი 3.ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსში კონკურსი - ფინალი „მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი“. -გადაეცათ სერთიფიკატი თბილისი - ფაბრიკა
4. „მე ახალგაზრდა მეცნიერი“ - „მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი“. - მესამე ადგილი. თბილისი ფულადი ჯილდო 800 ლარი.
5. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალურ ტურში მონაწილეობა
6.თიბისი ბანკის სტიპენდიანტი ნათია ფხაკაძე /ერთ წლიანი სტიპენდიით/.
7.ეროვნულ ოლიმპიადაზე ისტორიაში მეორე ადგილზე გასული მოსწავლე
და 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე:
ათასწლეულის ინოვაციის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსში ნახევარფინალური ტური 2023 „ჭკვიანი ხელჯოხი“ .
რელიგიურ კონკურში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ გუნდი „იმედი“, დაჯილდოვდა ისრაელის-იერუსალიმის 7-დღიანი საგზურით (სასკოლო, მუნიციპალურ. რეგიონალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ ტურებში 1 ადგილის მოპოვებისთვის).
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონკურსში „დამიხატე რამე ქიმიური“ გამარჯვებული მოსწავლე
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთაა ასოციაციის კონკურსში „ზურგჩანთა“ გამარჯვებული მოსწავლეები.
ქ.თბილისის ეროვნულ სასახლეში, ვახტანგ კოტეტიშვილის სახ.ახალგაზრდა ფოლკლორისტთა კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები.
მათემატიკის მუნიციოალურ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები.
და სხვა...
1. გიმნაზიის ფილოსოფიის განსაზღვრა
გიმნაზიის ფილოსოფიის განსაზღვრა
1. მისია
გიმნაზია ქმნის პოზიტიურ, კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
2. ხედვა
სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით გიმნაზია აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
3. ღირებულებები
გიმნაზიის საქმიანობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
მიუკერძოებლობა;
თანაგანცდა და თანადგომა;
ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
პროფესიული ზრდა და განვითარება;
გუნდური მუშაობა.
II დაგეგმვის მეთოდოლოგია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი დაიწყო 2022/2023 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. დაგეგმვის პროცესის დაწყებამდე გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯგუფის თავმჯდომარე- ხარისხის მართვის მენეჯერი
სამუშაო ჯგუფმა მისიის, ხედვისა და ღირებულებების, ასევე სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის შეარჩია სტრატეგიული რუკები. დაგეგმვის პროცესი წარმოდგენილია დიაგრამა 1,2,3 სახით.
დიაგრამა 1. მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება/გაზიარების პროცესი
დიაგრამა 2. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/გაზიარება/დამტკიცების პროცესი
დიაგრამა 3. მისიაში, ხედვასა და ღირებულებებში, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცვლილებების შეტანის და გაზიარების პროცესი
პირველ ეტაპზე, გიმნაზიის სამუშაო ჯგუფმა გადახედა გიმნაზიის არსებულ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს და შეიმუშავა ახალი განაცხადის პროექტი, რომელიც გაუზიარა სასკოლო საზოგადოებასა და თემს. მათგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით დაკორექტირებული ვერსია წარედგინა გიმნაზიის დირექტორს. მისიის, ხედვისა და ღირებულებების საბოლოო, შეთანხმებული ვერსია განთავსდა გიმნაზიაში.
მეორე ეტაპზე, სამუშაო ჯგუფმა გარე ფაქტორებისა და გიმნაზიის შიდა პროცესების შეფასების მიზნით ჩაატარა ე.წ. SWOT ანალიზი. შექმნა კითხვარი და ჩაატარა გამოკითხვა. შედეგების საფუძველზე გამოავლინა გიმნაზიის წინაშე არსებული შესაძლებლობები და საფრთხეები (OT ნაწილი), გიმნაზიის ძლიერი და სუსტი მხარეები (SW ნაწილი). სამუშაო ჯგუფმა SWOT ანალიზის შედეგად განსაზღვრა გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები და შემუშავებული სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელმაც განიცადა ცვლილება და 6 წლიანი გეგმის ნაცვლად ჩამოყალიბდა 7 წლიანი (2023-2030 ს/წწ) სტრატეგიული გეგმა, რომელიც გიმნაზიამ გაუზიარა სასკოლო საზოგადოებას. მათგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით დაკორექტირებული პროექტი გადაეგზავნა გიმნაზიის დირექტორს. სამუშაო ჯგუფმა დირექტორის მიერ მოწონებული სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის პროექტი საბოლოო განხილვისთვის გადაუგზავნა პედაგოგიურ საბჭოს. პედაგოგიური საბჭოს განხილვის შედეგად მიღებული სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია დაამტკიცა გიმნაზიის დირექტორმა.
სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.
1. SWOT ანალიზი
გიმნაზიის შიდა და გარე ფაქტორების გასაანალიზებლად სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა გიმნაზიის SWOT ანალიზი. ანალიზის პროცესი მოიცადა შემდეგ ძირითად ეტაპებს:
1. კვლევის მიზნის განსაზღვრა
2. კითხვარის შექმნა
3. გამოკითხვის ჩატარება
4. შედეგების ანალიზი
5. შედეგებიდან გამომდინარე პირველადი სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება
SWOT ანალიზის შედეგად გამოვლინდა გიმნაზიის ძლიერი და სუსტი მხარეები და ამასთანავე, შესაძლებლობები და საფრთხეები, რამაც განაპირობა კონკრეტული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება.
შიდა ფაქტორები გარე ფაქტორები
SWOT კითხვარი
რესპოდენტები იყვნენ გიმნაზიის ადმინისტრაციული თანამშრომლები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, კურსდამთავრებულები, თემის წარმომადგენლები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 77 რესპოდენტმა.
პირველ კითხვაში ჩამოთვლილი იყო გიმნაზიის შიდა ფაქტორები და რესპოდენტებს უნდა შეეფასებინათ სუსტ თუ ძლიერ მხარეს წარმოადგენდა თითოეული ფაქტორი გიმნაზიისთვის. ამ შეკითხვის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა გიმნაზიის ძლიერი და სუსტი ფაქტორები. მეორე კითხვით რესპოდენტები აფასებდნენ სუსტ და ძლიერ მხარეს და თავიანთი შეხედულებით წერდნენ ქულებს (1- დან 9 ქულის ჩათვლით), რომლის შედეგადაც მოხდა მათი კლასიფიკაცია ნაკლებად მნიშვნელოვან და მეტად მნიშვნელოვან ფაქტორებად. მესამე კითხვაში თავად შეეძლოთ დაესახელებინათ ისეთი სუსტი ფაქტორი, რომელიც ჩამონათვალში არ შეხვდათ და შეეფასებინათ ანალოგიურად ქულებით.
გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 77-მა რესპოდენტმა: 41-მა მშობელმა, 17 -მა მასწავლებელმა, 3-მა კურსდამთავრებულმა, 12-მა საშუალო საფეხურის მოსწავლემ და 4-მა თემის წარმომადგენელმა. პასუხებით გაირკვა:
1. შეკითხვა გიმნაზიის შიდა ფაქტორებიდან რომელი წარმოადგენს სუსტ და ძლიერ მხარეს, გაირკვა
N ფაქტორები ძლიერი სუსტი
1 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი
73 4
2 სასკოლო კულტურა
კარგი რეპუტაცია და ცნობადობა 74 3
3 არაფორმალური განათლება
სააქტო დარბაზი 75 2
2 შეკითხვა. შეეფასებინათ გიმნაზიის შიდა ფაქტორები 1-დან 9 ქულის ჩათვლით, პასუხები შემდეგნაირია:
N ფაქტორები 1-4 ქ. 5-9 ქ
1 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი
19 58
2 სასკოლო კულტურა
კარგი რეპუტაცია და ცნობადობა 14 63
3 არაფორმალური განათლება
სააქტო დარბაზი 35 42
3 შეკითხვა. შეეფასებინათ 1-დან 9 ქულის ჩათვლით, პასუხები შემდეგნაირია:
N ფაქტორები 1-4 ქ. 5-9 ქ
1 დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა; 49 28
2 ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოების ნაკლებობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას; 44 33
3
4.
შემთავსებელი პედაგოგები;
პროფორიენტაციის დაგეგმვა
43
41 34
36
SWOT ანალიზის შედეგად გამოვლინდა გიმნაზიის ძლიერი და სუსტი მხარეები და ამასთანავე, შესაძლებლობები და საფრთხეები, რამაც განაპირობა კონკრეტული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება.
სამუშაო ჯგუფმა შექმნა სპეციალური SWOT კითხვარი, რომელიც ითვალისწინებდა სამიზნე ჯგუფებისგან კონკრეტული ფაქტორების შეფასებას და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას. რესპოდენტები იყვნენ გიმნაზიის ადმინისტრაციული თანამშრომლები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, კურსდამთავრებულები, თემის წარმომადგენლები. გამოკითხვაში შედეგების გაანალიზებით თვითშეფასების საფუძველზე გამოკითხვის შედეგებით გამოიკვეთა გიმნაზიის ძლიერი და სუსტი მხარეები.
S
S გიმნაზიის ძლიერი მხარე:
• მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი
• სასკოლო კულტურა;
• კარგი რეპუტაცია და ცნობადობა;
W გიმნაზიის სუსტი მხარე:
• დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა;
• შემთავსებელი პედაგოგები;
• ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოების ნაკლებობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას;
• პროფორიენტაციის დაგეგმვა;
მონაწილეობა მიიღო 77 რესპოდენტმა.
გიმნაზიის წინაშე არსებული შესაძლებლობები და საფრთხეები.
O (შესაძლებლობები)
• კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა;
• პროექტების განხორციელება (საგრანტო პროექტები);
• წარმატებული მშობლების მხარდაჭერა;
T (საფრთხეები)
• ოჯახების ემიგრაციაში წასვლა;
• ინფლაცია;
• საჯარო სკოლებში მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდა;
• განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება;
• გიმნაზიაში დასაქმებული კადრების დაუგეგმავი ცვლილებები;
• დაბალი ხელფასი
2. სტრატეგიული განვითარების გეგმა
გიმნაზიაში განისაზღვრა ხუთი ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რომლის
შესრულებისკენ განაგრძნობს სვლას მომავალი შვიდი წლის (2023/24-2029/2030 სასწავლო წელი) განმავლობაში:
გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება;
ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
პედაგოგების პროფესიული ზრდა და განვითარება
პარტნიორული ურთიერთობები
სტრატეგიული გეგმის მიზნები და ამოცანები სტრატეგიული მიზანი№1
გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება;
ამოცანები:
1. მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება;
2. მისიის, ხედვისა და ღირებულებების გადახედვა;
3. ახალი შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
4. ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
5. ხარისხის უზრუნველყოფა;
6. საგნობრივი კათედრების ფუნქციების გაძლიერება;
7. წესდების შეცვლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
8. შინაგანაწესის გადახედვა;
9. მშობელთა სათათბიროს საქმიანობის გაძლიერება;
10. ძირითადი და დამხმარე პროცესების მარეგულირებელიდოკუმენტების შემუშავება, განახლება.
11.გიმნაზიის სახელწოდების შეცვლა.
სტრატეგიული მიზანი
ამოცანები შესრულების პერიოდი
2023-2024 2024-2025 2025-2026 2026-2027 2027-2028 2028-2029 2029-2030 განხორციელების რისკები და ამ რისკის დადგომის ალბათობა %
გიმნაზიის ინსტიტუციური განვითარება მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის
შემუშავება
მისიის, ხედვისა და ღირებულებების
გადახედვა
ახალი
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება
ერთწლიანი სამოქმედო გეგმების
შემუშავება
სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის
განვითარება
ხარისხის
უზრუნველყოფა
საგნობრივი კათედრების ფუნქციების
გაძლიერება
გიმნაზიის სახელწოდებისა და წესდების შეცვლა საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
შინაგანაწესის გადახედვა
მშობელთა სათათბიროს საქმიანობის
გაძლიერება
ძირითადი და დამხმარე პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების
შემუშავება,
განახლება
სტრატეგიული მიზანი №2
ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება ამოცანები:
1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება;
2. სასკოლო კურიკულუმის განვითარება;
3. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება;
სტრატეგიული მიზანი
ამოცანები შესრულების პერიოდი
2023-2024 2024-2025 2025-2026 2026-2027 2027-2028 2028-2029 2029-2030
მესამე თაობის
ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარე ეროვნული სასწავლო გეგმის
განხორციელება
ბა
სასკოლო
კურიკულუმის
განვითარება
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება
სტრატეგიული მიზანი №3
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
ამოცანები:
1. კომპიუტერული ტექნიკის განახლება ეტაპობრივად;
2. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება;
3. ეზოს გამწვანება
სტრატეგიული მიზანი
ამოცანები შესრულების პერიოდი
2023-2024 2024-2025 2025-2026 2026-2027 2027-2028 2028-2029 2029-2030
კომპიუტერული
ტექნიკის განახლება
მატერიალურ- ბიბლიოთეკის
ტექნიკური წიგნადი ფონდის
ბაზის შევსება
გაუმჯობესება
საბუნებისმეტყველოლაბორატორიის განახლება
გარე სპორტული
მოედნის მოწყობა
სააქტო დარბაზის
მოწყობა
ეზოს გამწვანება
სტრატეგიული მიზანი №4
პედაგოგების პროფესიული ზრდა და განვითარება
ამოცანები:
1. პედაგოგების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა
2. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის გაძლიერება;
3. ურთიერთთამანამშრომლობითი კულტურის განვითარება;
4. პედაგოგების კარიერული წინსვლის ხელშეწყობა;
5. პედაგოგთა პორტფოლიოების შექმნა;
6. მოსწავლეთა პორტფოლიოების შექმნა.
სტრატეგიული მიზანი
ამოცანები შესრულების პერიოდი
2023-2024 2024-2025 2025-2026 2026-2027 2027-2028 2028-2029 2029-2030
პედაგოგების უწყვეტი
პროფესიული განვითარების
მხარდაჭერა
ხარისხის განვითარებისა და
პროფესიული მხარდაჭერის
გაძლიერება
პედაგოგების პროფესიული ზრდა და
განვითარება ურთიერთთამანამშრომლობითი
კულტურის განვითარება
პედაგოგების კარიერული
წინსვლის ხელშეწყობა
პედაგოგთა პორტფოლიოების
შექმნა
მოსწავლეთა პორტფოლიოების შექმნა
სტრატეგიული მიზანი №5
პარტნიორული ურთიერთობები
ამოცანები:
1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა;
2. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
3. პარტნიორ სკოლებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;
4. ურთიერთთამანამშრომლობითი
კულტურის განვითარება
5.ახალი პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების მოძიება მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.
სტრატეგიული მიზანი
ამოცანები შესრულების პერიოდი
2023-2024 2024-2025 2025-2026 2026-2027 2027-2028 2028-2029 2029-2030
პარტნიორული ურთიერთობები უნივერსიტეტებთან
თანამშრომლობა
არასამთავრობო ორგანიზაციებთან
თანამშრომლობა
ურთიერთთამანამშრომლობითი
კულტურის განვითარება
პარტნიორ სკოლებთან
ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება
ახალი პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების მოძიება მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების
მიზნით
3. სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმები
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის სტრატეგიული განვითარებისსამუშაო ჯგუფი ახორციელებს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შექმნის პროცესს, შესრულების მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოების შეფასებასა და საჭიროებისამებრ მათ კორექტირებას. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან
(დიაგრამა 4):
დიაგრამა 4. სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესი
ეტაპი 1. ინფორმაციის ორგანიზება
გიმნაზიის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმაში ასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების შესახებ ინფორმაცია გროვდება სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფთან.
ეტაპი 2. შესრულებული სამუშაოს შეფასება
მონიტორინგის ამ ეტაპზე სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის განხილვას და შესრულებული სამუშაოს შეფასებას.
სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმას აფასებს წელიწადში ერთხელ სასწავლო წლის დასრულებისას. მონიტორინგის დროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის შესრულების შემოწმება ხდება შესაბამისი ინდიკატორით და მიენიჭება შესრულების შესაბამისი სტატუსი. სტრატეგიული განვითარების გეგმის მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება სტრატეგიული გეგმის მოქმედების პერიოდში ორჯერ, მისი განხოცრილების შუაში და ბოლოს.
ეტაპი 3. უკუკავშირი და ანგარიშის მომზადება
სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფი სამუშაოს შეფასების შემდეგ შეიმუშავებს შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს და განიხილავს მათ შესაბამის პასუხისმგებელ პირთან/სტრუქტურულ ერთეულთან.
ეტაპი 4. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების კორექტირება
წინა ეტაპების გავლის შემდეგ სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანა.
მონიტორინგის შედეგად თუ მოცემული სტრატეგიული ამოცანისა და აქტივობის შემთხვევაში ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად, მიღწეულია დასახული სამიზნე ნიშნულები, მაშინ სტრატეგიული გეგმის შესრულება გაგრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო.
თუ მოცემული სტრატეგიული ამოცანისა და აქტივობის შემთხვევაში მიღწეული არ არის დასახული სამიზნე ნიშნულები, მაშინ ხდება მიზეზების დადგენა.
თუ მისაღწევ ნიშნულებამდე ვერ მივდივართ იმის გამო, რომ გაწერილი სამოქმედო აქტივობები არ არის საკმარისი, მაშინ ხდება დამატებითი აქტივობების გენერირება, დაგეგმვა და, შესაბამისად, სამოქმედო გეგმის ცვლილება.
თუ მისაღწევ ნიშნულებამდე ვერ მივდივართ იმიტომ, რომ შეიცვალა გარე და შიდა ფაქტორები ისე, რომ შეუძლებელია ამოცანის დასახულ ნიშნულამდე მიღწევა, ამ შემთხვევაში სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფს ცვლილებები შეაქვს სტრატეგიული განვითარების გეგმაში (მაგ. შესაძლოა მოხდეს სტრატეგიული ამოცანის მოდიფიცირება და სხვ.).
შემდგომ სამუშაო ჯგუფი ცვლილებების პროექტს წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს და გეგმას განახლებულ სახით დაამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი. განსახორციელებელი აქტივობები გაგრძელდება მოდიფიცირებული გეგმის შესაბამისად.