მე-3 კლასის მოსწავლეებმა თემაზე "ჰიგიენა" პრეზენტაციები მოამზადეს (საგანი-მე და საზოგადოება, პედაგოგი-თამარ უგულავა).
გაკვეთილის მიზანი იყო - ვასწავლოთ ბავშვებს პირადი ჰიგიენის ძირითადი პრინციპები.
პატარებმა წარდგენისას ისაუბრეს, რას ნიშნავს ჰიგიენა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა დაიცვას ის. როგორ უნდა მოუარონ ბავშვებმა ხელებს, კბილებს, პირის ღრუს და ა.შ.
ასეთი მეთოდით სწავლება მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესოა.